როგორ ავხსნათ სიზმარი ანბანის მიხედვით - rogor.ge

სიზმრის ახსნა ანბანის მიხედვით - ნაწილი 2 (რ-დან ჰ-მდე)

რადიო - ჭორი.

რაიმეს აშენება-კარგი მშობიარობაა.

რაიმეს გაზომვა-სასიხარულო ცხოვრებაა.

რაიმეს შეწვა-საქმის შეცვლაა.

რაიმეს ჩუქება-უსიამოვნება.

რაინდი-ღალატი და შურიანობაა.

რაკეტა-ცრუ ცნობებია.

რაში-გამარჯვება და იღბლიანობის ნიშანია.

რეკვა-სასიხარულო ცნობაა.

რესტორანი (ხალხიანი) ავადმყოფობა და სულიერი სევდაა.

რეცხვა (თეთრეულის) ღალატი, პირად ცხოვრებაში დანაკარგი.

რეჰანის კრეფა-კარგია და სიხარული შეგემატება.

რისხვა-მშვიდობა, მეგობრობა, ერთგულება.

რკინიგზა-სასარგებლო მოგზაურობაა.

რკინის ნახვა ან ყიდვა-დიდი მწუხარება არის.

რკინით ცემა მწუხარება და ჭირია.

რკინის ნახვა ან ყიდვა ცუდია, მწუხარებას მოასწავებს.

რკინის ხელსაწყოები-საქმეში ხელი მოგემართოს, მიზანს მიაღწიო.

რკო-ჯანმრთელობა, სიმდიდრე, ღირსებაა.

როზგი-წყენას, შეურაცხყოფას, სევდას მოასწავებს.

რუკა ნახო-უცხო ქვეყანაში ბედნიერად იმოგზაურო.

რქები გქონდეს სიზმარში-ნიშანია უშიშრობის. რქები (გედგას ღალატია,სხვაზე სასიყვარულო ინტრიგაა. რქიანი ნადირების ნახვა-საკვირველების ნიშანია. რქიანი ნადირის ნახვა-საკვირველების ნიშანია.

რძე (მოწველო) კარგი ჯანი,მოგება და კეთილდღეობა მოგეცეს. რძის ყიდვა, ან დალევა კარგია და ჯანმრთელობაა. რწყილი ( ნახო) ფულია, დაიჭირო უსიამოვნება.

საათი - სიზმარში საათის ნახვა ბირჟაზე წარმატებულ თამაშს მოასწავებს. თუ ხშირად უყურებთ საათს დროის გასაგებად, თქვენი მოწინააღმდეგენი ყველანაირად შეეცდებიან ხელი შეგიშალონ ყველა წამოწყებაში. გატეხილი საათი უბედურების ნიშანია; გატეხილ შუშიანი საათი იმას მოასწავებს, რომ, შესაძლოა, თქვენთვის უსიამოვნო საზოგადოებაში მოხვდეთ, სადაც ძალზე ქარაფშუტულად მოიქცევით. თუ ქალმა სიზმარში საათი დაკარგა, ცხადში ოჯახური პრობლემები ცხოვრებას გაუმწარებენ.

თუ სიზმარში საათი მოგპარეს, ცხადში ვიღაც შეეცდება თქვენი კეთილი სახელის შებღალვას. თუ თავად ჩუქნით ვინმეს საათს, პირად უსიამოვნებებს უნდა ელოდეთ. თუ საათის რეკვის ხმა გესმით, უსიამოვნო ახალ ამბავს გაიგებთ.

სადილი - თუ სიზმარში მარტო სადილობთ–უნდა გადახედოთ ცხოვრებისეულ პოზიციებს. თუ გოგონა სადილობს შეყვარებულთან ერთად–სიზმარი უქადის ჩხუბსა და ურთიერთბის გაწყვეტას; მაგრამ თუ სადილი სასიამოვნოდ ჩაივლის, ურთიერთობა პირიქით, კარგად წარიმართება; თუ მიიღეთ მიწვევა სადილზე, ისიამოვნებთ თქვენდამი კეთილგანწყობილი ადამიანების სტუმართმოყვარეობით.

სათვალეები - სათვალეები უსიამოვნო ცვლილებებს მოასწავებენ; მლიქვნელები შეეცდებიან თქვენი ნდობის ბოროტად გამოყენებას. გატეხილი სათვალეები–საყვარელ ადამიანთან დაშორება გიბიძგებთ აკრძალული სიამოვნებისაკენ; დამცავი სათვალეები–ე.ი. თქვენ გვერდით იმყოფებიან გავლენიანი, მაგრამ ცუდი რეპუტაციის ადამიანები. თუ გოგონას ესიზმრება ასეთი სიზმარი–ცრურწმენები მას სწორი გზიდან ააცდენენ; თუ ცხვირზე ჩამოვარდნილი სათვალეები გესიზმრათ–ჩხუბი ან ურთიერთობის გაწყვეტა გარდაუვალია.

საიდუმლოება - თუ სიზმარში ზოგიერთმა საიდუმლო მოვლენამ დაბნეულობაში ჩაგაგდოთ, ცხადში თქვენთვის უცხო ხალხი თხოვნით შეგაწუხებენ. ეს სიზმარი გაფრთხილებთ, რომ არ უგულებელყოთ მოვალეობანი და არ იყოთ გულგრილი გარშემომყოფთათვის. არ გამოირიცხება საწყენი გართულებები საქმეში. თუ სიზმარში რატომღაც დაინტერესდით სამყაროს შექმნის საიდუმლოებით, მაშინ თქვენს ცხოვრებაში ისეთი ცვლილებები მოხდება, რომლებიც თქვენს სულიერ ზრდას შეუწყობენ ხელს..

სალათა - თუ გესიზმრათ, რომ სალათას მიირთმევთ, ეს ახლობლის ავადმყოფობას ნიშნავს. ზოგჯერ ეს სიზმარი ჩხუბსაც მოასწავებს. ხორცის სალათა იმაზე მიანიშნებს, რომ თქვენი ზედმეტი მომთხოვნელობა საკუთარი თავის მიმართ ნერვიულ დაძაბულობამდე მიგიყვანთ. თუ გოგონას დაესიზმრა, რომ სალათას ამზადებს, ცხადში შეყვარებულისაგან იმედგაცრუება ელის და იგი უინტერესო და ცარიელი ადამიანი აღმოჩნდება.

სალამური, ფლეიტა - თუ სიზმარში იგებთ სალამურის ხმას–თქვენი მეგობარი მალე დაბრუნდება შორიდან. ქალს ასეთი სიზმარი ჰპირდება ძლიერ სიყვარულს, რადგან მის შეყვარებულს ექნება მომნუსხველი მანერები.

სამალავი, თავშესაფარი - სიზმარში სამალავის აშენება–თქვენ ეცდებით თავი დაიცვათ მტრების ბოროტი ხრიკებისაგან. სიზმარში თავშესაფრის ძებნა–გრძნობთ რა საკუთარ დანაშაულს, ცდილობთ თავი საკუთარ თავთან მაინც გაიმართლოთ.

სამართლიანობა - თუ სიზმარში სამართლიანობას ითხოვთ, ცხადში თქვენი კეთილი სახელის დაცვა მოგიწევთ. თუ სამართლიანობას თქვენგან ითხოვენ, თქვენი ქცევა განსჯის საგანი გახდება, რის გამოც ძალზე გაგიჭირდებათ, ან, შესაძლოა, ვერც მოახერხოთ თქვენი სიმართლის დამტკიცება.

სამაჯური - თუ სიზმარში თქვენ ტკბებით თქვენს ხელზე მეგობრის ნაჩუქარი სამაჯურის ყურებით–გელით ნაადრევი ბედნიერი ქორწინება. თუ ახალგაზრდა ქალი კარგავს სამაჯურს, ელის ნაირგვარი უსიამოვნებანი. სიზმარში სამაჯურის პოვნა–გამდიდრებაა.

სამზარეულო - სამზარეულოს ნახვა ნიშნავს კრიტიკულ სიტუაციას, რომელიც მიგიყვანთ მსუბუქ დეპრესიამდე. თუ ქალი ხედავს, რომ მისი სამზარეულო ბრწყინავს სისუფთავისა და წესრიგისაგან, ე.ი. ის სიყვარულში წარმმართველი იქნება.

სამკაულები - თუ სიზმარში თქვენ სამკაულებს იკეთებთ, ცხადში ზედმეტად აზვიადებთ თქვენს ღირსებებს. თუ გჩუქნიან სამკაულებს, გელით იღბალი საქმეში. თქვენ მიერ ვინმესთვის ნაჩუქარი სამკაული მიგანიშნებთ, რომ ცხოვრებაში ხშირად ფულს უაზროდ ხარჯავთ.

სამკაულის დაკარგვა გაფრთხილებთ, რომ თქვენ დაკარგავთ საყვარელ ადამიანს ან ხელიდან გაუშვებთ ბედნიერ შემთხვევას, რომელიც ბედმა გარგუნათ.

სამოთხე - თუ თქვენი თავი სამოთხეში ნახეთ–კარგი ნიშანია. თუ სიზმარი დედამ ნახა, შეუძლია თავისი შვილების გამო მშვიდად შეიძლება იყოს. თუ თქვენ შეყვარებული ხართ–ასეთი სიზმრის შემთხვევაში თქვენს ურთიერთობას ცუდი არაფერი ემუქრება. მძიმე ავადმყოფს ეს სიზმარი გამოჯანმრთელების შანსს აძლევს; ძალზე სასიკეთოა ეს სიზმარი მეზღვაურებისა და მოგზაურებისთვისაც; მაგრამ თუ სამოთხეში ყოფნისას თქვენ უხერხულობას გრძნობთ–ერთი შეხედვით იოლი საქმე გართულდება. თუ ამ სიზმრის შემდეგ თქვენ ენერგიულად იმოქმედებთ, შესაძლებელია ეს საქმე გადაარჩინოთ და სიტუაცია გამოასწოროთ..

სამორინე - თუ დაგესიზმრათ, რომ მოიგეთ სამორინეში, ცხადში მოხვდებით საეჭვო საზოგადოებაში და სხვების გამწარების ხარჯზე მიიღებთ კმაყოფილებას. თუ წააგეთ–თქვენი თავქარიანობა გახდება თქვენი ახლობელი ადამიანის სიკვდილის მიზეზი.

სამრეკლო - ეკლესიის გვერდით სამრეკლოს ნახვა ნიშნავს ავადმყოფობასა და ცხოვრებისეულ უთანხმოებას. დანგრეული სამრეკლოს ნახვა ნიშნავს ახლობელი მეგობრის სიკვდილს. სიზმარში სამრეკლოზე აღწევა მიგითითებთ, რომ წინ სერიოზული წინააღმდეგობა გელოდებათ, მაგრამ თქვენ მას გადალახავთ.

სამუშაო - თუ სიზმარში მძიმე სამუშაოს ასრულებთ, ცხადში დამსახურებულ წარმატებას მიაღწევთ. თუ დაგესიზმრათ, რომ სამუშაო დაკარგეთ, ცხადში საკუთარ შესაძლებლობებში კიდევ ერთხელ დარწმუნდებით.

სანაპირო, ნავსადგური - ნავსადგური ხანგრძლივი მოგზაურობის ნიშანია; თუ იქ გემებიც დგანან, ე.ი. თქვენი ჩანაფიქრი წარმატებით ასრულდება.

თუ გესიზმრებათ, რომ სანაპიროს მიუყვებით, შფოთი და უბედურება გელით; მაგრამ თუ შეუჩერებლად, მშვიდობიანად გაიარეთ ბოლომდე. ცუდი არაფერი შეგემთხვევათ და ეს სიზმარიც წარმატებას გიქადით.

სანთელი - სანთელი მეგობრებთან შეხვედრას ნიშნავს. რამდენიმე სანთელი სუფთა ალით თქვენსა და ნათესავებს შორის სრულ ჰარმონიას მოასწავებს. თუ სანთელი უცებ ქარისგან ჩაქრა, თქვენ კეთილ სახელს შებღალვა ელის, ხოლო თუ თქვენ თავად ჩააქრეთ სანთელი–უსიამოვნო მოვლენებისათვის მოემზადეთ.

საროსკიპო - თუ სიზმარში საროსკიპოში იყავით–ცხადში შერცხვენა გელით.

სასამართლო - თუ თქვენ სასამართლოს წინაშე მოგიწიათ გამოსვლამ და ამ დროს სიმორცხვესა და მორჩილებას განიცდით, თქვენ მიერ დაწყებული საქმე წარმატებით დასრულდება. თუ სასამართლოს წინაშე გამომწვევად იქცევით–კატასტროფა გემუქრებათ. თუ გოგონა ისმენს სასამართლოს განაჩენს–"დამნაშავეა", მას მოუწევს საკუთარი ეგოიზმის გამო ნერვიულობა. თუ მას მკვდრები ახვევია გარშემო, ხოლო მეგობრებმა კი ზურგი აქციეს, ძალზე არასასიამოვნო მოვლენების გადატანა მოუწევს.

სასაფლაო - სიზმარი, რომელშიც თქვენს თავს ხედავთ კარგად მოვლილ, ლამაზ სასაფლაოზე, მოასწავებს მოულოდნელი ცნობის მიღებას იმ ადამიანზე, რომელიც თქვენ დიდი ხნის წინ გამოიტირეთ როგორც მკვდარი; აღიარებული იქნება თქვენი უფლება წართმეულ მიწაზე. ძველი, მიტოვებული სასაფლაოს ნახვა ნიშანია კეთილი, თბილი ურთიერთობისა ამხანაგებთან, რომლებსაც, მიუხედავად ყველაფრისა, არ ძალუძთ თქვენი დამშვიდება. პატარძალი, რომელსაც ესიზმრება, რომ საქორწინო პროცესია მიდის საფლავის გავლით, დაკარგავს მეუღლეს მოგზაურობისას უბედური შემთხვევის გამო.

თუ დედას საფლავზე მიაქვს ყვავილები, ცხადში მას ელის ოჯახის ხანგრძლივი ჯანმრთელობა. თუ ახალგაზრდა ქვრივი სიზმარში მიდის სასაფლაოზე, ე.ი. ის თავის სამგლოვიარო ტანსაცმელს მალე შეიცვლის საქორწინოთი. თუ ის წუხს და თავს მარტოსულად თვლის, მას გაუჩნდება ახალი საზრუნავი. მოხუცებისათვის სასაფლაოს ნახვა მოასწავებს მათ სადმე გამგზავრებას, სადაც შესანიშნავად დაისვენებენ.

