როგორ შევადგინოთ აზომვითი ნახაზები სწორად? - rogor.ge

როგორ შევადგინოთ აზომვითი ნახაზები სწორად?

აზომვითი ნახაზის ტიპები:

  • მიწის ნაკვეთის აზომვითი (საკადასტრო) ნახაზი

მიწის ნაკვეთის აზომვითი ნახაზი ადგენს უძრავი ქონების ზუსტ საზღვრებს, ფართობს და ასევე საკადასტრო მონაცემებს. თუ მიწის რეგისტრაციას გეგმავთ, აღნიშნული დოკუმენტი აუცილებლად დაგჭირდებათ. აღსანიშნავია, რომ საქართველოს რეგიონებში დაიწყო მიწის სისტემური რეგისტრაცია, რომლის ფარგლებშიც ნაკვეთის აზომვით ნახაზს უფასოდ მოგიმზადებენ. რეფორმა მასშტაბურია და ქვეყნის 59 მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს (დამატებითი დეტალების შესახებ მიმართეთ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს).

  • ნაკვეთის დაკვალვა

იმ შემთხვევაში, თუ მიწის ნაკვეთის საზღვრები ზუსტად არ არის დადგენილი, პროფესიონალების მხრიდან მისი დაკვალვა უნდა მოხდეს. ამ გზით ცდომილების გარეშე განისაზღვრება ნაკვეთის ზუსტი ფართობი.

მიწის ნაკვეთის ზოგადი გაზომვით კი დადგინდება როგორც ზუსტი საზღვრები, ისე ნაკვეთის ფართობი და სხვა ყველა მონაცემი, რაც მისი რეგისტრაციისა თუ გაყოფისთვის დაგჭირდებათ.

  • შიდა აზომვითი ნახაზი

შიდა აზომვითი ნახაზი დაგვჭირდება ბინის ფართობისა და ოთახების განლაგებისა და მდებარეობის ზუსტად დასადგენად. იგივე სახის დოკუმენტი შეიძლება დაგვჭირდეს კომერციული ფართის, სხვენისა თუ სხვა შიდა ობიექტის რეგისტრაციის, რემონტის, პროექტირებისა თუ გადაფორმების დროს.

chatgpt-image-may-13-2025-01-54-21-pm-1747203700.png

აზომვითი ნახაზის მომზადება შეიძლება დაგჭირდეთ:

  • მიწის ან შენობის გამიჯვნისას, თუ ობიექტის ორ ან რამდენიმე ნაწილად დაყოფა გსურთ;
  • თუ რამდენიმე ადამიანთან ერთად მემკვიდრეობით მიიღეთ მიწის ნაკვეთი და მისი დაყოფა გახდა საჭირო;
  • თუ გსურთ მიწის ნაკვეთის ნაწილის გაყიდვა;
  • შენობის გაყოფა (მაგალითად, ერთი დიდი ფართის რამდენიმე ბინად გადაკეთება),
  • მშენებლობის დაწყება, რისთვისაც პროექტის ნახაზი უნდა წარადგინოთ;
  • უკანონო შენობა-ნაგებობის, ავტოფარეხის, სარდაფისა თუ სხვა დამხმარე ფართის რეგისტრაცია);
  • კორპუსის წითელი ხაზების დადგენა-ცვლილება.

ნებისმიერი ტიპის აზომვითი ნახაზის მომზადებას სჭირდება სპეციფიკური ცოდნა და ხელსაწყოები, რისთვის აუცილებელია, პროფესიონალთან ვითანამშრომლოთ.

გასათვალისწინებელია, რომ დღეს აღნიშნული დოკუმენტის მომზადებისას მომხმარებელი უფრო დაცულია, რადგან 2024 წლის 1-ლი სექტემბრიდან აგეგმვითი/აზომვითი ნახაზის შემსრულებელი პირისთვის სერტიფიცირება გახდა სავალდებულო. სერტიფიცირებული სპეციალისტების მოძიება უკვე შესაძლებელია სხვადასხვა სანდო პლატფორმაზე, რომელიც დოკუმენტის მოსამზადებლად მომსახურების სრულ პაკეტს გვთავაზობს. გაეცანით სერვისს და გაიგეთ მეტი აზომვითი ნახაზების შესახებ.

სპეციალისტი დაგაკვალიანებთ იმ დოკუმენტაციასთან დაკავშირებითაც, რომელიც აზომვითი ნახაზის მომზადების შემდეგ მისი საჯარო რეესტრში წარდგენისას და სასურველი საქმის წარმოების დასაწყებად დაგჭირდებათ.

აღნიშნული დოკუმენტებია:

  • მესაკუთრის პირადობის მოწმობა;
  • საკადასტრო ნახაზი (დოკუმენტი, რომელიც მიწის ნაკვეთის ზუსტ საზღვრებს აჩვენებს);
  • თანამესაკუთრეების თანხმობა - იმ შემთხვევაში, თუ უძრავი ქონება თანასაკუთრებაშია, დაგჭირდებათ ყველა მათგანის პირადობის მოწმობა და მათი თანხმობა იუსტიციის სახლში;
  • ოფიციალური განცხადება იუსტიციის სახლში, რომლითაც მოითხოვთ უძრავი ქონების გამიჯვნას, გაყოფას თუ დაკანონებას;
  • დამატებითი დოკუმენტები სხვადასხვა შემთხვევის მიხედვით.

ჩამოთვლილი დოკუმენტაციის მომზადება და წარდგენა მოითხოვს დროსა და ძალისხმევას, რომელიც შეიძლება ფუჭად გავწიოთ, თუ ნახაზი არასწორად არის მომზადებული. სწორედ ამიტომ არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი სანდო სპეციალისტის მოძიება, რომელიც უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმის წარმოების დაწყებამდე ზუსტ აზომვით ნახაზს მოამზადებს და ნებისმიერი ხარვეზი გამოირიცხება. პროფესიონალის მოძიება კი მარტივად არის შესაძლებელი ისეთ მასშტაბურ პლატფორმაზე, როგორიც Serwish.ge-ა.