როგორია კვირის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის
ორშაბათი, 14 ივლისი
დღეს ასტროლოგიური ფონი გვიბიძგებს სწრაფ გადაწყვეტილებებზე, რაც შესაძლოა პრობლემებად გადაიქცეს. სწრაფად მოქმედება ზოგჯერ კარგია, თუმცა გაჩქარებამ შეიძლება შეცდომები მოიტანოს. მოერიდეთ კონფლიქტებს — ზოგიერთ ადამიანთან უმჯობესია საერთოდ არ ჩაებათ საუბარში.
სამშაბათი, 15 ივლისი
დღე შეუფერებელია მნიშვნელოვანი საქმეებისთვის. ემოციური ფონი არამდგრადია, რაც შეიძლება არეულობად გადაიქცეს როგორც აზრებში, ასევე ურთიერთობებში. უმჯობესია მოაწყოთ სიმშვიდის დღე: თავი დაანებეთ დაძაბულობას და გააკეთეთ ის, რაც გსიამოვნებთ.
ოთხშაბათი, 16 ივლისი
თქვენ შინაგანად ვერ შეეგუებით სახლში ჯდომას — მოგიწევთ მოქმედება. დღე იდეალურია მეგობრებთან შეხვედრებისთვის. ნუ გადაიტვირთებით წვრილმანებით და ენასაც ყურადღება მიაქციეთ — რომ არ ინანოთ ნათქვამი.
ხუთშაბათი, 17 ივლისი
დღეს თქვენი ინტუიცია და კრეატიულობა პიკს მიაღწევს. იდეალური დროა სასწავლო, სამეცნიერო ან შემოქმედებითი საქმიანობისთვის. თუმცა ეს შთაგონება შესაძლოა დაიკარგოს პასიურობაში. ამიტომაც თუ გსურთ შედეგი — არ გაჩერდეთ!
პარასკევი, 18 ივლისი
დღე მოწოდებულია წესრიგისკენ. თუ არეული გარემო თქვენი სტილია — დღეს ცოტა გაგიჭირდებათ. შეეცადეთ დაალაგოთ საქმეები, ოთახი ან საკუთარ თავში მოაწესრიგოთ ქაოსი. დროა ჯანმრთელობას, ვარჯიშს ან დიეტასაც მიუბრუნდეთ.
შაბათი, 19 ივლისი
ამბიცია დღის მთავარ თემად იქცევა. ზოგს გაუჩნდება სურვილი თავი დაამტკიცოს, სხვები კი საკუთარ მიზნებზე კონცენტრირდებიან. დღეს მარტივად შეძლებთ სხვების მხარდაჭერის მოპოვებას — ადამიანებს სიამოვნებთ, როცა მათ რჩევას სთხოვენ.
კვირა, 20 ივლისი
დღე იწყება ენერგიის მოზღვავებით! თუ ჯერ ვერ გრძნობთ — დაელოდეთ საღამოს. სამუშაო საკითხებში თამამად იმოქმედეთ, გამოავლინეთ ხასიათი, მაგრამ მოერიდეთ დაჟინებულ პოზიციებს. მოლაპარაკებების დრო არაა — უკეთესია საკუთარი თავზე დაყრდნობით იმოქმედოთ.