ნახვა პატარა ბავშვებისა, რომლებიც საფლავებს შორის აგროვებენ ყვავილებს და დასდევენ პეპლებს, მოასწავებს შესანიშნავ ცვლილებებს, კარგ ჯანმრთელობას და ბევრ მეგობარს, რომლებიც არ მიგატოვებენ ცხოვრების ბოლომდე.

სასახლე - თუ სიზმარში დაბორიალობთ სასახლეში და ათვალიერებთ მის მორთულობას, ე.ი. თქვენი საქმიანი პერსპექტივები გაფართოვდება და ღირსეულად მოიპოვებთ ახალ ტიტულს.

თუ სასახლის ჰოლში ხვდებით მხიარულად მოსაუბრე და მოცეკვავე ლამაზ ხალხს, ცხადში დაადგებით მომგებიან საქმეს. სიზმარში, რომელშიც ქალი ზომიერად იღებს მონაწილეობას სასახლის გართობაში, მოელის საზოგადოებაში წარმატება გათხოვების წყალობით ან ნათესავის გულუხვობით. ხშირად ასეთმა სიზმარმა შეიძლება ის დააბნიოს და გაიტაცოს არარეალურმა ოცნებებმა. ასეთი სიზმრის მერე მან უნდა პატიოსნად იცხოვროს, იმუშაოს და გათავისუფლდეს არასაჭირო ამბიციებისაგან, ასევე, ენდოს დედისა და მეგობრების რჩევებს.

სასმელი - თუ სასმელს ყიდულობთ, შეეცდებით სხვისი საკუთრების უკანონოდ მითვისებას. თუ ყიდით სასმელს–აუცილებლად განგსჯიან საქველმოქმედო ღონისძიებაში მონაწილეობისას თქვენი სიძუნწის გამო.

ის, ვისაც ესიზმრება, რომ სვამს რაიმე სასმელს, რეალურ ცხოვრებაში საეჭვო წარმოშობის ქონების პატრონი გახდება, თუმცა მისი სულგრძელობა მასვე დაეხმარება მეგობრების შეძენაში, რომლებიც დაეხმარებიან მდგომარეობიდან გამოსავლის პოვნაში.

კასრებში შენახული სასმელები, როგორც წესი, მიანიშნებენ მონაპოვარზე, მაგრამ, მეორე მხრივ, სახლში შეიძლება მოხდეს უსიამოვნებანი, რომელთა გამოც გარშემომყოფნი ზურგს შეგაქცევენ. სასმელი ბოთლებში მატერიალურ კეთილდღეობას მოასწავებს. თუ ქალი ნახავს სიზმარში, რომ ხელთ უჭირავს ჭურჭელი, რომლიდანაც სვამს სასმელს–მისთვის მოასწავებს გატაცებებსა და ბოჰემურ ცხოვრებას.

სასტუმრო - თუ გესიზმრებათ, რომ ცხოვრობთ სასტუმროში, ცხადში ეს გპირდებათ სიმშვიდესა და სარგებელს. ქალის მონახულება სასტუმროში ნიშანია საკმაოდ უზნეო ცხოვრებისა. ლამაზი სასტუმროს ნახვა–კეთილდღეობა და მოგზაურობაა.

თუ თქვენს თავს ხედავთ სასტუმროს უფროსად, ცხადში გელით იდუმალი ბედი, რომელზეც მხოლოდ ოცნება შეგეძლოთ. თუ სიზმარში მუშაობთ სასტუმროში, სინამდვილეში შეგეძლოთ გეშოვათ იმაზე უფრო მაღალანაზღაურებადი სამსახური, ვიდრე ახლა გაქვთ. სიზმარში სასტუმროს ძებნა–მზად უნდა იყოთ იმისათვის, რომ ბედნიერებისა და კეთილდღეობის გზაზე ვიღაც დაბრკოლებას შეგიქმნით.

სასწორი - თუ თქვენ სიზმარში რაიმეს წონით, ე.ი. სამართლიანობისათვის თქვენ შეარბილებთ თქვენს ჩვევებს და საქმე ცუდად წავა. თუ გოგონა სიზმარში თავის შეყვარებულს წონის სასწორზე, მაშინ ის მასში აღმოაჩენს სერიოზულ ღირსებას, მისი ერთგულება კი სიყვარულის ტოლფასი იქნება.

სატრფო, შეყვარებული - თუ მამაკაცი თავის შეყვარებულს ხედავს მოალერსეს და ლამაზს–ე.ი. ის დაინიშნება. სატრფო კი მას მოუტანს ბევრ სიყვარულსა და კარგ მზითევს. თუ მამაკაცი თავის სატრფოს ხედავს ულაზათოს და მოღუშულს, რეალურ ცხოვრებაში მას ქორწილის პირას ელის იმედგაცრუება. ავადმყოფი და უბედური შეყვარებული უქადის ისეთ ცოლ–ქმრულ ცხოვრებას, რომელშიც უბედურება ბედნიერების მონაცვლე იქნება.

საუზმე - ეს სიზმარი კეთილის მომასწავებელია მათთვის, ვინც დაკავებულია გონებრივი სამუშაოთი. თუ საუზმედ გაქვთ ახალი რძე, კვერცხი და საჭმელი მწიფე ხილით, ეს სიზმარი ნიშნავს სწრაფ, მაგრამ სასიკეთო ცვლილებებს. თუ მარტო საუზმობთ, ე.ი. მალე მოხვდებით მტრების მიერ დაგებულ მახეში, მაგრამ თუ საუზმობთ მეგობრების წრეში–ეს ძალიან კარგის მომასწავებელია.

საფრთხე - თუ სიზმარში სახიფათო სიტუაციაში მოხვდით–მდგომარეობიდან გამოხვალთ და საპატიო მდგომარეობას დაიკავებთ; მაგრამ თუ ვერ შეძელით ხიფათიდან თავის დაღწევა და დაგჭრეს ან მოგკლეს–მოასწავებს ხარჯსა და წვრილმან ოჯახურ უსიამოვნებებს; მას, ვინც შეყვარებულია, ასეთი სიზმარი მიანიშნებს, რომ მისი სამომავლო გეგმები ვერ გაუძლებენ დროის გამოცდას და მასზე უარის თქმა მოუწევს.

საფულე - თუ დაგესიზმრათ, რომ თქვენი საფულე სავსეა ძვირფასეულობითა და ახალი კუპიურებით, ცხადში მოულოდნელად მოხვდებით ისეთი ადამიანების წრეში, რომლებსაც ყოველთვის გაუხარდებათ თქვენი ნახვა და თქვენთვის არ დაიშურებენ კეთილ სიტყვებს. სიყვარული და ჰარმონია კი სიცოცხლეს სამოთხედ გიქცევენ.

საქორწინო კაბა - საქორწინო კაბა ახალ საზოგადოებასა და ახალი მეგობრების შეძენას მოასწავებს.

საჩუქარი - სიზმარში მიღებული საჩუქარი ცხადში ბედნიერებას და საკუთარ თავში დარწმუნებას ნიშნავს. თუ ვინმეს ჩუქნით საჩუქარს, ე.ი. საქმეების გამოსწორების შენსი გეძლევათ ან შეიძლება რაღაცის გამო გაგკიცხონ და ეს გულს გატკენთ.

თუ გოგონას დაესიზმრა, რომ ძვირფასი საჩუქარი აჩუქეს, იგი შეძლებულ და დადებით პიროვნებას გაყვება ცოლად. დაბადების დღის საჩუქარი ყოველმხრივი წარმატებისა და გამარჯვების საწინდარია. თუ თქვენ რაიმე იუბილესთან დაკავშირებით ჩუქნით ვინმეს საჩუქარს, ცხადში ეს ადამიანი თქვენი მხრიდან პატივისცემით არ სარგებლობს.

საწამლავი - თუ დაგესიზმრათ, რომ მოწამლული ხართ, ცუდ ზეგავლენას ერიდეთ. თუ სხვა პიროვნებას ხედავთ მოწამლულს, ცხადში ვიღაც პიროვნებას სწორი გზიდან ააცდენთ. თუ გოგონა საწამლავის მეშვეობით ცდილობს მეტოქის მოშორებას, ცხადში მას გაუჭირდება საყვარელი ადამიანის შენარჩუნება.

თუ სიზმარში საწამლავიანი ბოთლი გადააგდეთ, დიდი ძალისხმევის დახარჯვა მოგიწევთ საქმეების საწარმოებლად.

თუ თქვენი ახლობლები ან შვილები საწამლავით დაზარალდნენ, მზად უნდა იყოთ იმისათვის, რომ უბედურება თქვენთვის მოიცლის. თუ თქვენი ახლობელი ან მეგობარია მოწამლული ე.ი. ყველა წინააღმდეგობას გადალახავთ. თუ საწამლავს სამედიცინო დანიშნულებით იღებთ, ცხადში რაღაც სარისკო საქმეს შეეჭიდებით.

საწოლი - ლამაზი, თეთრი საწოლი მოასწავებს ყველა უსიამოვნების მშვიდობიან დასასრულს. ქალს, რომელიც ალაგებს ლოგინს, სიზმარი ჰპირდება ახალ შეყვარებულს და სასიამოვნო დროსტარებას.

ტალახი - თუ სიზმარში ხედავთ ახალმოხნულ ნიადაგს ყვავილებისა და ხეების ირგვლივ, ცხადში გელით გალაღება და კარგი ჯანმრთელობა. თუ ტანსაცმელი ტალახითა გაქვთ გასვრილი–დილით, სახლიდან გასვლამდე, გმართებთ გადამჭრელი ღონისძიების მიღება, რათა არ დაავადდეთ ინფექციური ავადმყოფობით. თუ სიზმარში ხედავთ, რომ ვიღაცა გესვრით ტალახს–მტრები შეეცდებიან ავნონ თქვენს რეპუტაციას.

ტალღები - სიზმარში ტალღების ნახვა რაღაცის მანიშნებელია: თუ წყალი სუფთაა–გელით სერიოზული წინსვლა საქმეში, თუ ტალღები მღვრიე მდინარის ან მღვრიე ზღვისაა–გაფრთხილდით, რაიმე შეცდომა არ ჩაიდინოთ.

ტანსაცმელი - ტანსაცმელი ბევრ რამეზე მეტყველებს, გააჩნია, როგორ მდგომარეობაში გესიზმრებათ იგი: მთელი და სუფთა, თუ ჭუჭყიანი და დახეული. არამოდური ტანსაცმელი ნიშანია საქმეებში თქვენი წარმატებისა, თუმცა ზედმეტად კონსერვატული ხართ.

თუ სიზმარში უარს ამბობთ მოდიდან გასულ ტანსაცმელზე–მალე შეიცვლით გარემოცვას, საქმიანობას და თვით სასიყვარულო კავშირებსაც კი; ერთი სიტყვით, თქვენ მთლიანად შეიცვლებით. თეთრი სამოსი ცუდი ცვლილებების მომასწავებელია, ხოლო თუ თეთრსამოსიან ნაცნობთან სეირნობთ, მას ელის ავადმყოფობა ან მწუხარება, თუმცა ეს არ ეხებათ ბავშვებსა და გოგონებს. მათ თეთრი სამოსი, პირიქით–სიხარულს ჰპირდება.

ყვითელი სამოსი ფინანსურ წარმატებას და საინტერესო გართობას გპირდებათ; უბრალოდ, ლამაზი, ყვითელი ნაჭერიც კი წარმატების მაუწყებელია; სხვა მხრივ, თუ მოჩვენება გესიზმრათ ყვითლებში ჩაცმული, მით უმეტეს, არაბუნებრივი ნათებით–უსიამოვნებებს ელოდეთ.

ცისფერი სამოსი ნაყოფიან მოღვაწეობას და მეგობართა მხარდაჭერას გპირდებათ. მწვანე ფერი–იმედის ფერია; თქვენ წარმატებას მიაღწევთ.

ჭრელი სამოსის ნახვა სიზმარში იმის ნიშანია, რომ თქვენი ბედი ცვალებადი იქნება. თუ სიზმარში სამოსი არ გიხდებათ, რაღაცის სიყვარულს დათმობთ. ზოგჯერ ასეთი სიზმარი საქმის არასწორ გაძღოლაზე მიუთითებს. თუ მოხუცი, ან პირიქით, ძალიან ახალგაზრდა კაცი გესიზმრათ ლამაზ კოსტიუმში გამოწყობილი–უსიამოვნო საქმეებით დაკავდებით, რაც ღელვის საგანი იქნება.

თუ ქალს სიზმარში თავისი სამოსი არ მოსწონს–ბევრი ცდა და შრომა მოუწევს საკუთარი თავის წარმოსაჩენად. თუ იგი აღფრთოვანებულია სხვა ქალების კაბებით–შეყვარებული შეურაცხყოფას მიაყენებს უსაფუძვლო ეჭვებისათვის. სიზმარში მორთულობის რომელიმე დეტალის დაკარგვა დაბრკოლების მაუწყებელია კომერციასა და სასიყვარულო ურთიერთობებში.

თუ გოგონას ესიზმრება საკუთარი თავი შავებით შემოსილი–მწუხარება და იმედგაცრუება ელის. თუ იგი ქალს ხედავს ჟოლოსფერ კაბაში სამგლოვიარო ვუალით–მას მოუწევს დათმობაზე წასვლა კონკურენტებთან, რომელსაც ადრე სერიოზულად არ აღიქვამდა.

ჭუჭყიანი ან დახეული სამოსი ყოველთვის სიცრუესა და ვერაგობას ნიშნავს: უფრთხილდით უცნობებს. სამაგიეროდ, სუფთა–კეთილდღეობის მომასწავებელია. სიზმარში თუ ბევრი ნათელი სამოსი და მორთულობა გაქვთ, გაფრთხილებთ: იყავით უფრო წინდახედული, თორემ შეიძლება ყველაზე აუცილებელი რაიმეს გარეშე დარჩეთ. გოგონას ასეთი სიზმრის შემდეგ იმედები გაუცრუვდება.

ბამბის მსუბუქი ტანსაცმელი მიგანიშნებთ გარემოებების თქვენთვის არასახარბიელოდ წარმართვაზე. სამსაგიეროდ, ასეთი სამოსის შეკერვა კარგის მაუწყებელია. იგი გაუთხოვარ გოგონებს წარმატებულ გათხოვებას, ხოლო გათხოვილ ქალებს მყუდრო სახლსა და ოჯახში თანხმობას უქადით. თუ სიზმარში უშნოდ გაცვიათ, ჭორები შეგაწუხებთ. თუ რომელიმე მნიშვნელოვანი პირი ნახევრად ჩაცმული გესიზმრათ–ახლობელი ადამიანებისათვის უსიამოვნების მაუწყებელია. თუ მსგავს ფორმაში ჩვეულებრივი ადამიანი გესიზმრათ, სიხარულს მოკლებული იქნებით.

