როგორ მიხვდეთ, რომ მეგობარს თქვენი შურს: 6 ნიშანი
გულწრფელად ხარობს მხოლოდ მაშინ, როცა თქვენ გაწუხებთ რაღაც
კრიზისის დროს მხარში გიდგათ, მაგრამ თქვენი წარმატების გაგონებისას ღიმილი თითქოს ფერმკრთალდება. შეიძლება თქვას: „ვნახოთ, რამდენ ხანს გაგრძელდება“ ან „უბრალოდ გაგიმართლა“. მისი რეაქცია - ცივი ტონი, სწრაფად სხვა თემაზე გადასვლა მიანიშნებს შიდა დისბალანსზე.
თქვენი მიღწევების დაკნინება
მაგალითად: „ახალი სამსახური? რა აქვს განსაკუთრებული“ ან „ამ ქვეყანაში რა უნდა იყოს საინტერესო ?“ ხშირად ამას „რეალიზმის“ სახელით ფუთავენ: „კარგია, მაგრამ სტრესი გაიზრდება“ - ეს კი ნიშნავს, რომ ცდილობს თქვენი სიხარული თავისთვის შეუმჩნეველი გახადოს.
სიტყვით მხარს გიჭერთ, მაგრამ საქმით არა
წარმატების აღსანიშნავად დაპატიჟეთ და მიზეზებს პოულობს, რომ არ მოვიდეს. ან საერთოდ სხვებისგან იგებს თქვენს წარმატებაზე. მისი პასიურობა შესაძლოა, შურის ნიშანია, რომელიც სიხარულს ბლოკავს.
მუდმივი შედარებები
„კი მაგრამ ჩემთანაც ასე მოხდა…“, „მე კიდევ…“ - თქვენს მიღწევებს თავისას ადარებს. ნამდვილი მეგობრობა შეჯიბრებას არ ითხოვს. თუ საუბარი სულ „ვინ ჯობია“-ს გარშემო ტრიალებს - დროა დაფიქრდეთ.
ირონიული ხუმრობები თქვენი მისამართით
„ოჰ, ჩვენი ოფისის ვარსკვლავი!“ ან „ქალბატონო იდეალო“ - ასეთი ხუმრობები შესაძლოა ტკბილად ჟღერდეს, მაგრამ შიგნით აქვთ ჩაკრული უკმაყოფილება და დაკნინება.
"იფურჩქნება" მხოლოდ მაშინ, როცა თქვენ ცუდად ხართ
როცა გაქვთ სირთულე, პირველია ვინც გეძახით. მაგრამ როგორც კი სიხარულს აზიარებთ - ქრება. ეს ურთიერთობა დროთა განმავლობაში ხდება იმგვარი, სადაც თქვენი სევდა კომფორტულია მისთვის ბედნიერება კი არასასიამოვნო ფონი.
რატომ უნდა დავაკვირდეთ ამ ნიშნებს?
შური განაჩენი არ არის, მაგრამ თუ ის ტოქსიკური გახდა და მუდმივად იჩენს თავს დაკნინებით, კრიტიკით ან ემოციური დისტანციით - ურთიერთობა იშლება.
რა შეგიძლიათ გააკეთოთ:
ეს ადამიანი ჯერ კიდევ განიჭებთ სიმშვიდეს?
შეამცირეთ გულახდილობა: თუ მეგობარი მტკივნეულად რეაგირებს თქვენს წარმატებაზე, ნუ გაუზიარებთ ყველაფერს.
ისაუბრეთ: სცადეთ მშვიდად უთხრათ: „როცა ასე რეაგირებ ჩემს ამბებზე, მწყინს.
ნამდვილი მეგობრობა ასეთ საუბარს გაუძლებს. და თუ არ გაუძლო - იქნებ დროა იფიქროთ: ეს მეგობრობაა თუ ჩუმი შეჯიბრება?