როგორ დავრეკოთ დაფარული ნომრით
სილქნეტი/ჯეოსელი
სერვისის დღიური ტარიფი - 0.05₾
ნომრის დაფარვის ორი მეთოდი არსებობს, მუდმივი და ერჯერადად კოდით
მუდმივი:
- გააქტიურება *106*2*1 # OK. (ნომრის გამოსაჩენად ადრესატის ნომრის წინ აკრიფე *31#)
ერთჯერადად, კოდით:
- გააქტიურება *106*2*2 # OK. (ნომრის დასაფარად ადრესატის ნომრის წინ აკრიფე #31#)
განახლების პირობები:
აქტიური განახლებადი პაკეტის გათიშვის შემთხვევაში აბონენტებს უნარჩუნდებათ პაკეტის პირობა მისი ვადის ფარგლებში.თუ პაკეტის განახლების დროს ნომერი ჩართულია ორმხრივად და ანგარიშზე ფიქსირდება საკმარისი თანხა, პაკეტი ავტომატურად განახლდება. ხოლო ცალმხრივად/ორმხრივად გათიშული ნომრის ან არასაკმარისი თანხის შემთხვევაში, პაკეტი შეჩერდება (დაპაუზდება). არასაკმარისი თანხის გამო შეჩერებული პაკეტი ავტომატურად გაუქმდება დაპაუზებიდან 180 დღეში.
გაითვალისწინე, თუ ადრესატს ჩართული აქვს დაფარული ნომრის ამომცნობი სერვისი, ის შეძლებს შენი ნომრის იდენტიფიცირებას. ასევე, თუ ზარს უპასუხა, შენი ნომერი გამოჩნდება მის დეტალურ ამონაწერში
მაგთი
დაფარეთ ან გამოაჩინეთ თქვენი ნომერი ადრესატთან დარეკვისას.
სერვისის ჩართვის ერთჯერადი ღირებულება: 5დღიური სააბონენტო: 5 თეთრი
ნომრის დასაფარად უნდა გაიაქტიუროთ სერვისი 443 25 47-ზე დარეკვით, ან - აპლიკაციით MyMagti
სერვისის გაუქმება: 443 7452.
ნომრის ერთჯერადად დაფარვა
- ნომრის ერთჯერადად (კონკრეტული ზარის) დასაფარად, დარეკვისას გამოიყენეთ შემდეგი ფორმატი: #31#აბონენტის 9-ნიშნა ნომერი.გაითვალისწინეთ, რომ სტანდარტული წესით დარეკვისას ადრესატთან თქვენი ნომერი გამოჩნდება (არ დაიფარება).
ნომრის მუდმივად დაფარვა
- ნომრის მუდმივი დაფარვა, კონკრეტულ ადრესატთან დარეკვისას ნომრის ერთჯერადად გამოჩენის შესაძლებლობით, აქტიურდება ტელეფონის პარამეტრებიდან, ან ცხელი ხაზის საშუალებით: 032217000 | 110011 (მაგთიკომის აბონენტებისთვის ზარი უფასოა);
- თუ ჩართული გაქვთ ნომრის მუდმივი დაფარვა და კონკრეტული ზარისას გსურთ თქვენი ნომრის გამოჩენა ადრესატთან, აკრიფეთ: *31# აბონენტის 9-ნიშნა ნომერი;
- თუ გსურთ ნომრის სრული დაფარვის გააქტიურება, რომლის მერეც ვეღარ შეძლებთ კონკრეტული ზარისას ნომრის გამოჩენას, დაგვიკავშირდით ცხელ ხაზზე: 032217000 | 110011 (ზარი მაგთიკომის აბონენტებისთვის უფასოა).
დამატებითი ინფორმაცია.
გაითვალისწინეთ, თუ ადრესატს ჩართული აქვს ნომრის ამოცნობის სერვისი, მოხდება თქვენი ნომრის იდენტიფიცირება. ასევე, თქვენი ნომერი გამოჩნდება ადრესატის დეტალურ ამონაწერში.თუ სარგებლობთ SMS-მდივნის მომსახურებით, გაითვალისწინეთ, რომ გამოტოვებული ზარის შემთხვევაში თქვენი ნომერი არ გამოჩნდება, თუ ადრესატს არ აქვს ჩართული ნომრის ამოცნობის სერვისი;სერვისით ვერ ისარგებლებთ ნულოვანი ან მინუს ბალანსის შემთხვევაში, რადგანაც ამ დროს არ ხდება სერვისის სააბონენტოს ჩამოჭრა.