როგორ და რამდენი ხანი ინახება ხორცი და სხვა პროდუქტები საყინულეში - rogor.ge

როგორ და რამდენი ხანი ინახება ხორცი და სხვა პროდუქტები საყინულეში

რამდენ ხანს ინახება ხორცი საყინულეში?

ყველაფერი ხორცის ტიპზეა დამოკიდებული:

  • ღორის ხორცი – მაქსიმუმ 12 თვე
  • ძროხის, ინდაურის ან ქათმის ხორცი – დაახლოებით 9 თვე
  • ფარში – 4 თვემდე
  • მომზადებული (შემწვარი/მოხარშული) ხორცი – არაუმეტეს 3 თვისა

თუ ხორცი საყინულეში უფრო დიდხანს დარჩება, შესაძლოა გამოვლინდეს:

  • ხარისხის გაუარესება – უხვად გაიფანტება ტენი და ხორცი გახდება მშრალი და უხეში
  • ფერის შეცვლა – ხანგრძლივი შენახვისას ხორცი შეიძლება გაშავდეს ან გადაეკრას ნაცრისფერი ფერი
  • სუნის შთანთქმა – ხორცი შეიწოვს საყინულეში არსებულ სხვა პროდუქტების სუნს, რაც გემოს შეცვლის

სხვა პროდუქტების საყინულეში შენახვის ვადები:

  1. ხილი (ციტრუსების გარდა) – 1 წელი
  2. ბოსტნეული – 1 წელი
  3. რძე – 6 თვე
  4. კარაქი – 9 თვე
  5. ციტრუსები – 3 თვე
  6. უცხიმო თევზი – 6 თვე
  7. ცხიმიანი თევზი – 3 თვე
  8. ნაყინი – 2 თვე
  9. კონსერვირებული ზღვის პროდუქტები – 2 თვე
  10. ყველი – 1 თვე