როგორია 2 ყველაზე გავრცელებული შეცდომა ვარჯიშის დროს, რომელიც ტკივილს იწვევს - rogor.ge

როგორია 2 ყველაზე გავრცელებული შეცდომა ვარჯიშის დროს, რომელიც ტკივილს იწვევს

რა შეცდომები იწვევს ტკივილს ვარჯიშისას?

ორთოპედი ჯეიმს გლადსტონი განმარტავს ორ ძირითად შეცდომას, რასაც ვარჯიშისას ბევრი ადამიანი უშვებს.

"ზოგიერთ ადამიანს ფიზიკური ფორმა მართლაც კარგი აქვს და ისინი უბრალოდ მეტს ითხოვენ საკუთარი თავისგან. ამიტომაც ვარჯიშობენ კვირაში ოთხ-ხუთჯერ და ცდილობენ თავის მაქსიმუმს მიაღწიონ," — ამბობს ექიმი.

⚠️ შეცდომა №1: დატვირთვის ძალიან სწრაფად გაზრდა

გლადსტონის თქმით, ბევრი ადამიანი ძალიან სწრაფად აძლიერებს დატვირთვას, რაც იწვევს მყესების ანთებას, მხრის ტკივილს, იდაყვის ტრავმებს და IT ბენდის სინდრომს — ტკივილს ბარძაყისა და მუხლის არეში გადაჭარბებული დატვირთვის გამო.

"თუ მთელი კვირის განმავლობაში არაფერს აკეთებ და მერე მიდიხარ ოთხი საათის განმავლობაში ჩოგბურთის სათამაშოდ, შენ დიდი შანსით მიიღებ ზურგის ტრავმას, კვადრიცეპსის ან წვივის კუნთის გაჭიმვას, ან მხრის დაზიანებას," — ამბობს სპეციალისტი.

💡 რას გვირჩევს?

"იოგა და პილატესი შესანიშნავი ვარჯიშებია, რადგან ყველა ფიზიკური დონის ადამიანისთვისაა შესაფერისი და ნამდვილად სარგებელს მოგიტანთ", — ამატებს გლადსტონი.

⚠️ შეცდომა №2: გავიწყდებათ გაწელვა (სტრეჩინგი)

გაწელვა სხეულისთვის უმნიშვნელოვანესია.რაც უფრო ასაკოვანი ხდებით, მით უფრო მტკიცდება მყესები და მცირდება სხეულის მოქნილობა.

"გაჭიმვის რეგულარული ვარჯიშები ნამდვილად სასარგებლოა — ისინი გიცავთ ტკივილისგან და ტრავმისგან," — ამბობს ექიმი.