როგორ გამოითვლება სავალუტო ფორვარდის ყიდვა-გაყიდვის ფასი
ფორვარდული კურსი შესაძლოა გამოითვალოს შემდეგი ფორმულით: F - ფორვარდული კურსი. S - სპოტური კურსი (კონტრაქტის დადების დღეს არსებული). Rd - წლიური საპროცენტო განაკვეთი ეროვნული ვალუტით. Rf - წლიური საპროცენტო განაკვეთი უცხოური ვალუტით. D - ფორვარდის ვადიანობა (დღე). ფორვარდული კურსი არ წარმოადგენს კონკრეტულ ვალუტებს შორის გაცვლითი კურსის პროგნოზს, არამედ ის არის ამ ვალუტების შესაბამისი საპროცენტო განაკვეთებს შორის სხვაობიდან გამოთვლილი გაცვლითი კურსი.
რა პოტენციური ზარალი შეიძლება ახასიათებდეს სავალუტო ფორვარდს? უცხოური ვალუტის ფორვარდული შესყიდვის შემთხვევაში, კომპანიას მოუწევს დამატებითი ხარჯების გაწევა თუ ვალუტირების დღეს მიმდინარე სავალუტო გაცვლითი კურსი დაბალია წინასწარ შეთანხმებულ ფორვარდულ კურსზე. უცხოური ვალუტის ფორვარდული გაყიდვის შემთხვევაში, კომპანიამ შესაძლოა დაკარგოს პოტენციური მოგება, თუ ვალუტირების დღეს სავალუტო გაცვლითი კურსი მაღალი იქნება წინასწარ შეთანხმებულ ფორვარდულ კურსზე. ორივე შემთხვევაში ჩანს უცხოური ვალუტის ფორვარდულ ყიდვა-გაყიდვასთან დაკავშირებული ზედმეტი დანახარჯები. თუმცა, ეს არის მცირე ფასი, რომელიც კომპანიებმა შეიძლება გადაიხადონ უსაფრთხოებისა და განუსაზღვრელობის შემცირების სანაცვალოდ.