ექსპერტი გვიზიარებს: სახის მოვლისთვის რეალურად მხოლოდ 5 პროდუქტია საკმარისი - rogor.ge

ექსპერტი გვიზიარებს: სახის მოვლისთვის რეალურად მხოლოდ 5 პროდუქტია საკმარისი

5 აუცილებელი პროდუქტი სახის მოვლისთვის

ზეთოვანი საფუძვლის გამწმენდი (ჰიდროფილური ზეთი ან ბალზამი)

ეს არის საღამოს ორმაგი წმენდის პირველი ეტაპი. აშორებს მაკიაჟს, მზისგან დაცვის კრემს (SPF), ჭუჭყს და ცხიმს, ისე რომ არ აზიანებს კანის ბუნებრივ ბარიერს.

წყლის საფუძვლიანი გამწმენდი (გელი ან ქაფი)

მეორე ეტაპი, რომელიც აშორებს დარჩენილ ჭუჭყსა და ოფლს. ამზადებს კანს შემდეგი ნაბიჯებისთვის. მნიშვნელოვანია, რომ არ იწვევდეს „დაჭიმულობის“ შეგრძნებას და ინარჩუნებდეს კანის ბუნებრივ pH-ს.

ტონერი

ბევრი ამას გამოტოვებს, მაგრამ ტონერი აუცილებელია pH-ის დასაბალანსებლად, კანის დასამშვიდებლად და იმისთვის, რომ სერუმმა და კრემმა უკეთ იმოქმედოს. ჯობს აირჩიოთ ნაზი ფორმულა და მოერიდოთ ალკოჰოლს შემცველ პროდუქტებს.

სერუმი

კონცენტრირებული ფორმულა კონკრეტული პრობლემების გადასაჭრელად:

  • ტენიანობა
  • ნაოჭები
  • პიგმენტაცია
  • ანთება ან აკნე

საბაზისო მოვლისთვის იდეალურია სერუმი, რომელიც აღადგენს კანის ბარიერს და ატენიანებს. სპეციფიკური საჭიროების შემთხვევაში შეგიძლიათ გამოიყენოთ აქტიური ინგრედიენტები, მაგალითად, რეტინოლი.

დატენიანება და დაცვა (კრემი + SPF)

კანის საბოლოო მოვლის აუცილებელი ეტაპი.

დამატენიანებელი კრემი საჭიროა დილასა და საღამოს.დილას კრემი აუცილებლად უნდა „დაიხუროს“ SPF-ით.SPF 50-ის გამოყენება გიცავთ ფოტოდაბერებისგან. გახსოვდეთ: მზის ულტრაიისფერი სხივები აქტიურია ღრუბლიან ამინდშიც, ამიტომ დაცვა ყოველდღიურად აუცილებელია.