რატომ გაკლიათ მუდმივად ენერგია: ექიმი ასახელებს მოულოდნელ მიზეზს - rogor.ge

რატომ გაკლიათ მუდმივად ენერგია: ექიმი ასახელებს მოულოდნელ მიზეზს

რკინა აუცილებელია ენერგიის გამომუშავებისთვის, ფარისებრი ჯირკვლის ნორმალური ფუნქციონირებისთვის, ნივთიერებათა ცვლის და განწყობის რეგულირებისთვის. ქალებში მისი დეფიციტის ძირითადი მიზეზებია ძლიერი მენსტრუაციული სისხლდენა, არასათანადო კვება და რკინის ცუდი ათვისება.

თუ ფიქრობთ, რომ შეიძლება რკინის დეფიციტი გაქვთ, ექიმი ვივერი გირჩევთ ჩააბაროთ სისხლის ანალიზი რკინის, ფერიტინისა და ტრანსფერინის დონის დასადგენად. მისი თქმით, ხშირად პაციენტებს ეუბნებიან, რომ მაჩვენებლები ნორმაშია, მაშინაც კი, როცა ფერიტინის დონე დაბალია.

ექიმი ასევე რეკომენდაციას აძლევს, ექიმთან ან დიეტოლოგთან ერთად შეიმუშაოთ ინდივიდუალური კვების გეგმა და რაციონში ჩართოთ ისეთი პროდუქტები, როგორებიცაა: წითელი ხორცი, კვერცხი, პარკოსნები და მწვანე ფოთლოვანი ბოსტნეული. მცენარეული წყაროებიდან რკინის უკეთ ათვისებისთვის საჭიროა მათი კომბინირება C ვიტამინთან.

როგორ მივიღოთ B12 საკვებიდან, როგორია დღიური ნორმა და რისთვისაა საჭირო