10 ჰობი, რომლებიც არანაკლებად ამშვიდებს, ვიდრე მედიტაცია - rogor.ge

10 ჰობი, რომლებიც არანაკლებად ამშვიდებს, ვიდრე მედიტაცია

ქსოვა

ქსოვის დამამშვიდებელი ეფექტი მეცნიერულად დადასტურებულია. ის ანელებს რიტმს, აწესრიგებს აზრებს და გაძლევს შეგრძნებას, რომ შექმნა რაიმე ხელით. დაწყება უმჯობესია მცირე ზომის ნივთებით, რომ პროცესის დასრულების შანსი გაიზარდოს.

ცეკვა

მიუხედავად იმისა, რომ ჰიპ-ჰოპი ან სალსა ენერგიულია, კვლევებმა აჩვენა, რომ ცეკვა ამცირებს სტრესს და დეპრესიის სიმპტომებს. ნებისმიერ სტილში მოძრაობა გეხმარებათ გათავისუფლდეთ შიდა დაძაბულობისგან.

ჰაიკინგი

ხანგრძლივი გასეირნება ბუნებაში მყისიერად ამცირებს სტრესის ჰორმონს - კორტიზოლს, ნორმალიზებას უკეთებს წნევას და აუმჯობესებს განწყობას. რეგულარული ჰაიკინგი კი გეხმარებათ როგორც ფიზიკურ, ისე მენტალურ ფორმაში ყოფნაში.

ბლოგის წერა

პირადი მიკრობლოგი შეიძლება გახდეს თვითრეფლექსიისა და ემოციური გათავისუფლების გზა. საკუთარ ჩანაწერებში დაბრუნება საშუალებას გაძლევთ შეხედოთ თქვენს თავს გვერდიდან და შეაფასოთ პროგრესი.

ცურვა

წყალში მოძრაობა ამშვიდებს გონებას, ჰგავს მედიტაციას და გათიშავს გარე სამყაროს ხმაურს. თანაც ცურვა აუმჯობესებს სუნთქვის კონტროლს და სხეულის ტონუსს.

მუსიკა

ინსტრუმენტზე დაკვრა ან სიმღერა ამცირებს შფოთვას და სტრესს. სასიამოვნო მუსიკის მოსმენაც კი დადებითად მოქმედებს ემოციურ მდგომარეობაზე. მუსიკალური განათლება არ არის აუცილებელი — შეგიძლიათ უბრალოდ იმღეროთ ან ითამაშოთ მარტივ ინსტრუმენტზე.

ბაღის მოვლა

მცენარეების დათესვა და მოვლა ამშვიდებს, ზრდის ფიზიკურ აქტივობას და გაძლევს სიამოვნებას შედეგისგან — ყვავილების ან მოსავლისგან.

კალიგრაფია

ლამაზი ასოების წერა კონცენტრაციასა და მოთმინებას ავითარებს. კვლევების მიხედვით, კალიგრაფია იმდენივე დამამშვიდებელია, რამდენადაც მედიტაცია.

სირბილი

უკვე პირველი სირბილის შემდეგ შეიძლება შეიგრძნოთ უკეთესი განწყობა, ნაკლები შფოთვა და მეტი თავდაჯერება. ეს სწრაფი და ეფექტური ხერხია ენერგიის გასაზრდელად.

პაზლების აწყობა

პაზლები გეხმარებათ გამოთიშოთ ტელეფონები და ფოკუსირდეთ ერთ ამოცანაზე. ისინი ამცირებს დაძაბულობას და გაძლევთ კმაყოფილების გრძნობას, როცა ნახავთ საბოლოო შედეგს.