როგორ მოვაწყოთ ეზო - საზაფხულო რჩევები - rogor.ge

როგორ მოვაწყოთ ეზო - საზაფხულო რჩევები

მოიფიქრეთ დანიშნულება

ეზოს კომფორტულად და ლამაზად მოსაწყობად, უპირველესად მის ფუნქციურ ზონებად დაყოფაზე იფიქრეთ. გამოყავით დასასვენებელი ადგილი (მაგ: კომფორტული სავარძლებით ან ჰამაკით), მცირე სასადილო კუთხე (მაგიდითა და სკამებით) და მწვანე ზონა მცენარეებისთვის.

გეგმარება მნიშვნელოვანია, თუნდაც ეზო პატარა იყოს - კარგად განაწილებული სივრცე ჰარმონიას ქმნის და ყოველდღიურობისთვის უფრო მიმზიდველს ხდის.

ავეჯის შერჩევა

კომფორტული ავეჯი საზაფხულო ეზოს განუყოფელი ნაწილია. ავეჯის შერჩევის დროს რამდენიმე კრიტერიუმია გასათვალისწინებელი. პირველ რიგში, აუცილებელია მასალის გათვალისწინება.

დასაჯდომების გარდა, თუ სივრცე საშუალებას გაძლევთ, აუცილებლად შეარჩიეთ სასადილო კომპლექტი. ზაფხულში ეზოში წვეულებისთვის, სასადილოდ ან სუფრის გასაშლელად, საუკეთესო გადაწყვეტილებაა გარე სასადილო ავეჯის შეძენა.

ამერიკული ავეჯის სახლი, ეშლი ჰოუმსთორი, გარე ავეჯის მრავალფეროვან არჩევანს გთავაზობთ. აქ შეიძენთ უმაღლესი ხარისხის, გამძლე და დახვეწილ აუთდორის დასაჯდომ ავეჯსა და აუთდორის სასადილო ავეჯს.

მცენარეები

ზაფხულისთვის ეზოს ლამაზად და კომფორტულად მოწყობაში მცენარეები დაგეხმარებიან. შეგიძლიათ შეიძინოთ ქოთნის მცენარეები, ან თავად დარგოთ. შეიძინეთ ლამაზი და ორიგინალური, ბუნებრივი მასალებისგან დამზადებული ქოთნები. გამწვანება სიმყუდროვეს, სიმშვიდესა და ესთეტიკურ სიამოვნებას შემოიტანს, რაც თქვენს ეზოს მეტად სასიამოვნო სივრცედ აქცევს.

შეჯამება

ზაფხულში ეზო სახლის ყველაზე მიმზიდველ და სასურველ სივრცედ იქცევა. სწორედ ამიტომ, დროის სასიამოვნოდ გასატარებლად, ძალიან მნიშვნელოვანია მისი მყუდროდ და დახვეწილად მოწყობა. ამისათვის კი გასათვალისწინებელია, სივრცე სწორად გაანაწილოთ, შეარჩიოთ თქვენთვის სასურველი და კომფორტული გარე ავეჯი და საბოლოოდ, მცენარეებით შეავსოთ.

R