რატომ არ სცემენ უფროსი ასაკის შვილები პატივს მშობლებს: როგორია 5 მთავარი მიზეზი - rogor.ge

რატომ არ სცემენ უფროსი ასაკის შვილები პატივს მშობლებს: როგორია 5 მთავარი მიზეზი

პირადი საზღვრების უპატივცემულობა

როდესაც მშობლები არ ცნობენ ბავშვის პირად სივრცეს, ყველაფერში ერევიან და დაუსრულებლად ეკითხებიან დეტალებს — ეს შვილის შორს დადგომას იწვევს. უფროსი შვილი, რომელიც ბავშვობაში მუდმივად აკონტროლებდნენ, აღარ ენდობა მშობელს და ცდილობს მაქსიმალურად დააშოროს მათ თავისი პირადი ცხოვრება.

მოსმენა — მაგრამ არ გაგება

ზოგჯერ მშობლებს ჰგონიათ, რომ უსმენენ შვილს, მაგრამ რეალურად არ აქცევენ ყურადღებას მის გრძნობებსა და აზრებს. თუ ბავშვს არ ჰქონდა შესაძლებლობა გამოეთქვა თავის სათქმელი, ის იკეტება საკუთარ თავში. ზრდასრულ ასაკში კი ასეთი ადამიანი ან ვერ აფასებს საკუთარ სურვილებს, ან ვერ იღებს მხარდაჭერას მშობლებისგან.

ბავშვის ცხოვრებაზე კონტროლის შენარჩუნება

ზრდასრულ შვილებზე კონტროლის შენარჩუნება მშობლებისთვის რთულია, მაგრამ აუცილებელია, რომ სულიერი კავშირი დიქტატის გზით არ შენარჩუნდეს. როცა მშობელი მხოლოდ მაშინ ეხმარება შვილს, როცა თვითონ მიიჩნევს საჭიროდ — ეს მხარდაჭერის ნაცვლად, ჩარევად აღიქმება. სჯობს დალოდება, სანამ შვილი თვითონ ითხოვს დახმარებას.

როგორ დავეხმაროთ მოზარდს, სიკვდილის შიშის დაძლევაში

ბრალეულობის გრძნობის აკიდება

როდესაც მშობელი შვილს უსამართლოდ ადანაშაულებს, მაგალითად, რომ ის დაუნახავია, ან არასდროს აფასებს მშობლის შრომას — ეს ტკივილს ტოვებს. ბრალის გრძნობა ზრდასრულ ასაკშიც გრძელდება და ხშირად იწვევს ურთიერთობებში სირთულეებს.

არ უნდათ ბოდიშის მოხდა

თუ მშობელი არ ცნობს თავის შეცდომებს და არასდროს ამბობს „მაპატიე“, ეს შვილის თვითშეფასებაზე მოქმედებს. ბავშვი შეიძლება გაიზარდოს გრძნობით, რომ არასდროს არის საკმარისად კარგი, რაც შემდგომში თავდაჯერებულობის ნაკლებობას და უარყოფით შინაგან დიალოგს გამოიწვევს.

როგორ მივხვდეთ, რომ მოზარდს სუიციდური ფიქრები აწუხებს, რა შეიძლება იყოს ამის მიზეზი და როგორ დავეხმაროთ