დიდი ხნის ნანატრი ზაფხულის შვებულება ახლოვდება და სამოგზაურო ინტერნეტი გაქვს? - rogor.ge

დიდი ხნის ნანატრი ზაფხულის შვებულება ახლოვდება და სამოგზაურო ინტერნეტი გაქვს?

mobineX-ის სამოგზაურო ინტერნეტ პაკეტები

თუ MB-ები ჯერ კიდევ არ გიყიდია, mobineX-ის შეთავაზებებს გადაავლე თვალი და აუცილებლად იპოვი შენზე მორგებულ ინტერნეტ პაკეტს. mobineX ქართველ მომხმარებლებს მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში ყველაზე სწრაფ და იაფ სამოგზაურო ინტერნეტს სთავაზობს. შეგიძლია, შეიძინო ფიზიკური SIM ან eSIM მობილური ინტერნეტი. ხელმისაწვდომია რეგიონული და ლოკალური ინტერნეტ პაკეტები; 3, 7, 14, 15 ან 30-დღიანი პაკეტები, ასევე ულიმიტო ინტერნეტი. იმ ადგილებში, სადაც ხელმისაწვდომია 5G მომსახურება, mobineX-ი უზრუნველყოფს 5G ინტერნეტს.

როგორ ვიპოვო საუკეთესო შეთავაზება

ინტერნეტ პაკეტების კატალოგი მრავალფეროვანია. როგორ უნდა მიხვდე ჩამოთვლილი შეთავაზებებიდან რომელია შენთვის ყველაზე ხელსაყრელი ვარიანტი? რა რაოდენობის MB-ები დაგჭირდება? ხომ არ სჯობს, ულიმიტო პაკეტი გაიაქტიურო? ლოკალური პაკეტის შეძენა სჯობს თუ რეგიონულის? ფიზიკური SIM ბარათი უფრო გამოგადგება თუ ელექტრონული? ამ კითხვებზე პასუხს AI-ზე დაფუძნებული ასისტენტი გაგცემს. ეს არის mobineX-ის ახალი ფუნქციონალი, რომელიც ოპტიმალური ინტერნეტ პაკეტის შერჩევაში დაგეხმარება. შენ უბრალოდ მიუთითებ ქვეყანას ან ქვეყნებს, სადაც მიდიხარ, დღეების რაოდენობას, რა პერიოდითაც აპირებ დარჩენას და მიღებული ინფორმაციის საფუძველზე AI ასისტენტი საუკეთესო ღირებულების პაკეტებს შემოგთავაზებს.

რატომ სჯობს ლოკალურ მობილურ ოპერატორთან თანამშრომლობა

დღესდღეობით ბაზარზე არაერთი პროვაიდერია, რომელიც სამოგზაურო ინტერნეტ პაკეტებს გვთავაზობს. მათ შორის, უცხოური ოპერატორები. ბუნებრივია, ჩნდება კითხვა - რატომ სჯობს ლოკალურ მობილურ ოპერატორთან თანამშრომლობა?

ლოკალურ ოპერატორთან თანამშრომლობას ბევრი პრაქტიკული უპირატესობა ახლავს თან: ტარიფები უფრო ხელმისაწვდომია, რადგან საფასურს ეროვნულ ვალუტაში იხდი, შეთავაზებები სპეციალურად ქართველ აბონენტებზეა მორგებული, ინტერნეტის გააქტიურება სწრაფად და მარტივად ხდება და საჭიროების შემთხვევაში, საინფორმაციო ჯგუფი 24/7-ზე ქართულ ენაზე გაგიწევს დახმარებას. ეს დეტალები საზღვარგარეთ მოგზაურობისას დამატებით სიმშვიდესა და კომფორტს მოგგვრის.

mobineX-ის გამოცდილება ტელეკომ სივრცეში

mobineX პირველი ქართული ვირტუალური მობილური ოპერატორია, რომელიც დიდ ბრიტანეთში 2022 წელს დაფუძნდა. კომპანიის წარმატების უკან დგას პროფესიონალთა გუნდი, რომელსაც ტელეკომუნიკაციების სფეროში 18-წლიანი გამოცდილება აქვს. იდეას წინ უძღოდა inexPHONE - აპლიკაცია, რომელიც ინტერნეტის საშუალებით კონტაქტებთან ზარებისა და შეტყობინებების მიმოცვლის საშუალებას იძლევა. mobineX-ი არის ქართული წარმომავლობის საერთაშორისო ჰოლდინგის წევრი კომპანია. ჰოლდინგი წლების განმავლობაში ოპერირებს მსოფლიოს მასშტაბით ისეთ ინდუსტრიებში, როგორებიცაა საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტი - INTELIEXPRESS, საერთაშორისო ამანათები - Inex Group, ტელეკომუნიკაცია - inexPHONE და ღვინის კომპანია - გიუაანი. დაგროვილი გამოცდილება კომპანიის სტაბილურობასა და უსაფრთხოებას უზრუნველყოფს.

შეჯამება

თუ გსურს, ზაფხულის დასვენების დღეები მშვიდად და უშფოთველად გაატარო, გირჩევთ წინასწარ იზრუნო MB-ების მომარაგებაზე. შეიძინე სამოგზაურო ინტერნეტი და მოიწყვე დაუვიწყარი შვებულება საზღვარგარეთ. მობილური ინტერნეტის საშუალებით შთაბეჭდილებებსა და სიხარულს საყვარელ ადამიანებს გაუზიარებ. ნუ დაკარგავ კავშირს შენიანებთან. იყავი მუდმივად ხაზზე და არ ჩამორჩე მიმდინარე მოვლენებს. ჩვენ კი სასიამოვნო დასვენებას გისურვებთ.

R