ტაქსი - ტაქსით მგზავრობა სიზმარში–ცხადში გპირდებათ მოკრძალებულ ქონებას (სიმდიდრეს). თუ გესიზმრებათ, რომ ტაქსით მგზავრობთ საღამოს ვინმე თანამგზავრთან ერთად, სინამდვილეში თქვენს ცხოვრებაში ისეთი საიდუმლოება გაჩნდება, რომელსაც მეგობრებს გულმოდგინედ დაუმალავთ. ტაქსით მგზავრობა ქალთან ერთად ხშირად სკანდალურ ისტორიას მოასწავებს, რომელიც თქვენს სახელთან იქნება დაკავშირებული. თუ გესიზმრებათ, რომ ტაქსის მძღოლი ხართ, თქვენი ხვედრი მძიმე ფიზიკური სამუშაოა და მდგომარეობის შეცვლის ნაკლები შანსები გაქვთ.

ტაძარი - დიდი კათედრალური ტაძარი გუმბათებით მიგანიშნებთ, რომ თქვენი ეჭვიანობის გამო ბევრი ტკივილის გადატანა მოგიწევთ. თუ სიზმარში ტაძარში შედიხართ, ცხადში მეგობრების რჩევით დიდ წარმატებას მიაღწევთ.

მღვდლის დასიზმრება ტაძართან გიქადით ოჯახურ უთანხმოებას და არადამაკმაყოფილებელ მდგომარეობას ბიზნესში.

ჯვრისწერა ნიშანია სამწუხარო მოვლენისა თქვენი მეგობრის ცხოვრებაში. ტაძარი სიზმარში მიგანიშნებთ და გაფრთხილებთ შესაძლო შეცდომაზე. ეს სიზმარი, ამავე დროს, შეიძება ნიშნავდეს სინანულსაც.

ტახტი - თუ გესიზმრებათ, რომ ლამაზ ტახტზე წევხართ და ესაუბრებით თქვენს შეყვარებულს, მაშინ ცხადში ეჭვიანი მოწინააღმდეგეების ვერაგობას მოერიდეთ–ისინი თქვენი რეპუტაციის შელახვას ცდილობენ.

ტბა - თუ ქალი სიზმარში მარტო მიცურავს ნავით მღვრიე და მღელვარე ტბაზე–მას წინ ცვლილებები ელოდება; ცხოვრება ანანებს მის მიერ ჩადენილ სისულელეებს და აიძულებს ქცევის ნორმების შეცვლას. თუ მღვრიე წყალი ფარავს ნავს, მაგრამ, ის, ვინც ამ სიზმარს ხედავს, მიაღწევს ნავმისადგომს, ე.ი. ის მალე გათავისუფლდება ცრუ ბრალდებებისაგან და მიაღწევს დაწინაურებასა და პატივისცემას.

უდაბნო - თუ გოგონა უდაბნოში მარტო დარჩა, იგი თავის რეპუტაციას უნდა გაუფრთხილდეს. თუ გესიზმრებათ, რომ უდაბნოში სეირნობთ, თქვენ წარუმატებლობა სწორედ იქ გელით, სადაც ყველაზე ნაკლებ მოელით. თუ უდაბნოში ადამიანი შეგხვდათ–სიღარიბე გელით.

უბედურება - თუ გესიზმრებათ, რომ ავად გახდით ან უბედურება შეგემთხვათ–ელოდეთ იმედგაცრუებას, ხოლო თქვენი სამომავლო გეგმები საფრთხის ქვეშ დადგებიან: სამომავლო გეგმები დაგემსხვრევათ. თუ სხვებს შეემთხვათ უბედურება, არც ეს არის სასიკეთო: გაუგებარი გარემოება გარკვეული დროით დაარღვევს ცხოვრების ჩვეულ რიტმს. თუ უბედურება სიზმარში ავადმყოფობის სახით გეწვევათ–დადგება თქვენი გეგმების ჩაშლის საშიშროება.

შენიშვნა: უნდა ითქვას, რომ ძველ სიზმრების ახსნაში ასეთი სიზმარი, არცთუ იშვიათად, მოიაზრება როგორც კეთილგანწყობილი, მაგრამ მგონია ეს არასწორია. ყოველ ადამიანზე მოქმედებს ორი ძალა: ერთი შინაგანი, მეორე გარეგანი. ამასთანავე, ერთსაც და მეორესაც, აქვს მინიმუმ ორი წყარო–ტვინი, რომელიც, პირველ რიგში, ემორჩილება სხეულის მოთხოვნილებებს, და სულიერი გონება, რომელიც მიმართულია სულის აღსაზევებლად. თუ ეს ორი საწყისი ყოველთვის ჰარმონიაშია, სიზმრის შინაარსი განხორციელებას პოვებდა რეალურობაში, მაგრამ ეს იშვიათად ხდება. ის, რაც სხეულისთვის კარგია, დრო და დრო, სულს ვნებს, და, პირიქით,–სული ხშირად ხარობს განსაცდელით და უბედურებით, თუმცა, ნაყოფი ამ დროს მწუხარეა. მით უფრო, თუ მწუხარეს სულის ცრემლები ეცემა მძინარის შეგნებაზე, ეს შეიძლება გიქადდეთ მშვიადობიან სიტკბოებას მისთვის, ვისაც ეს სიზმარი ესიზმრება.

უბედური შემთხვევა - თუ სიზმარში განიცდით ან მოწმე ხართ უბედური შემთხვევისა, ერიდეთ შორეულ მგზავრობას, განსაკუთრებით თუ ამის საფუძველი გაქვთ. მაგრამ თუ გაქვთ რაღაც თავბრუდამხვევი ცნობა აქციის დაცემის თაობაზე–საკუთარი მიზნის მისაღწევად მოგიწევთ ხელჩართული ბრძოლა, რომლის დროსაც მოულოდნელად შეამჩნევთ, რომ თქვენი მეგობარი ჩუმად და უანგაროდ ცდილობს თქვენს მხარდაჭერას.

უთანხმოება, დაშორება - თუ სიზმარში ვინმესთან უთანხმოება მოგივიდათ, საქმიან პარტნიორებთან უსიამოვნო საქმის გარჩევას ელოდეთ. ასეთი სიზმრის მერე უმჯობესია შვებულებაში გახვიდეთ და კარგად დაისვენოთ.

უიმედობა - სიზმარში, რომელშიც უიმედოდ ხართ, კომერციულ საქმიანობაში გიწინასწარმეტყველებთ სერიოზულ წინააღმდეგობებს; თუ უიმედოდ სხვა ხალხი გესიზმრებათ, შესაძლოა უიმეოდობა თქვენს ახლობელს ელოდეს.

ულვაშები - თუ გესიზმრებათ, რომ ულვაშებს ატარებთ, მაშინ ცხადში თქვენი თავდაჯერებულობა შეგიშლით ხელს, მიიღოთ ანდერძით მონიჭებული კანონიერი მფლობელობა და გიბიძგებთ ქალისადმი ღალატისაკენ. თუ სიზმარში ქალი იჩენს დიდ ინტერესს ულვაშიანი კაცის მიმართ–ცხადში მისი რეპუტაცია საფრთხეში ჩავარდება, ამიტომ ის უნდა იყოს წინდახედული. თუ მამაკაცს ესიზმრება, რომ მან გაიპარსა ულვაშები, მაშინ რეალურ ცხოვრებაში ის შეუფერხებლად გადალახავს საზოგადოების გავლენას და დაიბრუნებს ადრინდელ პატივსა და ღირსეულ რეპუტაციას.

უსაქმურობა - თუ სიზმარში მოწყენილი ხართ უსაქმურობით, ცხადში შესაძლებელია სამსახურებრივი უსიამოვნებები და თვით იმედების კრახიც კი. თუ თქვენი მეგობრები გესიზმრებათ მსგავს მდგომარეობაში, შესაძლოა, მათაც შეხვდეთ რაიმე უსიამოვნებები. თუ ახალგაზრდა პიროვნებას ესიზმრება, რომ მას არ შეუძლია არაფრის კეთება, სინამდვილეში მას გაუჩნდა რაღაც სულელური ჩვევები და ელის უიღბლო ქორწინება.

უფლებამოსილება - თუ სიზმარში მნიშვნელოვანი უფლებამოსილებანი მოგანჭეს, ცხადში საინტერესო და საპასუხისმგებლო დავალება მოგელით, რომლის გამო დიდი ჯაფა დაგადგებათ, მაგრამ შედეგად გარანტირებული გექნებათ მაღალი მდგომარეობა საზოგადოებაში. თუ ისეთი ადამიანი დაგესიზმრათ, ვისაც დიდი უფლებამოსლებანი გააჩნია, ფრთხილად იყავით: მოუფიქრებელი ნაბიჯებით შეიძლება მეგობრების უკმაყოფილება გამოიწვიოთ; ერთი სიტყვით, თქვენ აღშფოთებული იქნებით ერთ–ერთი თქვენი ნაცნობის უპასუხისმგებლობით.

უფსკრული - თუ სიზმარში უფსკრულის პირას დგახართ, უბედურება და მწუხარება გელით. უფსკრულში ჩავარდნა ნიშნავს, რომ თქვენ უბედურება დაგღუპავთ. თუ იხედებით უფსკრულში, ცხოვრება გიმზადებთ ისეთ განსაცდელს, რომლისგანაც თავის არიდება გინდოდათ. თუ ქალი იყურება უფსკრულში–ის ისეთ ვალდებულებებს აიღებს, რომელიც არ სჭირდება. თუ ის ვარდება უფსკრულში, ე.ი. უსიამოვნებები ბოლოს მოუღებენ, მაგრამ თუ შეძლებს გადასვლას ან გვერდის ავლას, ის მთლიანად აღიდგენს თავის უფლებებს.

უცნობი - სიზმარში სიმპათიური უცნობის ნახვა ნიშნავს ცვლილებებს უკეთესობისაკენ; მაგრამ თუ იგი ლამაზი არ არის, ცვლილებები თქვენთვის უსიამოვნო იქნება. თუ უცნობთა გარემოცვაში მოხვდით, ან თვითონ ვერ ცნობთ საკუთარ თავს, მწუხარებით აღივსებით.

უძლურება - თუ თქვენ სიზმარში თავს უძლურად და დაჩაჩანაკებულად გრძნობთ, უიღბლო სიყვარულს გიქადით, საქმეებიც გაგირთულდებათ; ხოლო უძლური ადამიანების ნახვა იმედგაცრუებას მოასწავებს.

ფაბრიკა - თუ ფაბრიკა დაგესიზმრათ, უახლოეს მომავალში საქმიანი აქტიურობის გამოჩენა მოგიწევთ

ფაიფური - ფაიფურის ნაწარმი წარმატების მაუწყებელია თქვენს ყველა წამოწყებაში. თუ ფაიფური გატეხილია, თქვენი დაბნეულობა შეიძლება სერიოზული უსიამოვნების ნიშანი გახდეს. თუ ქალს დაესიზმრა, რომ იგი ფაიფურის ფიგურების მოხატვით არის დაკავებული ან მათ თავიანთ ადგილზე ალაგებს, მისი სახლი ყოველთვის მყუდრო და სტუმართმოყვარე იქნება.

ფანარი - თუ ფანარის მოძრავი შუქი დაგესიზმრა, ეს მოულოდნელი დიდძალი სიმდიდრის ნიშანია. თუ ახალგაზრდა გოგო თავის შეყვარებულს ფანარით უნათებს გზას, ცხადში ცოლად მდიდარ ადამიანს გაჰყვება. თუ ფანარი ხელში გიჭირავთ, ცხადში თქვენი სიკეთე და უანგარობა დაგეხმარებათ ბევრი კეთილი ადამიანის მხარდაჭერის მოპოვებაში.

უცაბედად ჩამქრალი ფანარი იმის მაუწყებლია, რომ თქვენ იმ მდგომარეობას ვერ მოიპოვებთ, რომელსაც ელოდით; გოგონასთვის ეს სიზმარი შეყვარებულში იმედგაცრუებას ნიშნავს. თუ სიზმარში ფანარი გაგიტყდათ, ცხადში დახმარებისთვის სხვისთვის მიმართვა მოგიწევთ, რითაც თქვენს დამოუკიდებლობას დაკარგავთ.

თუ დაგესიზმრათ, რომ ფანარს წმენდით, ე.ი. ახლო მომავალში თქვენ წინაშე გრანდიოზული პერსპექტივები გადაიშლება. დაკარგული ფანარი საქმიანობის შეჩერებას ნიშნავს. ფანარის ყიდვა სიზმარში წარმატებულ საქმიან ოპერაციებს მოასწავებს.

ფანქარი - ფანქრის ნახვა სიზმარში იმის ნიშანია, რომ თქვენ მოძებნით სასურველ საქმეს. თუ გოგონას ესიზმრება, რომ ის რაღაცას წერს ფანქრით, მას ელის ბედნიერი ქორწინება იმ შემთხვევაში, თუ ის არ წაშლის დაწერილს, მაგრამ თუ ამას გააკეთებს, მაშინ ბედი მისი მწყალობელი არ იქნება.

ფანჯარა - ფანჯარა თქვენს სიზმარში ნიშნავს თქვენი ბრწყინვალე იმედების უნაყოფობას; თქვენ მიერ საკმაოდ კარგად დამუშავებული გეგმებიც კი ჩაიფუშებიან, რაც თქვენს სინანულს გამოიწვევს. დახურული ფანჯრები–სიცარიელის სიმბოლოა. თუ მინები ჩამტვრეულია, დაგტანჯავენ დამამცირებელი ეჭვები ღალატის თაობაზე.

თუ სიზმარში ზიხართ ფანჯრის რაფაზე, სისულელისა და დაუფიქრებლობის მსხვერპლი გახდებით; თუ გესიზმრებათ, რომ სახლში შედიხართ ფანჯრიდან–გამოგიჭერენ მიზნის მიღწევისათვის უღირსი საქციელის დროს.

თუ თქვენ ფანჯრიდან ძვრებით და გარბიხართ–რეალურ ცხოვრებაში უბედურება გეწვევათ. თუ ფანჯრებთან გასვლისას შიგ შეიხედეთ და უცნაური ნივთები დაინახეთ,–არჩეულ საქმეში წარუმატებლობას განიცდით და დაკარგავთ მის პატივისცემას, ვის გამოც იტანჯებოდით ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის დაკარგვის ფასად.

