ტორტი „პლომბირი“ ღუმლის გარეშე და ბავშვობის გემოთი - rogor.ge

ტორტი „პლომბირი“ ღუმლის გარეშე და ბავშვობის გემოთი

კრემის მომზადება: ქვაბში ჩააგდეთ კვერცხები, სახამებელი, შაქარი და ვანილის შაქარი. აურიეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.

დაუმატეთ არაჟანი და კვლავ მოურიეთ. დადგით საშუალო ცეცხლზე და მოხარშეთ, მუდმივად ურიეთ, სანამ მასა არ გასქელდება. გასქელების შემდეგ გააჩერეთ კიდევ 15 წამი, მოხსენით ცეცხლიდან, დაუმატეთ კარაქი, კარგად აურიეთ და გააჩერეთ.

ფენების მომზადება: ფქვილი და შაქარი შეურიეთ, კარაქი ამოავლეთ ფქვილში და მსხვილ სახეხზე გახეხეთ პირდაპირ ამ მასაში. შემდეგ ხელით გახეხილი კარაქი, ფქვილი და შაქარი კარგად გასრისეთ, რათა მიიღოთ ფხვიერი მასა. ეს მასა გადაიტანეთ მშრალ ტაფაზე და მოყავისფრო ფერის მიღებამდე მოხალეთ.

ტორტის აწყობა: საკონდიტრო ფორმაში ჩადეთ 2 ს.კ. მოხალული ფხვიერი მასა, გადაანაწილეთ, გადაუსვით კრემი. ასე გააგრძელეთ ფენა-ფენა, ბოლო ფენა – კრემი.

გაგრილება: ტორტი შეინახეთ მაცივარში 2–3 საათით ან ღამით, რომ გამაგრდეს. სურვილისამებრ შეგიძლიათ მორთოთ გახეხილი თეთრი შოკოლადით.