როგორ მოვიქცეთ პოლიციელთან
დასაწყისისათვის პოლიციელს მოსთხოვეთ გიჩვენოთ ძალოვანი სტრუქტურის თანამშრომლობის დამადასტურებელი საბუთი. იყავით ძალიან თავაზიანი, უკიდურეს შემთხვევაში თქვით, რომ ერიდებით თაღლითებს და ამ მიზეზით ინიშნავთ თანამშრომლის მონაცემებს. ამავდროულად ამოიღეთ ბლოკნოტი, საწერკალამი და ჩაინიშნეთ: წოდება, სახელი–გვარი–მამისსახელი, მოწმობის სერია და ნომერი... ძალიან ხშირად პოლიციელები ფრთხებიან და მხოლოდ გამარჯობა–ნახვამდის თქმით შემოიფარგლებიან.
იმ შემთხვევაში, თუ თქვენ მაინც გეპატიჟებიან პოლიციის განყოფილებაში, დაემორჩილეთ! თუ გთხოვენ საბუთის წარდგენას, წარადგინეთ! არც იფიქროთ, რომ თქვათ: "არ წამოვალ განყოფილებაში", "არ წარმოვადგენ პასპორტს(მოწმობას)", და ა.შ. განსაკუთრებით მოწმეების თანდასწრებით. თქვენი მოქმედებები შეიძლება და იქნება მიღებული, როგორც "პოლიციისადმი დაუმორჩილებლობა" და თქვენი დაკავება შესაძლებელი გახდება 15 დღემდე ვადით.