როგორ გავიწმინდოთ სისხლსძარღვები
სამედიცინო დახმარება თუ თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია, მუდმივად გაწუხებთ არტერიული ჰიპერტენზია (ჰიპერტონია), გაქვთ გულსისხლძარღვთა სხვადასხვა დაავადებები ან შაქრიანი დიაბეტი – თქვენ რა თქმა უნდა, არ გავნებთ სისხლსძარღვების გაწმენდა. მაგრამ, პირველ რიგში, თქვენ გამოკვლევა უნდა ჩაიტაროთ სამედიცინო დაწესებულებაში, იმისათვის, რომ მიიღოთ კვალიფიციური დახმარება და არ ავნოთ ორგანიზმს თვითმკურნალობით. ზოგიერთ შემთხვევაში შეუძლებელია მედიკამენტოზური მკურნალობის თავიდან აცილება.
კვების რაციონი შუზღუდეთ იმ პროდუქტების მიღება, რომლებიც შეიცავენ დიდი რაოდენობით ქოლესტერინს: ქონი, კვერცხი, ძეხვი, რძის ცხიმიანი პროდუქტები, ამასთანავე შეეცადეთ არ ჭამოთ მსუყე საჭმელი ძილის წინ – ზედმეტი ქოლესტერინი, როგორც მედიკოსები იტყვიან, სისხლსძარღვების კედლებზე ილექება ღამის განმავლობაში. ყოველდღიური კვების რაციონში დაამატეთ მცენარეული საკვები.