ზოდიაქოს სამი ნიშანი მალე მარტოსულობას დაივიწყებს — სიყვარული უკვე ახლოსაა - rogor.ge

ზოდიაქოს სამი ნიშანი მალე მარტოსულობას დაივიწყებს — სიყვარული უკვე ახლოსაა

ვერძი

ბოლო დროს მტკიცედ იჭერდით თავს, თუმცა შიგნით განცდილი მარტოობა გაწუხებდათ. ახლა კი ჩნდება შანსი ამ მდგომარეობის შეცვლის. მთვარისა და პლუტონის კვადრატურა გიბიძგებთ გულწრფელობისკენ — პირველ რიგში, საკუთარი თავის მიმართ. ნამდვილი ძალა იმაშია, რომ გაბედოთ და გულახდილად გამოხატოთ გრძნობები. დაიწყეთ პატარა ნაბიჯებით — გულწრფელი საუბარი, ყურადღება ან მზრუნველობა გარშემო მყოფთათვის.

კურო

მიუხედავად იმისა, რომ მარტო ყოფნა თქვენთვის ტრაგედია არ არის, მაინც გჭირდებათ სითბო და ემოციური კავშირი. ბოლო კვირებმა დაგანახათ, რომ კომფორტი ადამიანებთან სიახლოვის გარეშე ცარიელია. 31 ივლისს იგრძნობთ: ცვლილებები შესაძლებელია. დროა, ძველი კავშირები განაახლოთ ან ახალი ურთიერთობებისთვის გაიხსნათ. ნუ დაელოდებით პირველ ნაბიჯს სხვისგან — იმოქმედეთ თვითონ.

თხის რქა

ბოლო ხანს სამყაროსგან იცავდით თავს, ცდილობდით საკუთარი თავი უკეთ გაგეგოთ, მაგრამ მარტოობა, რაც თავდაპირველად სიმშვიდედ გეჩვენებოდათ, უკვე ტვირთად იქცა. შესაძლოა, ამ იზოლაციამ მიზეზად ემოციური ტკივილი ან კონფლიქტი ჰქონდეს. თუმცა ახლა დროა, ხელახლა შეხედოთ საკუთარ თავს. მთვარისა და პლუტონის ასპექტი გიბიძგებთ ცვლილებებისკენ. თუ სურვილს გამოთქვამთ, თქვენს ცხოვრებაში ადგილი მოიძებნება სითბოსა და სიახლეებისთვის.