ის, ვინც სიზმარში ხელით შეეხო ფანჯრის მინას, ცხოვრებაში გადაეყრება იდუმალ ძალას. თუ სიზმარში ვიღაცას ელაპარაკებით დაკეტილი ფანჯრიდან–უახლოეს მომავალში წააწყდებით სიძნელებს, რომელიც არც თუ ცოტა ნერვიულობას მოგიტანთ; თუ სიზმარში გატეხეთ მინა–წარუმატებლობა გეწვევათ.

ფარდები - თუ სიზმარში ნახეთ ფარდები–უნდა ელოდეთ არასასიამოვნო მნახველს, რომელიც შეიძლება იქცეს თქვენი დიდი უბედურებისა და წუხილის მიზეზად. ჭუჭყიანი ან დახეული ფარდები გიქადიან საყვედურებთან და ჩხუბთან დაკავშირებულ უსიამოვნებას.

ფეიერვერკი - ფეიერვერკი–სასიამოვნო, მხიარულ დღესასწაულს მოასწავებს. გარდა ამისა, ეს სიზმარი კარგ ჯანმრთელობას ნიშნავს. ქალებს იგი მოგზაურობას უქადის, რომლითაც ისინი უზომოდ კმაყოფილნი დარჩებიან.

ფერმა, გლეხის მეურნეობა[/b] - თუ დაგესიზმრათ, რომ ფერმაში ცხოვრობთ, ყველა თქვენი წარმოება სასიკეთოდ დასრულდება. ფერმის ყიდვა სიზმარში–ფერმერს კარგ მოსავალს მოუანს, მეწარმეს– კარგ გარიგებას, მეზღვაურს–ბედნიერ ნაოსნობას. თუ სიზმარში ფერმაში შეხვედით, ცხადში სასიამოვნო ადამიანების გაცნობა მოგიწევთ.

ფერფლი - ფერფლი სიზმარში არასასიამოვნო გარდაქმნების მომასწავებელია: გლეხს გაუფუჭდება მოსავალი, ვაჭარი ნახავს ზარალს, მშობლები კი შვილების ცუდი საქციელის გამო განაწყენდებიან.

ფესვები - თუ გესიზმრებათ ხის ან სხვა მცენარის ფესვები–ეს უბედურების მაუწყებელია: თქვენი საქმე და ჯანმრთელობა გაუარესდება. სიზმარში ფესვების წამლად გამოყენება–ავადმყოფობა და მწუხარებაა.

ფეხები - გოგონა, რომელიც სიზმარში თავს იწონებს თავისი ფეხებით–დაცილდება საყვარელ ადამიანს, თავისი, არც თუ ბრძნული, შეხედულების გამო. თუ მას დაესიზმრა, რომ თმიანი ფეხები აქვს, ქმარი დამყოლი ეყოლება; ლამაზი ფეხები ბედნიერ მომავალსა და კარგ მეგობრებს უქადის.

ქათამი - თუ სიზმარში ხედავთ ქათამს, გელით სასიამოვნო შეხვედრები ოჯახურ წრეში ან ოჯახის ზრდა.

ქალაქი - სიზმარში თუ უცნობ ქალაქში იმყოფებით, თქვენ, სამწუხაროდ, იძულებული გახდებით, შეცვალოთ თქვენი ცხოვრების წესი და საქმიანობა.

ქალები - სიზმარში ქალების ნახვა მაუწყებელია მრავალგვარი ინტრიგისა. კამათი ქალებთან ნიშნავს, რომ მტრები გაჯობებენ ეშმაკობაში და შეძლებენ თქვენი გეგმების ჩაფუშვას. სიზმარში ცხვირპაჭუა, ცისფერთვალა ქერა ქალის ნახვა დამაჯერებელი ნიშანია იმისა, რომ უბრძოლველად დათმობთ თქვენს პოზიციებს მაშინ, როცა გექნებათ მოგების გარკვეული შანსი. თუ ქალს აქვს ელამი თვალები და რომაული ცხვირი–ე.ი. მიდრეკილება გაქვთ სახიფათო ავანტიურისაკენ.

თუ თქვენს სიზმრებში ქალებს აქვთ ოქროსფერ–წაბლისფერი, მუქი მოწითალო ან მოწითალო–მოყავისფრო თმები, მაშინ ასეთი სიზმარი მიუთითებს, რომ თქვენ დაკავებული ხართ თქვენი მიდრეკილების შესაბამისი საქმიანობით.

ქალიშვილი - სიზმარში თქვენი ქალიშვილის ნახვა იმის მაუწყებელია, რომ უსიამოვნო შემთხვევების შემდეგ მიაღწევთ ჰარმონიას. თუ სიზმარში მისი მხრიდან განიცდით სიცივესა და არასაკმარის მზრუნველობას, ცხადში ელოდეთ უსიამოვნებას.

ქამარი - თუ გოგონა სიზმარში ქამარს ყიდულობს, იგი შეყვარებულის ერთგული იქნება და თავისი გულღიაობითა და კარგი ხასიათით მის პატივისცემას დაიმსახურებს. იმავეს ნიშნავს–თუ მას ლამაზ ქამრას ჩუქნიან. თუ სიზმარში ქამარი გიჭერთ, ვიღაცის ცუდი გავლენის ქვეშ მოექცევით. ლამაზი და ძვირფასი ქამარი ნიშნავს, რომ სიმდიდრეს მოიპოვებთ თქვენს ძველ გეგმებზე უარის თქმით. თუ სიზმარში ტანსაცმელს ქამრით იმაგრებთ, ცხადში დიდი ძალისხმევა დაგჭირდებათ თქვენი შეყვარებულის სიმპათიის მოსაპოვებლად.

ახალი მოდური ქამარი მოასწავებს ნიშნობას, რომელიც თქვენს კეთილდღეობას დაემუქრება. თუ ქამარი ძველია, ცხადში უხეშობის გამო გაგკიცხავენ.

ქანდაკება - სიზმარში ქანდაკება თქვენთვის ძვირფას პიროვნებასთან დაშორებას მოასწავებს, რისი მიზეზიც თქვენ მიერ გამოვლენილი სისუსტე იქნება. ზოგჯერ იგი თქვენი ახლობლების ავადმყოფობას და მოსალოდნელ უსიამოვნებებს მოასწავებს: მხოლოდ თქვენი სიკეთე და მოთმინება შეგაძლებინებთ სიძნელეების გადალახვას.

ქარი - ნიავის შეგრძნება სიზმარში–მიუხედავად მძიმე დანაკარგისა, მაინც უზარმაზარ ქონებას შეიძენთ. სიზმარში ნიავის მსუბუქი ხმის გაგონება–ტყუილუბრალოდ გაურბიხართ ადამიანს, რომელიც უთქვენოდ სიმარტოვეს გრძნობს, ისევე, როგორც თქვენ უმისოდ.

ქარის საპირისპიროდ სიარული აღგაგზნებთ ბედნიერების მისაღწევად რეალური ბრძოლისათვის და ჩაგინერგავთ გამბედაობას. თუ ქარმა მოგიტაცათ, მაუწყებელია სიყვარულში იმედგაცრუებისა და ბიზნესში წარუმატებლობისა. თუ სიზმარში გრძნობთ, ქარი როგორ გიბიძგებთ წინ–ე.ი. მოულოდნელად სანდო მოკავშირეები დაგეხმარებიან წარმატების მიღწევაში.

ქარიშხალი - სიზმარში ქარიშხლის ხმის გაგონება ან მისი მოახლოების ნახვა ნიშანია ხანგრძლივი ავადმყოფობისა, წარუმატებლობისა და მეგობრებთან განხეთქილებისა, რაც იქცევა თქვენი დიდი განცდის მიზეზად. თუ სიზმარში ქარიშხალი წყნარდება–თქვენი განცდა დიდი არ იქნება.

ქაღალდი - თუ სიზმარში მოგიხდათ რაიმე დოკუმენტის დამოწმება ან, თუნდაც, რაიმე საბუთის ჭერა ხელში–გელით დანაკარგი. ცხოვრებაში იგი უმეტესად გვევლინება წაგებული სასამართლო პროცესის სახით. ახალგაზრდა ქალს ეს სიზმარი უქადის კამათს შეყვარებულთან, მითქმა–მოთქმასა და ჩხუბს გარშემომყოფებთან.

ქვა - ქვები სიზმარში გაფრთხილებენ სიძნელეებისა და წარუმატებლობის შესახებ. სიზმარში ქვებს შორის თუ გაძვრებით, განსაზღვრული დროით თქვენი გზა იქნება მცდარი და ძნელი. თუ სიზმარში საქმე გაქვთ მადნისშემცველი მთის მონაკვეთის დამმუშავებლებთან, ე.ი. მრავალი ცდის შემდეგ, თქვენ შეძლებთ წარმატების მიღწევას ბიზნესში, მაგრამ თუ სიზმარში გწვავთ ამ ბიზნესისაგან გათავისუფლების სურვილი, ცხადში მომგებიანად იყიდით ან გაყიდით რამეს.

კენჭები გიქადით მცირე უსიამოვნებას. ქვების გადაყრა სიზმარში–ვიღაცას უნდა უფრთხილდეთ. თუ ცდილობთ, ქვა ესროლოთ ადამიანს, რომელიც თავს გესხმით, ე.ი. შეძლებთ თავი აარიდოთ მოსალოდნელ ბოროტებას, რადგან ყურადღებიანი იქნებით გარემოებებისადმი.

ქვანახშირის მაღარო - თუ სიზმარში ქვანახშირის მაღაროში აღმოჩნდით, ცხადში ვიღაც პიროვნებას თქვენ მიმართ ცუდი ზრახვები ამოძრავებს. თუ თქვენ ქვანახშირის მაღაროს თანამფლობელი ხართ, ცხადში სარფიან საქმეში ჩადებთ თანხას. თუ ასეთი სიზმარი გაუთხოვარ ქალს ესიზმრება, მისი მომავალი მეუღლე, შესაძლოა, სტომატოლოგი ან უძრავი ქონების აგენტი გამოდგეს.

ქვეწარმავლები - თუ სიზმარში ქვეწარმავალი დაგესხათ თავს, გაფრთხილებთ უბედურ შემთხვევაზე, მაგრამ თუ მოკლავთ ამ საზიზღარ არსებას, ცხადში ნებისმიერ წინააღმდეგობას დაძლევთ. თუ მკვდარი ქვეწარმავალი გაცოცხლდა, ის უსიამოვნებები, რომელიც მოგვარებული გეგონათ, ისევ დაიწყება.

თუ სიზმარში ეხებით ქვეწარმავალს და ზიზღის გრძნობა გაქვთ, თქვენი მეგობრები თქვენ წინააღმდეგ გაილაშქრებენ და მათთან კარგი ურთიერთობების დამყარება გაგიძნელდებათ. თუ გოგონას ესიზმრება, რომ მას გარს არტყია ხვლიკები და გველები, მისი შეყვარებული სხვასთან წავა, ხოლო თუ გველი გიკბენთ, თქვენი შეყვარებულის გატაცება დიდ გრძნობაში გადაიზრდება და მიგატოვებთ.

ქვიშა - ქვიშა სიზმარში დანაკარგსა და შიმშილს ნიშნავს.

ქვრივი - თუ ქვრივად დაგესიზმრათ თქვენი თავი–ელოდეთ უსიამოვნებებს ბოროტი ადამიანებისაგან. თუ მამაკაცი სიზმარში ქორწინდება ქვრივზე–მისი გეგმები უახლოეს მომავალში კრახს განიცდიან.

ქილა - ცარიელი ქილის ნახვა მოასწავებს სიღარიბეს, სავსე–წარმატებასა და ბედნიერებას. თუ ყიდულობთ ქილებს, თქვენი წარმატება მტკიცე არ იქნება, იმედგაცრუების ტვირთი კი სულს დაგიმძიმებთ. გატეხილი ქილის დასიზმრება ავადმყოფობა ან დიდი გულისტკივილია.

ქინძისთავი - ქინძისთავი სიზმარში ნიშნავს ოჯახურ კონფლიქტს და უთანხმოებას. გოგონას ასეთი სიზმარი აფრთხილებს შეყვარებულთან უღირსად მოქცევაზე. თუ სიზმარში გადაყლაპეთ ქინძისთავი, რეალურ ცხოვრებაში რაღაც აუცილებელი გარემოება გაიძულებთ რისკზე წასვლას.

ღამე - თუ გესიზმრათ უკუნი ღამე, წინ გამოცდა გელოდებათ. თუ ღამე ილევა–უძლურების გრძნობას დაძლევთ და გაგიჩნდებათ კრიზისიდან თავის დაღწევის სურვილი.

ღამის პერანგი - საკუთარი თავის ნახვა ღამის პერანგში უქეიფოდ ყოფნას მოასწავებს. თუ სხვებს ხედავთ ამ სამოსში–უსიამოვნო ამბავს შეიტყობთ; შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ ვერ უმკლავდებით მნიშვნელოვან საქმეებს–არ შედრკეთ, ეს წუთიერი სისუსტეა.

ღამურა - ფხიზლად იყავით თუ სიზმარში ამ უსახურ ქმნილებას ნახავთ: გელით მწუხარება და გასაჭირი. შესაძლოა, ვინმე ახლო მეგობრის სიკვდილი, მხედველობის დაკარგვა ან კიდურების წართმევა ძილის შემდეგ. თეთრი ღამურა თითქმის ყოველთვის სიკვდილს მოასწავებს, უფრო ხშირად ბავშვისა.

ღარიბი - საკუთარი თავის ან რომელიმე მეგობრის ნახვა ღარიბად ცუდი ნიშანია: წინ ბევრი საქმე და წინააღმდეგობა გელით. ახალგაზრდა ქალისათვის ასეთი სიზმარი ნიშნავს, რომ ვიღაც ეცდება მის საქმეებში უხეშად ჩარევას. საქმიანი ადამიანისათვის მოხუცი, დაუძლურებული ღარიბი

მინიშნებაა: დაგეგმეთ თქვენი დრო უკეთ, რამდენადაც მოსალოდნელია დიდი დანაკარგი.

ღარიბისათვის წყალობის გაღება იმის ნიშანია, რომ გარემოებები თქვენთვის არახელსაყრელად ვითარდება და დროა შეცვალოთ თქვენი ცხოვრება. თუ სიზმარში ღარიბს უარს ეუბნებით წყალობაზე, სიზმარი არასასურველია.

