როგორ გადავიაროთ სწორედ "მწოლიარე პოლიციელზე" - rogor.ge

როგორ გადავიაროთ სწორედ "მწოლიარე პოლიციელზე"

 

ამ პრობლემისგან თავის არიდების მიზნით, პირველ რიგში, წინასწარ დაიწყეთ სიჩქარის დაკლება და მაშინ, როცა უკვე დაბრკოლებამდე რამდენიმე მეტრში იქნებით, აუშვით ფეხი მუხრუჭისა და გაზის პედლებს. თუ ამ მოქმედებისათვის თქვენს უკან მყოფი მძღოლი სიგნალს მოგცემთ, რათა აჩქარდეთ არ შეიმჩნიოთ, რადგან შექმნილ სიტუაციაში თქვენ სხვებზე ბევრად ჭკვიანი და მოხეხებული აღმოჩნდებით, თან თქვენი "მეტალის მეგობარი" დიდ მადლობას გადაგიხდით.

 

მძღოლების დიდი რაოდენობა უპირატესობას ანიჭებს ამ დაბრკოლების გადალახვას დახრილი კუთხით, რის შედეგადაც "პადვესკა" არ განიცდის დიდ დატვირთვას, მხოლოდ მცირე ბიძგს თითოეულ ბორბალზე თანმიმდევრობით. თუმცა, მოცემული მანევრის შესრულება უსაფრთხოა მხოლოდ დაუსახლებელ ტერიტორიაზე.

 

და ბოლოს, გახსოვდეთ, რომ "მწოლიარე პოლიციელმა" არ უნდა მიიქციოს მთელი თქვენი ყურადღება. წინააღმდეგობის გადალახვისას თქვენ კვლავ გზაზე უნდა იყოთ კონცენტრირებული. შეეცადეთ დაინახოთ დაბრკოლება წინასწარ და უკვე გონებაში დარჩენილი მანძილის დაახლოებით გამოთვლა, დაიწყეთ დამუხრუჭება, ოღონდ მხოლოდ რბილად... და უკვე ცოტა ხნის შემდეგ "მწოლიარე პოლიციელზე" გადასვლა თქვენთვის ავტომატურ მოქმედბად იქცევა.