როგორ მოვაშოროთ ბუზები ბინიდან: 6 ეფექტური მეთოდი, რომელიც ნამდვილად მუშაობს - rogor.ge

როგორ მოვაშოროთ ბუზები ბინიდან: 6 ეფექტური მეთოდი, რომელიც ნამდვილად მუშაობს

🍊 ფორთოხლის კანი და მიხაკი

ფორთოხლის ცედრა და ხმელი მიხაკი ერთ-ერთი ყველაზე ნაცადი მეთოდია ბუზების წინააღმდეგ. უბრალოდ დადეთ ფორთოხლის კანში ჩარჭობილი რამდენიმე მიხაკი ფანჯარასთან, კართან ან სხვა ადგილებში, სადაც ბუზები ხშირად ჩნდებიან.

ეს კომბინაცია მათთვის მიუღებელი სუნია, თქვენთვის კი — ბუნებრივი და სასიამოვნო არომატი.

🍋 ლიმონი + მიხაკი

buzebi-1748945540.jpg

გაჭერით ლიმონი ორად და ჩაარჭვეთ თითო ნაწილში 5-7 ცალი მიხაკი. განათავსეთ ეს ნატურალური "დამაფრთხობელი" ფანჯრის რაფებზე, კარის ახლოს ან სასადილო მაგიდასთან.

ლიმონის სიმჟავე და მიხაკის სუნი ერთად ბუზებისთვის აუტანელია — ისინი სახლს თავისით გაერიდებიან.

🌿 ეთერზეთები

ლემონგრასის, პიტნისა და ევკალიპტის ზეთები ცნობილია როგორც ბუნებრივი ბუზების დასაფრთხობი საშუალება. დაასველეთ ბამბა ან ხელსახოცი ამ ზეთებით და დადეთ იმ ადგილებში, სადაც ბუზები გროვდებიან.

ასევე, რამდენიმე წვეთი შეგიძლიათ დაამატოთ იატაკის საწმენდ წყალში — ბუზები ასეთ სუნს გვერდს აუვლიან.

🧴 ძმრის მახე

აიღეთ პატარა ქილა, ჩაასხით შიგნით ვაშლის ძმარი და გადააფარეთ საკვები ცელოფანი, სადაც პატარა ხვრელები გაქვთ გაკეთებული.

ძმრის სუნი იზიდავს ბუზებს, მაგრამ უკან გამოსვლა მათ ვეღარ შეეძლებათ. ეს მეთოდი განსაკუთრებით ეფექტურია სამზარეულოსა და აგარაკებზე.

დამაფრთხობელი მცენარეები

ლავანდა, პიტნა, ბაზილიკი და კატნის ბალახი (კატოვნიკი) — ამ მცენარეებს არამხოლოდ დეკორატიული, არამედ პრაქტიკული ფუნქციაც აქვთ. ისინი აშკარად არ მოსწონთ ბუზებს.

გამოიყენეთ ქოთნებში ფანჯრის რაფებზე, აივანზე ან სახლის შესასვლელთან. ისინი იმუშავებენ როგორც ბუნებრივი "ფუმიგატორი" — მშვიდად, ლამაზად და უხიფათოდ.

🧼 სისუფთავე — მთავარი პრევენცია

ბუზებს განსაკუთრებით იზიდავთ საკვების ნარჩენები, ნამტვრევები და ნაგავი.რეგულარული დასუფთავება, ნაგვის დროული გატანა და ჭურჭლის გარეცხვა — მთავარი იარაღებია ბუზების წინააღმდეგ ბრძოლაში.არ დატოვოთ ღია საკვები და ყურადღება მიაქციეთ სამზარეულოს სისუფთავეს — ბუზებს აღარ ექნებათ მიზეზი თქვენს სახლში დაბრუნებისთვის.

როგორ მოვიგერიოთ ბუზები მწვადის შეწვის დროს