ღვინო - თუ სიზმარში სვამთ ღვინოს, მოასწავებს სიხარულსა და ერთგულ, სანდო მეგობარს. ღვინით სავსე ბოთლის გატეხვა ნიშნავს, რომ თქვენი სიყვარული და ვნება ყველა ზღვარს გასცდება. ღვინით სავსე კასრის ნახვა ფუფუნებაა.

ღვინის გადასხმა ერთი ჭურჭლიდან მეორეში–ნიშანია მრავალგვარი კმაყოფილებისა, გართობისა, ასევე მოგზაურობისა ღირსშესანიშნავ ადგილებში. ღვინით ვაჭრობა–თქვენი შრომა კარგად დაფასდება. თუ ქალი სიზმარში სვამს ღვინოს, გათხოვდება მდიდარ და კეთილშობილ ადამიანზე.

ღობე (ცოცხალი) - სიზმარში მწვანე ღობის ნახვა სიხარული და შემატებაა. შიშველი, გამხმარი ღობის ნახვა ნიშანია მომავალი უბედურებისა ან სულელური ქცევებისა. თუ ქალს ესიზმრება, რომ ის ღობეებს შორის დადის თავის შეყვარებულთან ერთად–ნიშანია სწრაფი ქორწინებისა. ეკლიან ღობეში გახლართვა ნიშნავს, რომ ვიღაც ბიზნესში ხელს შეგიშლით: შესაძლოა, ესენი იყვნენ ურჩი პარტნიორები ან თქვენი ხელქვეითები. შეყვარებულებისათვის ეს ეჭვიანობისა და დაცილების ნიშანია.

ღორები - სიზმარში კარგად ნაკვები, დიდი ღორების ნახვა ნიშანია საქმიან და სავაჭრო სფეროში გამოცოცხლებისა. გამხდარი ღორები მოასწავებენ მოუსვენრობას სადავო საქმეზე გაბრაზებას ბავშვებისაგან. გოჭებიანი ღორის დასიზმრება გლეხებისათვის კარგ მოსავალს, ხოლო სხვა დანარჩენისათვის წარმატებულ საქმიანობას ნიშნავს.

ყავა - სიზმარში ყავის დალევა ნიშნავს, რომ მოისმენთ მეგობრის უარყოფით აზრს ქორწინებაზე თქვენი განზრახვის შესახებ. დაოჯახებულ ხალხს ასეთი სიზმარი უქადის ხშირ კონფლიქტს. ყავის ბიზნესის წარმოება, განსაკუთრებით მისით ვაჭრობა, მაუწყებელია საქმიან სფეროში ჩავარდნისა; მაგრამ თუ ყიდულობთ ყავას, ადვილად შეძლებთ თქვენი კრედიტის შენარჩუნებას.

თუ ახალგაზრდა ქალი სიზმარში ხედავს ან ადუღებს ყავას, ის შეიძება იქცეს მითქმა–მოთქმის საგნად, თუ არ მოიქცევა წესიერად. ახალგაზრდა ქალისათვის მოხალული ყავის ნახვა ნიშნავს, რომ მას შეუძლია თავი აარიდოს ცოდვას მისთვის ნაკლებად ცნობილ ადამიანზე მომგებიანად გათხოვების შედეგად. დაფქვილი ყავა–თქვენ გყავთ ხილული მტრები, რომლებიც არ დაგინდობენ და იბრძოლებენ თქვენს ბოლომდე გასანადგურებლად.

ყავარჯნები - თუ სიზმარში გადაადგილდებით ყავარჯნებით, რეალურ ცხოვრებაშიც, ნებისმიერი მიზნის მისაღწევად, დაგჭირდებათ რაღაც საყრდენი. სხვების ნახვა ყავარჯნებით იმის ნიშანია, რომ თქვენ კმაყოფილი იქნებით ხანგრძლივი სამუშაოს შედეგით.

ყაყაჩო - ყაყაჩო სიზმარში ნიშნავს კმაყოფილებასა და სასიამოვნო საქმიანობას, რომელიც არასანდო აღმოჩნდება. ყაყაჩოს სუნის შეგრძნება–გახდებით ტყუილი მოლაპარაკებისა და ცბიერების მსხვერპლი.

სიზმარში ხაშხაშის ჰიპნოზურად მოქმედება ჩაგაგდებთ უცნაურ მდგომარეობაში, როცა ადამიანის რეალური არსებობა უკან რჩება და ის მიისწრაფვის სხვა სფეროებისაკენ. ეს ჰგავს ჩვეულებრივ სიზმარს, მაგრამ ასეთ სიზმარში ნანახი სურათები მატერიალური ობიექტებისათვის არ შეიძლება მივიჩნიოთ წინასწარმეტყველებად.

ყბები - მძიმე, საშნელი შესახედავი ყბები მეგობრებთან ჩხუბს მოასწავებენ. თუ გესიზმრებათ, რომ მტაცებელი ცხოველი ყბებში მოგიქცევთ, ცხადში თქვენი მტრები სერიოზულ დარტყმას მოგაყენებენ. თუ სიზმარში ყბები გტკივათ, ცხადში, კლიმატის გამოცვლის მიზნით, სხვა ქვეყანაში გადახვალთ საცხოვრებლად. თუ სიზმარში ყბები მოგეღრიცათ, ე.ი. მეგობრების შურისძიება და უპატიოსნო საქციელი მწარე ტკივილს მოგაყენებთ. ქალისათვის ეს სიზმარი უცაბედი წყენის ნიშანია, რომელსაც მას მეგობრები მიაყენებენ.

ყელი - სიზმარში ჯანმრთელი და ლამაზი ყელის ნახვა გპირდებათ მატერიალური და საზოგადოებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებას. თუ სიზმარში გტკივათ ყელი–თქვენ შეცდით მეგობარში და ეს მალე უსიამოვნებას მოგიტანთ.

ყელსაბამი - თუ ქალი სიზმარში საჩუქრად მიიღებს ყელსაბამს, ეს მეტყველებს იმაზე, რომ მას ეყოლება შესანიშნავი მეუღლე და ექნება მშვენიერი ოჯახური გარემო. ყელსაბამის დაკარგვა მოასწავებს მძიმე დანაკლისს. თუ ქალი ატარებს ძვირფას ყელსაბამს, მას ეყოლება თაყვანისმცემლები, მაგრამ მზად უნდა იყოს იმისათვის, რომ ისინი გულახდილნი არ იქნებიან საკუთარ გრძნობებში.

ყვავი - ყვავის ნახვა, ჩვეულებრივ, სამწუხარო მოვლენაა. მისი ჩხავილის გაგონება–თქვენზე ვიღაცის ცუდი გავლენაა, რომლის გამოც თქვენ სწორად ვერ განაგებთ საკუთრებას. ახალგაზრდა მამაკაცს ეს სიზმარი მიუთითებს, რომ ის წამოეგება ქალის ეშმაკობას, გოგონას კი აფრთხილებს შეყვარებულის ღალატზე.

ყვავილები - ახალი ყვავილები სიხარულსა და კეთილდღეობას მოასწავებენ. თეთრი ყვავილები–სევდას ნიშნავს, დამჭკნარი–უსიამოვნებებს. თუ გოგონა სიზმარში სხვადასხვა ყვავილებისაგან შეკრულ თაიგულს მიიღებს საჩუქრად, მას ბევრი თაყვანისმცემელი გაუჩნდება. თუ ყვავილები უნაყოფო მიწაზეა ამოსული, ეს სევდის ნიშანია, რომელთანაც გამკვლავებას თქვენი ნებისყოფისა და ოპტიმიზმის მეშვეობით მოახერხებთ.

ყველი - სიზმარში თუ ყველს ჭამთ–დიდი დარდის გადატანა მოგიწევთ.

ყინული - ყინული სიზმარში მოასწავებს საკმაო უსიამოვნებებს: ბოროტი ადამიანები შეეცდებიან ხელსაყრელი შემთხვევის გამოყენებას, რათა გავნონ თქვენთვის ყველაზე ძვირფას საქმეში. სუფთა წყლის ნაკადზე მოცურავე ყინული ნიშნავს, რომ თქვენს ბედნიერებას ბოლოს მოუღებს ეჭვიან მეგობართა გაღიზიანება. სიარული ყინულზე–თქვენს რეპუტაციას რისკის ქვეშ დააყენებთ წუთიერი მხიარულების გამო.

ლოლუები სახლის სახურავზე მოასწავებს სიღატაკესა და ღარიბულ ცხოვრებას. ეს სიზმარი ასევე ნიშნავს ჯანმრთელობის გაუარესებას. ლოლუები მარადმწვანე ხეებზე იმის ნიშანია, რომ თქვენს ბრწყინვალე მომავალს უდიერად მოექცევიან, რაც ძალიან გაგაბრაზებთ. თუ სიზმარში თვითონ აკეთებთ ლოლუებს–თქვენი ეგოიზმითა და პატივმოყვარეობით ავნებთ საკუთარ თავს.

თუ სიზმარში აკნატუნებთ ლოლუებს–ავად გახდებით. მასვე გპირდებათ სიზმარი, რომელშიც ყინულიან წყალს სვამთ. ყინულიან წყალში ბანაობა გიწინასწარმეტყველებთ კმაყოფილებას, რომელიც უცებ შეწყდება გაუთვალისწინებელი გარემოების გამო.

ყუთი - სხვადასხვა ნივთებით სავსე ყუთი დიდძალ ქონებას და შთაბეჭდილებებით აღსავსე მოგზაურობას გიქადით. თუ სიზმარში ყუთი გახსენით და ის ცარიელი აღმოჩნდა, თქვენი ფინანსური მდგომარეობა ძალზე სავალალო იქნება. ფულით სავსე ყუთი იმის ნიშანია, რომ კარგა ხნით შეიძლება დაივიწყოთ საქმეები და თქვენი დრო მთლიანად დასვენებას დაუთმოთ.

ყურები - თუ სიზმარში ყურები ნახეთ, იცოდეთ, თქვენი არაკეთილისმსურველები ყოველ თქვენს სიტყვას თვალყურს ადევნებენ, ცდილობენ, იპოვნონ მიზეზი არა მარტო იმისათვის, რომ რაიმე დაგაბრალონ, არამედ მოგაყენონ შეურაცხყოფა.

ყურძენი - ყურძნის ჭამა ნიშნავს, რომ თქვენ გაჭირვება გამოგწვრთნით. თუ ხედავთ ფოთლებს შორის მტევნებს–მალე მიაღწევთ მაღალ მდგომარეობას საზოგადოებაში და სხვებთან ერთად გაინაწილებთ ყველა სიკეთეს. ახალგაზრდა ქალს ეს სიზმარი ძალიან ბევრს ჰპირდება. ის ასრულებს სანუკვარ ოცნებას.

ვაზებს შორის ცხენით სიარული და დროდადრო მწიფე ნაყოფის მოწყვეტა–მაუწყებელია შემოსავლიანი სამსახურისა და თქვენი ოცნების ასრულებისა. თუ სიზმარში ყურძენი არასასიამოვნოდ მოგეჩვენებათ, მართალია, გეწვევათ შიში და ეჭვები, მაგრამ თქვენ ხელახლა მოიპოვებთ სულიერ წონასწორობას.

შადრევანი - მზეზე მბრწყინავი შადრევანი გართობას, სიხარულსა და სასიამოვნო მოგზაურობას გიქადით. თუ შადრევანი ბურუსიან დღეს დაგესიზმრათ–გარშემომყოფთა არაგულწრფელი მოქმედების გამო დაზარალდებით. ამომშრალი შადრევანი უბედურების ნიშანია. თუ ახალგაზრდა ქალი შადრევანს მთვარის შუქზე ხედავს, ცხადში მას ისეთი გართობა ელის, რომელიც, შესაძლოა, მისთვის ძალიან ცუდად დამთავრდეს.

შამპუნი - თუ სიზმარში შამპუნით იბანთ თავს, ცხადში შეეცდებით, ვიღაცის გამო, გარკვეულ ავანტიურაში მიიღოთ მონაწილეობა. თუ თავს პარიკმახერი ან სხვა ვინმე გბანთ–საოცარი მოგზაურობა გელით, რომლისგანაც უდიდეს კმაყოფილებას მიიღებთ,მაგრამ უნდა შეეცადოთ, რომ მშობლებმა და ახლო მეგობრებმა მისი ნამდვილი მიზეზი არ გაგიგონ.

შარვალი - თუ დაგესიზმრათ შარვალი, მიდრეკილება გექნებათ უღირსი საქციელისაკენ. თუ სიზმარში უკუღმა ჩაიცვით შარვალი, ცხადში აღმოჩნდებით ვიღაცის მიმზიდველობის ტყვეობაში.

შებრძოლება - თუ სიზმარში ვიღაცას ებრძვით, წააწყდებით სერიოზულ პრობლემებს, მაგრამ თუ ბრძოლისას მიაღწევთ გამარჯვებას, გადალახავთ ყველა წინააღმდეგობას წარმატების გზაზე. საქმიან ადამიანებს ასეთი სიზმარი უქადის კამათს პარტნიორებთან. თუ სიზმარში უყურებთ ბრძოლას, ე.ი. ტყუილად კარგავთ დროსა და ენერგიას. ასეთი სიზმრის შემდეგ ქალები ფრთხილად უნდა იყვნენ ჭორაობისა და ავსიტყვაობისას. თუ გოგონა ხედავს თავის შეყვარებულს ბრძოლაში–ეს ნიშნავს, რომ იგი ღირსი არაა.

თუ ბრძოლაში მარცხდებით, დაკარგავთ უფლებას საკუთრებაზე. თუ სიზმარში დასცემთ მოწინააღმდეგეს, მიუხედავდ ყველაფრისა, სწრაფად მიიღებთ პატივსა და სიმდიდრეს. თუ სიზმარში უყურებთ პისტოლეტებით დუელს, მომავალში გელით ხიფათი, თუმცა ბოლოს და ბოლოს, ყველაფერი კარგად დამთავრდება.

შეთქმულება - სიზმარში თუ თქვენ ხართ შეთქმულების ობიექტი–არასწორად მოიქცევით რაღაც რთულ სიტუაციაში.

შეკითხვა - სიზმარში შეკითხვა რაღაცის ვარგისიანობის შესახებ ნიშნავს, რომ თქვენ ეჭვობთ თქვენი შეყვარებულის ერთგულებაზე და მისი ხრიკებისადმი სიფრთხილეს გამოიჩენთ. სიზმარში რაღაც შეკითხვის დასმა ე.ი. სინამდვილეში იმოქმედებთ პრინციპულად და გამოიჩენთ სიმტკიცეს სიმართლის დასადგენად, საერთო ჯამში კი მიაღწევთ წარმატებას. თუ სიზმარში თქვენ გეკითხებიან, ე.ი. რეალურ ცხოვრებაში თქვენ უსამართლოდ მოგექცევიან.

