როგორ მოვამზადოთ ჯანსაღი მარწყვის მილკშეიკი - rogor.ge

როგორ მოვამზადოთ ჯანსაღი მარწყვის მილკშეიკი

აიღეთ ¾ ჭიქა დაჭრილი მარწყვი, დაუმატეთ 1 ს/კ შაქარი და აურიეთ. დააყოვნეთ, რომ მარწყვმა საკუთარი წვენი გამოუშვას.

დარჩენილი 2 ჭიქა მარწყვი ჩაყარეთ ქვაბში, დაუმატეთ 3 ს/კ შაქარი და დიდი ლიმონის (ან ლაიმის) წვენი.

მიიყვანეთ ადუღებამდე, შემდეგ დაუწიეთ და დაახლოებით 10 წუთი ხარშეთ, სანამ მარწყვი კარგად დაიშლება და სიროფივით არ გახდება.

marwyvi-1750334710.jpg

ხშირად ურიეთ.

მზა სიროფი გააგრილეთ მაცივარში, სანამ კარგად არ გაცივდება.

მინის ჭიქაში ჩაასხით 2-3 ს/კ სიროფი, დაუმატეთ ¾ ჭიქა მცენარეული რძე (მაგალითად, უშაქრო სოიოს რძე), ყინული და ზემოდან 1 ს/კ შაქრიანი მარწყვი.

აურიეთ და დააგემოვნეთ!

befunky-collage-1-1750334801.jpg

სურვილის მიხედვით შეგიძლიათ დაამატოთ მეტი სიროფი ან მარწყვი.