როგორია ფინანსური ჰოროსკოპი კვირისათვის: ვის ელოდება მატერიალური წარმატება 28 ივლისიდან 3 აგვისტომდე
ვერძი
ყველა წამოწყება, რომელსაც ფინანსური მიზანი აქვს, წარმატებული იქნება. დროა, გამოიღვიძოთ და იმ პროექტებს მიხედოთ, რაც ადრე გადადეთ.
კურო
იდეალური დროა ხელმძღვანელობასთან სასაუბროდ — განსაკუთრებით ხელფასის მომატებაზე. კვირის განმავლობაში ხელმძღვანელები მეტად კეთილგანწყობილი იქნებიან.
ტყუპები
არ თქვათ უარი ოცნებაზე, რომელიც ადრე მიუწვდომელი ჩანდა — ახლა გარემოებები ისე დალაგდება, რომ შეძლებთ მის რეალიზებას.
კირჩხიბი
ფინანსური ოპერაციებისთვის შესანიშნავი პერიოდია. გადაიხადეთ ვალები და კომუნალური გადასახადები. ასევე, შეგიძლიათ ანგარიში გახსნათ — მალე დივიდენდებსაც მიიღებთ.
ლომი
ბალანსის დაცვას მოითხოვს ფინანსური საქმეები. ამ კვირაში შეძლებთ ხარჯების და შემოსავლების სწორად შეჯერებას და საბუთების მოწესრიგებას.
ქალწული
იმოქმედეთ მტკიცედ და არ მიაქციოთ ყურადღება დაბრკოლებებს. ვინც არ გაჩერდება და საკუთარ ძალებში დარწმუნებულია, სწორედ ის მიიზიდავს ფინანსურ წარმატებას.
სასწორი
მაღალი რისკის მქონე ფინანსური ქმედებებისგან თავი შეიკავეთ. უმჯობესია, ყველაფერი გაანალიზოთ და რამდენიმე ნაბიჯით წინ იფიქროთ.
მორიელი
ქველმოქმედებას ყოველთვის აქვს აზრი, მაგრამ ამ კვირაში — განსაკუთრებით. კეთილი საქმეები მალე ბუმერანგივით დაგიბრუნდებათ ფინანსური სარგებლის სახით.
მშვილდოსანი
მიუხედავად სირთულისა, ამ კვირაში სჯობს ფინანსურ ოპერაციებზე უარი თქვათ — მაღალია შეცდომის დაშვების ალბათობა, რაც ზარალს გამოიწვევს.
თხის რქა
თუ მარტივ საქმეში დიდ ანაზღაურებას გთავაზობენ — ფრთხილად! დიდი ალბათობით, საქმე დამალულ ხაფანგს მოიცავს.
მერწყული
თუ გსურთ, რომ გამოიმუშაოთ, იმოქმედეთ პრინციპით — „ნაკლები ლაპარაკი, მეტი საქმე“. მეგობრებთან გართობის დრო კიდევ გექნებათ.
თევზები
მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა კარგ თანხას მიიღოთ, სჯობს, არ დახარჯოთ ეგრევე. გაიხსენეთ მწყობრიდან გამოსული საოჯახო ტექნიკა — ახლა სწორი დროა, ერთ დიდ შენაძენზე იფიქროთ.