შემოსავალი - თუ სიზმარში თქვენ იღებთ შემოსავალს, ე.ი. შეგიძლიათ უსიამოვნებანი მიაყენოთ ოჯახსა და მეგობრებს. თუ თქვენი ნათესავთაგანი იღებს მემკვიდრეობას–სიზმარი გპირდებათ წარმატებას.

სიზმარში ქალისათვის შემოსავლის დაკარგვა ნიშანია ცხოვრებისეული იმედგაცრუებისა. თუ გესიზმრებათ, რომ თქვენი შემოსავალი საკმარისი არ არის, ელოდეთ უსიამოვნებას ნათესავებთან და მეგობრებთან. თუ სიზმარში იღებთ შემოსავლის მხოლოდ ნაწილს–ე.ი. გელით ხანმოკლე წარმატება, თუმცა თქვენ უფრო მეტს ელოდით, ვიდრე მიიღეთ.

შენობა - სიზმარში მშვენიერი შენობის ნახვა წინ ლამაზი გაზონით მოასწავებს ხანგრძლივ და უზრუნველყოფილ ცხოვრებას, შორეულ ქვეყნებში მოგზაურობას.

პატარა, ახლახან აშენებული სახლი ნიშნავს ოჯახურ ბედნიერებასა და შემოსავლიან საქმეს; მაგრამ თუ შენობა დანგრეული, ძველი და გადაქოთებულია, ელოდეთ ავადმყოფობას, საქმეების წახდენასა და ახლობლებთან ჩხუბს.

შერცხვენა, თავის მოჭრა - თუ სიზმარში შეგრცხვებათ თქვენი მეგობრების ან შვილების გამო. თქვენს ოცნებებს ახდენა არ უწერია. თუ თვითნ ხართ შერცხვენილი სიზმარში–ცხადში საკუთარი პრინციპების დათმობას და რეპუტაციის საფრთხის ქვეშ დაყენებას ნიშნავს.

შეურაცხყოფა - ეს ცუდი სიზმარია. თუ გოგონას ესიზმრა, რომ იგი სახალხოდ შეურაცხყვეს. ე.ი. ვიღაც არაკეთილმოსურნე მისი ნდობით ისარგებლებს და შეავიწროებს; თუ თქვენ შეურაცხყოფთ ვინმეს–გექნებათ წარუმატებლობა საქმეში და დარჩებით სახსრების გარეშე, ამის მიზეზი კი იქნება თქვენი სიჯიუტე და ის, რომ არ შეგიძლიათ ადამიანებთან საერთო ენის გამონახვა. თუ სიზმარში თავს შეურაცხყოფილად თვლით, თქვენს ცხოვრებაში მოვლენები ისე წარიმართებიან, რომ თქვენ გვერდით მყოფნი უნდობლად მოგეკიდებიან.

შეყოვნება, დაგვიანება - თუ სიზმარში ვიღაც გაყოვნებთ, ან გესიზმრებათ, რომ აგვიანებთ–ასეთი სიზმარი ყურადღებას გამახვილებინებთ: სინამდვილეში, თქვენს გარემოცვაში არის ხალხი, რომელიც ცდილობს წარმატებაში ხელის შეშლას.

შეშინება - თუ თქვენ სიზმარში შეშინებული ხართ რაღაცით, ეს ნიშანია დროებითი ან სწრაფად წარმავალი მღელვარებისა.

შეხვედრა - სიზმარში საქმიანი შეხვედრის ნახვა მოასწავებს შეფერხებას, დარდსა და შიშს. თუ ახალგაზრდა შეყვარებულები ხედავენ თავიანთ შეხვედრას, სიზმარი მიანიშნებს ურთიერთგაციებაზე. ვიღაცასთან ჩაშლილი შეხვედრის ნახვა სიზმარში ნიშნავს სწრაფ და მოუფიქრებელ ნაბიჯს მნიშვნელოვან საქმეში, რომელიც მოიტანს უსიამოვნებებს.

შვილად აყვანა - სიზმარში ნაშვილები ბავშვები ან მათი დედობილ–მამობილის ნახვა–ე.ი. ცხადში უცნობი ხალხი დახმარებას გაგიწევთ. თუ სიზმარში თქვენ თვითონ იშვილეთ ბავშვები, მაშინ რეალურ ცხოვრებაში მოგიწევთ საცხოვრებელი ადგილის არც თუ ისე იღბლიანი შეცვლა.

შვილი (ბიჭი) - თუ თქვენ ბიჭი გყავთ და იგი ლამაზად და დამჯერად დაგესიზმრათ, შეგიძლიათ მისით იამაყოთ. თუ იგი ცუდად დაგესიზმრათ, მას შეიძლება ცუდი ამბავი შეემთხვეს. თუ დედას დაესიზმრა, რომ შვილი ჭაში ჩაუვარდა და მისი ყვირილის ხმა ესმის–ბევრი სიძნელე შეხვდება. თუ იგი სიზმარში მის გადარჩენას შეძლებს, უბედურება ასცდება, მაგრამ მაინც სიფრთხილეა საჭირო.

შთამომავლობა - სიზმარში შთამომავლობის ნახვა გიწინასწარმეტყველებთ, რომ იქნებით ბედნიერი და მხიარული: თქვენს სახლში სიხარული დამკვიდრდება და სტუმრიანობა გაგიხშირდებათ. შინაური ცხოველების შვილების ნახვა კეთილდღეობის ზრდას გულისხმობს.

შიმშილი - შიმშილის შეგრძნება სიზმარში ცუდი ნიშანია. სახლში ვერ ნახავთ ვერც მოსვენებას, ვერს სიმშვიდეს. შეყვარებულებისათვის კი ასეთი სიზმარი მოასწავებს უიღბლო ქორწინებას.

შიში - შიშის გრძნობა სიზმარში იმედგაცრუებასა და დანაკარგს მოასწავებს. შეშინებული ადამიანი უბედურებას ნიშნავს და ეს თქვენს ახლობლებს შეეხება. თუ დაგესიზმრათ, რომ დაწყებული საქმის გაგრძელების გეშინიათ, წარუმატებლობა გელით. შესაძლებელია, ამ სიტუაციებში ახლობლები დაგეხმაროთ.

შოკოლადი - შოკოლადის ფილა სიზმარში იმის მაუწყებელია, რომ თქვენზე დამოკიდებულ ადამიანებს ღირსეულ ცხოვრებას შეუქმნით. შოკოლადის კანფეტები კარგი ნიშანია: თქვენ საქმიანი პარტნიორები გამოგიჩნდებიან. ძველი შოკოლადები ჯანმრთელობის შერყევას მოასწავებს. თუ სიზმარში ცხელ შოკოლადს სვამთ, დარდები ჩამოგშორდებათ და ცხოვრება უკეთესობისაკენ შემობრუნდება.

შრომა - სიზმარში შინაური ცხოველის ნახვა, რომელიც დაკავებულია მძიმე შრომით, ნიშნავს წარმატებას, რომელსაც მიაღწევთ კოლეგების უსამართლო დამოკიდებულების ხარჯზე. თუ გესიზმრებათ, რომ ხალხი შრომობს, თამამად შეგიძლიათ დაამყაროთ იმედი თქვენს ჯანმრთელობაზე და გელით წარმატება. თუ სიზმარში თქვენ თვითონ გულმოდგინედ მუშაობთ, მაშინ ცხადში თქვენს ყოველ ინიციატივას ექნება შესანიშნავი გაგრძელება. ფერმერს ასეთი სიზმარი უქადის კარგ მომავალს.

შტორმი - ძლიერი შტორმი–დანაკარგის ნიშანია.

შუბლი - სიზმარში ლამაზი, გადატკეცილი შუბლის ნახვა ნიშნავს, რომ თქვენი წინდახედულება და სამართლიანობა განამტკიცებს თქვენს რეპუტაციას. ულამაზო შუბლი–ნიშანია მომავალი უკმაყოფილებისა პირად საქმეებში.

თუ სიზმარში ეფერებით ბავშვს შუბლზე–თქვენს ბავშვებს შეაქებენ ტალანტისა და აღზრდის გამო. გოგონა თავის მეგობარს კოცნის შუბლზე–მალე ის გაიგებს მისი უღირსი საქციელის შესახებ და მცირე ხნით წაიჩხუბებენ.

შური - შური სიზმარში იმის მაუწყებელია, რომ თქვენი მიდგომითა და კეთილგანწყობით შეძლებთ ახალი მეგობრების გულის მოგებას. თუ ვინმეს შურს თქვენი–ცხოვრებაში შესაძლებელია გაუგებრობა მეგობრებთან, რომლებსაც გულთან ახლოს მიაქვთ თქვენი პრობლემები.

შურისძიება - სიზმარში ვიღაცაზე შურისძიება მიუთითებს თქვენი ხასიათის გულქვაობასა და სულმოკლეობაზე. თუ არ დაფიქრდით იმაზე, დაკარგავთ ბევრ მეგობარს და შეხვდებით ბევრ წყენას.

შუშა, მინა - თუ სიზმარში მინიდან იყურებით, ცხადში უსიამოვნება გელით. გატეხილი მინა იმ საქმის წარუმატებლად დამთავრებას ნიშნავს, რომელსაც დიდი ჯაფა შეალიეთ. თუ რაიმე გაგეჭრათ მინაზე, ცხადში თქვენი გარემოცვა თქვენით აღფრთოვანებული იქნება. გაწმენდილი, სუფთა მინა საინტერესო და პრესტიჟულ თანამდებობას ნიშნავს. დაბინდული მინა–წარუმატებლობას მოასწავებს.

ჩაი - თუ სიზმარში ჩაის აყენებთ, სიზმარი გაფრთხილებთ–ვიღაც პიროვნების მიმართ უპატიოსნო საქციელისაგან თავი შეიკავოთ, თორემ მწარედ ინანებთ. მეგობრებთან ჩაის სმა იმას მოასწავებს, რომ მალე თქვენი კარგი ცხოვრება თქვენთვის მოსაწყენი გახდება და შეეცდებით ქველმოქმდებას მიჰყოთ ხელი.

ნალექი ჩაიში–უბედური სიყვარულის ნიშანია. ეს, ასევე, საქმეებში წარუმატებლობას მოასწავებს. თუ სიზმარში ჩაი დაგექცათ, ცხადში თქვენს ოჯახში უსიამოვნებები დაიწყება. თუ ჩაის ცარიელი ყუთი დაგესიზმრათ, ცხადში თქვენზე ჭორაობას დაიწყებენ. თუ სიზმარში ჩაის დალევის სურვილი მოსვენებას არ გაძლევთ, ცხადში დაუპატიჟებელი სტუმრები გეწვევიან.

ჩაიდანი - ჩაიდანი სიზმარში უსიამოვნო ახალ ამბავსა და მძიმე სამუშაოზე მიგანიშნებთ. მდუღარე ჩაიდანი–სერიოზული ცვლილებებია, რაც კონკურენტებზე გამარჯვებას გიქადით. თუ ქალს დაესიზმრა, რომ იგი ჩაიდნიდან ცივ წყალს ასხამს, ცხადში მას ახალი თაყვანისმცემლები გამოუჩნდებიან. გატეხილი ჩაიდანი საქმეებში მარცხს მოასწავებს. მუქი ფერის ჩაიდანი გოგონასათვის სიყვარულში იმედგაცრუებას მოასწავებს, ღია ფერის ჩაიდანი–მდიდარ მეუღლესა და ქორწინებაში დამოუკიდებლობას ნიშნავს.

ჩამოვარდნა - სიზმარში ჩამოვარდნისა და შიშის შეგრძნება ნიშნავს, რომ მოგიწევთ დიდი სიძნელეების გადალახვა, მაგრამ თუ თქვენ ამას შეძლებთ–დიდი წარმატება გელით. თუ დაცემისას დაშავდით და რაიმე გაიჭერით, თქვენ რაღაც დანაკარგი გექნებათ; შესაძლებელია მეგობრებმა ზურგი შეგაქციონ.

ჩანჩქერი - ჩანჩქერი სიზმარში მიუთითებს, რომ შეძლებთ თქვენს თავშეუკავებელ სურვილზე გამარჯვებას, რის შემდეგაც ბედი კეთილგანწყობილი გახდება თქვენდამი.

ჩაცმა - თუ ვინმე ან რამე ხელს გიშლით ჩაცმაში, ვიღაც უკეთური ლამობს თქვენი საქმიანობის ჩაშლას. თუ გესიზმრათ, რომ თქვენ ვერ ასწრებთ ჩაცმას და სადგურზე გეჩქარებათ–გარშემომყოფთა ფუქსავატობა და დაუფიქრებლობა ქვენს მღელვარებას გამოიწვევს; უმეტესად დაეყრდენით საკუთარ თავს, ვიდრე სხვებს და წარმატებას მიაღწევთ.

ჩემოდანი - ჩემოდანი მოგზაურობას მოასწავებს, მაგრამ ზოგჯერ წარუმატებლობასაც ნიშნავს. თუ სიზმარში ჩემოდანს ყიდულობთ, ცხადში სასიამოვნო მოგზაურობას უნდა ელოდეთ, მაგრამ თუ ჩემოდანში ჩასაწყობი ნივთები ვერაფრით ვერ მოაწესრიგეთ, მოგზაურობა კარგს არაფერს მოგიტანთ. შესაძლოა, ახლობლებსაც კი წაეჩხუბოთ. ცარიელი ჩემოდანი–უიღბლო ქორწინების ნიშანია.

თუ თქვენი სამსახური ხშირ მოგზაურობას ითვალისწინებს, მაშინ ისეთი სიზმარი, სადაც თქვენ ჩემოდნის შიგთავსს ამოწმებთ, შესაძლოა, თქვენი მომავალი წარმატების საწინდარი გახდეს. თუ თქვენი ჩემოდანი ძალიან პატარაა, მაგრამ მასში მაინც ყველაფერს ატევთ, რაც კი გჭირდებათ, ცხადში თქვენი ძალისხმევა კარგად დასრულდება და თანამდებობრივი დაწინაურებაც გელით. თუ პირიქით, ჩემოდანი პატარაა და მასში ვერაფერი ვერ ეტევა, ცხადში საქმეებში არასასიამოვნო ცვლილებები გელოდებათ.

