როგორია 6 ახალი სერიალი ნებისმიერი განწყობისთვის: დრამა, ექშენი და ცოტა იუმორიც - rogor.ge

როგორია 6 ახალი სერიალი ნებისმიერი განწყობისთვის: დრამა, ექშენი და ცოტა იუმორიც

საუკეთესო და/The Better Sister

ორი და, რომელთაც სრულიად განსხვავებული ცხოვრება აქვთ, მოულოდნელად ისევ ერთიანდებიან მას შემდეგ, რაც ერთ-ერთის ქმარი იდუმალ ვითარებაში კვდება. წარსულის საიდუმლოებებს ამოხსნასთან ერთად, ისინი ცდილობენ ურთიერთობა თავიდან ააწყონ.

მოტორჰედები/Motorheads

მშობლიური ქალაქის დაბრუნების შემდეგ, კეტლინი და ზაკი ცდილობენ ყოველდღიურობას გაუმკლავდნენ, თუმცა ბავშვობაში დაკარგული მრბოლელი მამის აჩრდილი კვლავ თან სდევთ. მათთან ერთად სხვა აუტსაიდერები ერთიანდებიან, რათა ლეგენდარული მანქანა აღადგინონ და რბოლაში მიიღონ მონაწილეობა.

მოზარდები/Adults

კომედიური სერიალი 20+ ასაკის ნიუ-იორკელებზე, რომლებიც ცდილობენ „კარგი ადამიანები“ იყვნენ. აქვთ სამსახური და პასუხისმგებლობები, მაგრამ არ იციან, როგორ იცხოვრონ. შედეგი? უამრავი კომიკური სიტუაცია.

ფსონი/Bet

ელიტურ სკოლაში, სადაც აზარტული თამაშები სოციალურ იერარქიას ქმნის, უცნაური ახალი მოსწავლე გამოჩნდება. მისი წარსული ბნელი და საიდუმლოებით მოცულია. ის თამაშში ჩაერთვება არა გართობისთვის, არამედ შურისძიებისთვის — და უდანაშაულო ფსონი გადაიქცევა სახიფათო ბრძოლად.

საიდუმლოებები, რომლებსაც ვინახავთ/Secrets We Keep

როცა მდიდრულ უბანში ახალგაზრდა ქალი უგზო-უკვლოდ ქრება, მეზობლად მცხოვრები ქალი საკუთარ გამოძიებას იწყებს — მაგრამ ის ბევრად მეტს აღმოაჩენს, ვიდრე ელოდა.

მობლენდი/MobLand

კრიმინალური დრამა ორ დაპირისპირებულ ოჯახზე, რომლებიც სასიკვდილო დაპირისპირებაში ებმებიან. გამარჯვებული მიიღებს ყველაფერს — ძალაუფლებას, ფულს და გავლენას.