თუ გოგონა ცდილობს ჩემოდნის გახსნას, მაგრამ ვერ ახერხებს, ცხადში იგი შეეცდება ძალიან მდიდარი ადამიანის გულის მოგებას, თუმცა არაფერი გამოუვა. ხოლო თუ ჩემოდანს ვერ კეტავს, მისთვის სასურველი მოგზაურობა იმედს გაუცრუებს.

ჩიტები - წითელბუმბულიანი ჩიტების ნახვა ქალს ბედნიერ ქორწინებას უქადის. თუ ჩიტი უეცრად ჭიკჭიკს შეწყვეტს–მოექცევით ძალაუფლების მქონე და მდიდარი ადამიანის ზეგავლენის ქვეშ.

დაჭრილი ჩიტი ღრმა მწუხარებაა, რომელშიც თქვენი შვილების საქციელის გამო მოხვდით. მფრინავი ჩიტები წარმატების მაუწყებელია–ყველაფერი, რაც გაწუხებთ, წარსულს ჩაბარდება.

ჩიტის დაჭერა–კარგი სიზმარია; ჩიტების ჭიკჭიკის მოსმენა ისეთი საქმის წამოწყებას ნიშნავს, რომელიც თქვენგან დიდ ძალისხმევას მოითხოვს და, შეიძლება, ვერც კი შეძლოთ მისი გადაჭრა. თუ სიზმარში ჩიტს თოფით კლავთ–მოუსავლიანობას ან სტიქიურ უბედურებას მოასწავებს.

ჩონჩხი - თუ ჩონჩხი დაგესიზმრათ, ბედი თავზე ავადმყოფობებს, დანაკარგებსა და უბედურებებს დაგატეხთ. თუ ჩონჩხის სახით თქვენივე თავი დაგესიზმრათ, მცირედი უსიამოვნებებიც კი ადვილად გამოგიყვანთ მწყობრიდან. ერთი სიტყვით, ეცადეთ თქვენს ფანტაზიებს არ აჰყვეთ. თუ სიზმარში ჩონჩხი მოგდევთ, ცხადში მართლაც დიდი უსიამოვნება გელით, მაგრამ ხასიათის სიმტკიცე გამოიჩინეთ და ყველაფერს თავს გაართმევთ.

ჩურჩული - თუ სიზმარში ვინმეს ჩურჩული გესმით, ცხადში სერიოზული ჭორაობის ობიექტი გახდებით. თუ სიზმარში ვინმე ჩურჩულით გაძლევთ რჩევას ან გაფრთხილებთ რაიმეზე, ცხადში მეგობრების სერიოზული მხარდაჭერა დაგჭირდებათ.

ჩხიკვი - ჩხიკვი სიზმარში ახალ ნაცნობობას მოასწავებს. თუ ჩხიკვი დაიჭირეთ, უშედეგო, მაგრამ საინტერესო საქმეების კეთება მოგიწევთ. მკვდარი ჩხიკვი სახლში უსიამოვნებებსა და სხვა პირადი ხასიათის პრობლემებს ნიშნავს.

ცა - მოწმენდილი ცა გპირდებათ პატივსა და სასიამოვნო მოგზაურობას ყველაზე გამორჩეულ საზოგადოებასთან ერთად. თუ ცა მოფენილია ღრუბლებით, ეს მოასწავებს თქვენი იმედების გაცრუებას.

თუ სიზმარში მიფრინავთ ცაზე ფანტასტიკურ ცხოველთა შორის და ფიქრობთ იმაზე, სიზმარში ხდება ეს თუ ცხადში–შეგაწუხებთ ეჭვიანობა ძვირფას ადამიანზე.

მეწამული ცა სიმბოლოა მომავალი საზოგადოებრივი მღელვარებისა. მანათობლებიანი ნათელი ცა ნიშნავს თქვენი მოწოდების შესაფერ შრომას, რომელიც მოგიტანთ სიბრძნესა და სიმშვიდეს. ვარსკვლავიანი ცა მოასწავებს ბრძოლას საკუთარი თავის რეალიზაციისათვის, რომელიც წარმატებული იქნება.

თუ გესიზმრებათ, რომ მიფრინავთ ზეცისაკენ–თქვენ წინაშე არსებულ შესაძლებლობათა გამოყენება ფუჭი იქნება. თუ ცაზე კიბით ცდილობთ ასვლას, საზოგადოებაში დაიკავებთ მაღალ თანამდებობას, ორმელიც მორალურ კმაყოფილებას არ მოგიტანთ, რამდენადაც ადვილად მოგერთმევათ.

ცდუნება, შეცდენა - თუ გოგონა სიზმარში ვიღაცამ აცდუნა, იგი შეიძლება გაერთოს ისეთი ადამიანით, რომლის მომხიბვლელი გარეგნობის ქვეშ სულის სიმდაბლე იმალება. მამაკაცისათვის, სიზმარი, რომელშიც მას მაცდუნებელი ესტუმრება, აფრთხილებს, რომ მის წინააღმდეგ ცრუ ბრალდება მზადდება. თუ სიზმარში ცდუნებას აყევით, ცხადში შეიძლება უსიამოვნო საქმეებში აღმოჩნდეთ გარეული და დაკარგოთ თქვენი მეგობრების პატივისცემა. თუ დაგესიზმრათ, რომ ცდუნებას გაუძელით, ცხადშიც მოიპოვებთ კონკურენტებზე გამარჯვებას.

ცეკვები - სიზმარში მოცეკვავე ბავშვები ქალიშვილს უწინასწარმეტყველებენ ბედნიერ გათხოვებას და მეგობრულ ოჯახს. ვაჟს კი ადვილ, მაგრამ საინტერესო სამსახურს. თუ თქვენს სიზმარში ასაკოვანი ხალხი ცეკვავს, ცხადში თქვენს საქმიან სფეროში კარგი პერსპექტივები გადაიშლება. თუ გესიზმრებათ, რომ თქვენ თვითონ ცეკვავთ, ისეთი წარმატება გელით, რასაც დიდი ხანია ელით.

ცემა - თუ სიზმარში ვიღაც ძალიანაა გაბრაზებული თქვენზე ან გცემთ–ცუდია. ასეთი სიზმრის შემდეგ მოსალოდნელია ოჯახური უთანხმოება და კამათი. სიზმარში ბავშვის ცემა ნიშნავს, რომ თქვენ დამსახურებულად მიიღეთ ვიღაცის კუთვნილი ქონება.

ცეცხლი - ცეცხლი სიზმარში კარგი ნიშანია, თუ თქვენ არ იწვით მასში. ასეთი სიზმარი მეზღვაურებს წარმატებულ მოგზაურობას ჰპირდება, მიწათმოქმედებს–შემოსავალს; ცეცხლი თქვენს სახლში მყარ მეგობრობასა და დამჯერ ბავშვებს გპირდებათ. თუ ცეცხლი გამყიდველს ესიზმრა მის მაღაზიაში–მისი საქმეები წარმატებით განხორციელდება.

თუ სიზმარში ებრძვით ცეცხლს და არ აძლევთ გავრცელების საშუალებას–გექნებათ რაღაც სახლაფორთო სამუშაო; ცეცხლის დანთება მოულოდნელ სიამოვნებებს გპირდებათ, შესაძლოა მოინახულოთ მეგობრები, რომლებიც არცთუ ახლოს ცხოვრობენ მაღაზიასთან, საწყობთან და ა.შ. დამწვარი კედლები უბედურების ნიშანია. გამორიცხული არ არის, რომ ღრმა მწუხარება გადაიტანოთ, მაგრამ ფარ–ხმალი არ დაყაროთ, გჯეროდეთ საკუთარი თავის და ბედისწერაც თქვენს მხარეზე იქნება.

ციგა - ციგა სიყვარულში წარუმატებლობასა და მეგობრებთან ჩხუბს მოასწავებს. თუ თქვენ ციგაობთ, ცხადში დაუფიქრებელი ვალდებულებები დაგეკისრებათ.

ცილისწამება - თუ დაგესიზმრათ, რომ ცილი დაგწამეს, სინამდვილეში უპატიოსნობა და უვიცობა თქვენთვის ჩვეულებრივი ამბავი იქნება. თუ სიზმარში თვითონ დასწამეთ ვინმეს ცილი. მაშინ თქვენი ეგოიზმის წყალობით მეგობარს დაკარგავთ.

ციფრები - თუ სიზმარში ციფრებს ხედავთ, ეს თქვენს გადაღლილობას და ავადმყოფობას მოასწავებს. თქვენ საკუთარ თავს უნდა მიხედოთ, რადგან თქვენ შრომის უნარიანობაზეა დამოკიდებული იმ საქმეების ბედი, რომელთაც თქვენთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს.

ციხე - თუ გესიზმრებათ ციხე ან პატიმრები, ცხადში ეცდებით მიაღწიოთ პრივილეგიებს იმ პირებთან, რომლებთანაც გაკავშირებთ ნდობით აღსავსე ურთიერთობები. თუ ციხე თქვენს სიზამრში გაკაშკაშებულია–რეალურ ცხოვრებაში თქვენი პრინციპულობა დაგეხმარებათ უსიამოვნების თავიდან აცილებაში.

თუ ქალიშვილს ესიზმრება, რომ მისი შეყვარებული მოხვდა გისოსებს მიღმა, მაშინ ცხადში ექნება ყველა საფუძველი, რომ დაეჭვდეს მის პატიოსნებაში.

თუ გესიზმრებათ, რომ მოხვდით ციხეში, რეალურ ცხოვრებაში გარემოებათა უიღბლო დამთხვევა შეგიქმნით თქვენი კეთილდღეობის დამსხვრევის საშიშროებას.

თუ სიზმარში ბედნიერად დააღწევთ თავს დაპატიმრებას–მიიღებთ წინადადებას სარფიან ოპერაციაში მონაწილეობის მიღების თაობაზე. ყველა პროფესიის ადამიანისათვის ზედმიწევნით სასიკეთოა სიზმარი, რომელშიც ხედავს, რომ ვიღაც ათავისუფლებს პატიმრობიდან. თუ გესიზმრებათ ბრბო, რომელიც ცდილობს ციხის კარის გატეხვას, მაშინ ცხადში ვიღაცა მოტყუებით შეეცდება ფულის გამოძალვას.

ციხე–დარბაზი - თუ გესიზმრებათ, რომ ძველ ციხე დარბაზში იმყოფებით, ე.ი. გახდებით ისეთი ქონების მფლობელი, რომელიც შესაძლებლობას მოგცემთ, იცხოვროთ ისე, როგორც მოგინდებათ, შეგეძლებათ ბევრი იმოგზაუროთ და გქონდეთ კონტაქტები სხვდასხვა ეროვნების ადამიანებთან.

თუ გესიზმრებათ ძველი ციხე, რომლის კედლებზე ყურძნებია შემოგრაგნილი, ცხოვრებაში, როგოც ჩანს, თქვენ ძალიან რომანტიკული ადამაინი ხართ. ამიტომ თქვენთან ქორწინების დროს უნდა გამოიჩინონ სიფრთხილე, რათა არ დაუშვან შეცდომა. ასეთი სიზმრის შემდეგ ბიზნესის განვითარება ფერხდება. თუ გესიზმრებათ, რომ მიატოვეთ სასახლე, ცხადში გელოდებათ დიდი იმედგაცრუება: შესაძლოა, რომელიმე ახლობლის სიკვდილი ან თქვენი სახლის გაქურდვა.

ციხის ზედამხედველი - ციხის ზედამხედველი–მუხანათობის სიმბოლოა; ამის გარდა ზოგჯერ ეს სიზამრი მეტყველებს იმაზე, რომ თქვენს გარემოცვაში გამოჩნდება უღირსი ქალი, რომლის გატაცებით საკუთარ თავს ავნებთ.

ცოლი - თუ მამაკაცს დაესიზმრება თავისი ცოლი– ე.ი. განიცდის სულიერ დისკომფორტს დაუმთავრებელი საჭირო საქმისა და სახლის მოუწყობლობის გამო. თუ სიზმარში ცოლი უჩვეულოდ მოსიყვარულეა–ცხადში ის მიიღებს მნიშვნელოვან მოგებას რისკიანი სავაჭრო გარიგებიდან. თუ ქალს ესიზმრება, რომ ქმარი სცემს მათრახით, ე.ი. თავისი უხერხული და წინდაუხედავი საქციელით მალე დაარღვევს ჰარმონიას სახლში, თუ არ გააკეთებს შესაბამის დასკვნას სიზმრიდან.

ცოცხლად დამარხვა - თუ დაგესიზმრათ, რომ ცოცხლად დაგმარხეს, არ შეშინდეთ. ამ სიზმრის არსი უკავშირდება სიკვდილს, უბრალოდ, ცხადში თქვენ უკვე ახლოს იყავით იმასთან, რომ ჩაგედინათ გამოუსწორებელი შეცდომა, და ეს სიზმარი გევლინებათ მხოლოდ გაფრთხილებად. თუ სიზმარში უვნებლად ამოდიხართ საფლავიდან, ცხადში დიდი ძალისხმევის შედგად, იპოვით ჭეშმარიტ გზას ბედნიერებისაკენ.

ცრემლები - თუ სიზმარში ტირით, ბედმა შეიძლება უბედურება მოგიმზადოთ. თუ მტირალ ადამიანებს ნახავთ სიზმარში, თქვენი უბედურება გარშემომყოფთ გულგრილად არ დატოვებს.

ცხენი -სიზმარში თეთრი ცხენით ჯირითი ან მისი ნახვა კარგი ნიშანია, რომელიც გპირდებათ მეგობრული კავშირის სიმტკიცეს, ამხანაგებთან შეხვედრის სიხარულსა და ქალების ერთგულებას. თუ ხედავთ, რომ თქვენი ცხენი გამხდარი და ჭუჭყიანია, შესაძლოა, მატყუარა მეგობრებისაგან ან ქალისაგან გაყიდვა და შური. შავი ცხენი მიგანიშნებთ, რომ თქვენ დაკავებული იქნებით საქმიანობით, მაგრამ მოულოდნელად აღმოაჩენთ, რომ ის ფუჭი და ამაოა. ქალისთვის ეს სიზმარი ქმრის მოღალატეობაზე მიანიშნებს.

მუქი ფერის ცხენი გალაღებას, თუმცა ზოგიერთ შემთხვევაში, დაუკმაყოფილებლობას ნიშნავს. შენი თავი ნახო ცხენზე მჯდომარე–ბედნიერება და სიხარულია. ქალისათვის ეს სიზამრი ნიშნავს სრულყოფილებისაკენ სწრაფვას. ცენით ან მის გვერდით სიარული–კომფორტი და სიმშვიდეა.

თუ თქვენ ზიხართ ცხენზე და მან გაგიტაცათ, ელოდეთ უსიამოვნებას მეგობრის ან დამქირავებლისგან. თუ ცხენი მირბის რემასთან ერთად–გაიგებთ მეგობრის ავადმყოფობას. ლამაზი ცხენის ნახვა–წარმატება, ჯანმრთელობა და კმაყოფილებაა. ფაშატების რემა ნიშნავს შეყვარებულთან სიახლოვესა და ერთგულებას.

თუ ცხენზე ამხედრებული გადადიხართ მდინარეზე, გელით წარმატება და სიამოვნება, მაგრამ სიხარულს ჩრდილი მიადგება, თუ წყალი მღვრიე და ჩქარია. სუფთა წყლის ნაკადის ცხენით გადაცურვა ბიზნესმენისათვის დიდ მოგებას ნიშნავს. დაჭრილი ცხენის ნახვა–მეგობრებთან უკმაყოფილებაა. მკვდარი ცხენიც ყოველგვარ უკმაყოფილებას ნიშნავს.

ჯირითი ცხენით, რომელიც ტლინკებს ჰყრის–სიძნელენია წარმატების გზაზე. თუ ის ტლინკებს თქვენ გირტყამთ, ელოდეთ ძლიერ კონკურენტს, რომლის გამოც თქვენი ბიზნესი იზარალებს. თუ ცხენი ზედ გაწვებათ, შეიძლება შეყვარებულმა ზურგი გაქციოთ ან მომავალი გაურკვეველი იყოს ცუდი ჯანმრთელობის გამო. ცხენის დაჭერა აღვირით–ბიზნესში უკეთესობისაკენ დიდ ცვლილებებს მოასწავებს. თუ სიზმარში ვერ მოახერხეთ მისი დაჭერა, მაშინ ბედი ზურგს გაქცევთ.

ცხენის ნახვა ვაშლებში–უდიდესი მოგებაა. ნალების ნახვა–აბსოლუტური წარმატებაა. ქალს ეს სიზმარი ჰპირდება კარგ, ერთგულ ქმარს. ნახვა, თუ როგორ იჭერთ ცხენს, ნიშნავს, რომ ცდილობთ რაღაც საეჭვო საკუთრების მიღებას. მოჯირითე ცხენის ნახვა ნიშნავს, რომ თქვენ გაძღებით ცხოვრების სიტკბოებით, ფერმერისათვის კი ეს სიზამრი მოასწავებს სიმდიდრეს. მონაწილეობა დოღში–კარგი ცხოვრებაა.

ცხენის მოკვლა სიზმარში–თქვენი ეგოიზმით მეგობარს გულს ატკენთ. ცხენის ზურგზე აღწევა–თქვენი ძნელი ბრძოლის კეთილად დასასრულის ნიშანია. შეუკაზმავი ცხენით სიარული მამაკაცების კომპანიაში ნიშნავს, რომ დაგეხმარებიან პატიოსანი ადამიანები. თუ ქალთა კომპანიაში ხართ, ეს ლაპარაკობს, რომ თქვენი განცდის საგანი მსუბუქი ყოფაქცევის ქალია და თქვენი სიმდიდრე ქალზეა დამოკიდებული. ცხენის წმენდა სამურველით–საქმის ინტერესებს სიამოვნებაზე მაღლა დააყენებთ. ფაფარის ან კუდის ვარცხნა–გელით წარმატება, თუ გახდებით ფინანსისტი ან ფერმერი. ლიტერატორებს ეს სიზმარი ჰპირდება ნაწარმოებზე გულმოდგინე მუშაობას.

საერთოდ, ცხენის ნახვა–სიმდიდრის ზრდა და სიხარულია ცხოვრების ყველა სფეროში. ფორანში შებმული ცხენი ნიშნავს კეთილდღეობას, ვალდებულებების შემცირებას და დაბრკოლებების სიყვარულს. თუ ცხენით ადიხართ მაღალ მთაზე, ცხენი ვარდება, მაგრამ თქვენ მაინც აღწევთ მწვერვალს–ცხადში მიაღწევთ მაღალ მდგომარეობას, თუმცა ამისთვის მოგიწევთ მოშურნეებთან და მტრებთან შებრძოლება.

თუ გოგონა ზის შავ ცხენზე, ეს მიანიშნებს მოულოდნელ შემთხვევაზე, რომელიც დაეხმარება მას ყველა სურვილის შესრულებაში, თუმცა არა უცბად ყველასი. შავი ცხენი ნიშნავს საქმის გადავადებას. თუ ცდილობთ გატეხილი ნალის შეკეთებას, მაგრამ ის პატარა აღმოჩნდება–თქვენ დაგადანაშაულებენ თაღლითურ ოპერაციებში.

გორაკიდან დაშვება ნიშნავს, რომ საქმის ვითარება უეჭველად გაგაწბილებთ. თუ ახალგაზრდა გოგონა ხედავს, რომ უკან მიჰყვება ცხენზე ამხედრებული მეგობარი–იგი ისარგებლებს შეძლებული და გავლენიანი მამაკაცის ყურადღებით. თუ მხედარი ქალი შეშინებულია–სიზმარი მას უქადის ახლობელი ადამიანის ეჭვიანობასა და შიშს.

თუ გოგონა ხტება ცხენიდან, ის კი ამ დროს გადაიქცევა ღორად–ეს ლაპარაკობს მის მიერ ხელის მთხოვნელთა უაზრო უარყოფაზე. თუ გოგონა თეთრ ცხენს აჭენებს გორაკებიან ადგილზე და ხედავს, რომ ვიღაც შავცხენიანი ეწევა, ეს უქადის მას წარმატებებისა და წარუმატებლობების მონაცვლეობას, ასევე შიშს მისთვის საჭირო საქმის ბედზე.

ცხვარი - თუ სიზმარში ცხვარს კრეჭთ–მალე სარფიან წინადადებას მიიღებთ; ცხვრის ფარა წარმატების საწინდარია: ყელა პროფესიის ადამიანისათვის დგება ბედნიერი და შემოსავლიანი დრო. გამხდარი, მჭლე ხორცი თუ გესიზმრათ, თქვენი გეგმები, რომლებზეც დიდ იმედებს ამყარებდით, არ განხორციელდებიან. ცხვრის ხორცის ჭამა სიკეთის ნიშანია: არაკეთილმოსურნენი დასცინებენ თქვენს გრძნობებს.

თუ სიზმარში ხედავთ, როგორ კრეჭენ ცხვარს, ცხადში ბედი შემოგთავაზებთ ძალიან მომგებიან საწარმოს. თუ ფერმერი ხედავს ცხვარს–ელის გახარება, მაგრამ თუ ხედავთ გამხდარ და ავადმყოფ ცხოველებს, ის გეგმები, რომელთაგან დიდ მოგებას ელოდით, იმედს გაგიცრუებენ. ცხვრის ხორცის ჭამა–ბოროტი ადამიანები თქვენს გრძნობებს შებილწავენ.

ცხვირი - საკუთარი ცხვირის ნახვა მიგანიშნებთ, რომ უნდა გამოამჟღავნოთ სულის სიძლიერე და გააცნობიეროთ, რომ შეძლებთ დაწყებული საქმის ბოლომდე მიყვანას. თუ გეჩვენებათ, რომ პატარა ცხვირი გაქვთ, დანაკარგი და წარუმატებლობა გელით საქმეებში.

თუ გესიზმრებათ, რომ ცხვირზე თმა ამოგივიდათ, მონაწილეობას მიიღებთ რომელიღაც პროექტში, რომელიც, თქვენი ენერგიისა და აქტიურობის წყალობით, წარმატებით განხორციელდება. ცხვირიდან სისხლდენა უბედურების მაუწყებელია.

ცხვირსახოცი - ცხვირსახოცი გპირდებათ სასიყვარულო ურთიერთობას და დაუგეგმავ გარემოებებს, რომელიც შეგხვდებათ ცხოვრების გზაზე. ცხვირსახოცის დაკარგვა–ჩანაფიქრი არ აგისრულდებათ, თუმცა არა თქვენი მიზეზით. ცხვირსახოცის დახევა მოასწავებს ჩხუბს საყვარელ ადამიანთან. ჭუჭყიანი ცხვირსახოცი გაფრთხილებაა–საჭიროა მეტი დაკვირვება უახლოეს გარემოცვაზე. სუფთა, დაკეცილი ცხვირსახოცი გამცნობთ, რომ მედგრად გაუძლებთ მკაცრ გამოცდას და სარგებელსაც მიიღებთ.

ფერადი ცხვირსახოცი რისკიანი საქმეების სიმბოლოა; აბრეშუმის ცხვირსახოცი ჰარმონია ხალხთან ურთიერთობაში, რომელსაც თქვენივე კათილგანწყობითა და გულახდილობით მიაღწევთ; თუ ცხვირსახოცს უქნევთ ვინმეს–მხიარული, მაგრამ რისკიანი მოგზაურობა გელით, რომლისთვისაც საზოგადოებამ შეიძლება განგსაჯოთ.

ცხობა - თუ ქალს ესიზმრება გავარვარებული ღუმელი, ეს ნიშნავს, რომ იგი ახლობლებს ძლიერ უყვართ, ხოლო მეგობრები პატივს სცემენ მომხიბვლელობისა და მიმზიდველობის გამო. სიზმარში რაიმეს გამოცხობა–მცირეოდენ იმედგაცრუებას ნიშნავს. თუ ღუმელი გაფუჭდა და შეკეთებას საჭიროებს–შვილები ნერვიულობის საბაბს მოგცემენ.

სიზმარი, სადაც ღუმელი ცხელდება, წარმატების მაუწყებელია, ხოლო გაციებული ღუმელი მიგვანიშნებს, რომ ადამიანებთან ურთიერთობაში შეცდომებს დაუშვებთ. თუ სიზმარში ღუმელზე რაიმე დაწვით, ცხადში ელოდეთ კონკურენტებისაგან უსიამოვნო სიურპრიზებს.

ძალა - თუ თქვენ წინაშე სიზმარში ვინმემ ძალა გამოიყენა, თქვენ ცხადში რაღაც სიტუაციაში დამარცხდებით. თუ სიზმარში თქვენ გამოიყენებთ ძალას, ცხადში არაკეთილსინდისიერებისა და სიუხეშის გამო შეიძლება ახლობლების კათილგანწყობა დაკარგოთ.

ძალადობა - თუ სიზმარში ნახავთ, რომ ერთ–ერთი თქვენი ნაცნობი წააწყდა ძალადობას–თავს დაგატყდებათ მწუხარება, რომელიც თავზარს დასცემს თქვენს მეგობრებს. თუ გოგონას ესიზმრება, რომ ის გახდა ძალადობის მსხვერპლი–ცხოვრებაში შეემთხვევა უბედურება, რომელიც შებღალავს მის პატიოსნებას და მიიყვანს საყვარელ ადამიანთან დაცილებამდე.

ძაფი - სიზმარში ძაფის დასიზმრება ნიშნავს, რომ სიძნელეები, რომლებიც ბედმა მოგიმზადათ, ჯერ შორსაა. თუ ძაფი გაწყდა, მეგობართაგან ღალატი გელით.

ძაღლი - სიზმარში ავი ძაღლი ბოროტებას ნიშნავს, ალერსიანი კი წარმატებისა და ერთგული მეგობრების ნიშანია. თუ დაგესიზმრათ, რომ ჯიშიანი ძაღლი გყავთ, შეიძლება დიდი ქონება მიიღოთ. როცა სიზმარში ძაღლებით გეძებენ, ეს გაფრთხილებთ: ნუ აყვებით სახიფათო ცდუნებას. თუ სიზმარში ძაღლებმა დაგკბინეს, მეგობრებთან და პარტნიორებთან დაძაბული ურთიერთობები გექნებათ.

გამხდარი და ჭუჭყიანი ძაღლი ავადმყოფობას მოასწავებს. ძაღლის ყეფა უსიამოვნო ამბების გაგებაა. მონადირე ძაღლი სიზმარში საქმეების სასიკეთოდ შემოტრიალების ნიშანია. დეკორატიული ჯიშის ლამაზი ძაღლი გოგონას თავქარიან თაყვანისმცემელს უქადის. თუ სიზმარში დიდი ძაღლი გაშინებთ, ცხადში შეეცდებით თქვენი გარემოცვიდან გამოხვიდეთ და თავი აარიდოთ უსიამოვნებებს, თუმცა ქალს ასეთი სიზმარი კარგ მეუღლეს ჰპირდება.

თქვენს ზურგს უკან ძაღლის ყეფა ინტრიგების ნიშანია. ძაღლისა და კატის ჩხუბი სიყვარულში წარუმატებლობას მოასწავებს; მაგრამ თუ სიზმარში მათ წყალი გადაასხით, ეს სასიკეთო ნიშანია. თეთრი ძაღლი, რომელიც კუდს აქიცინებს, გრანდიოზულ წარმატებას მოასწავებს, განსაკუთრებით კი სიყვარულში. მრავალთავიანი ძაღლი ნიშნავს, რომ რეალურ ცხოვრებაში ბევრ საქმეებს ხართ მოდებული.

თუ სიზმარში ცოფიანი ძაღლი მოგდევთ და თქვენ მას გააგდებთ, ისეთი ბრძოლა მოგიწევთ, რომლის ბოლოც კეთილია. თუ დაგესიზმრათ, რომ სეირნობთ ჯიშიან ძაღლთან ერთად და იგი გველს კლავს, ცხადში სასიამოვნო სიურპრიზი გელით.

ძახილი - თუ სიზმარში გესმით უცნობი ხმით წარმოთქმული თქვენი სახელი, ე.ი. თქვენი საქმე სარისკო მდგომარეობაშია, მაგრამ უცნობი ადამიანები დაგეხმარებიან და შეძლებთ თქვენი ვალდებულებების შესრულებას. მეგობრის ან ნათესავის ხმის გაგონება–რომელიმე მათგანის ავადმყოფობა ან, შესაძლოა, სიკვდილიც კია. შეყვარებულმა თავისი შეყვარებულის ხმის გაგონება უნდა შეაფასოს როგორც გაფრთხილება: თუ ისინი არასაკმარისად ყურადღებიანნი იყვნენ ერთმანეთის მიმართ, ემუქრებათ დაცილება ნიშნობის გამო.

მკვდრის ხმის გაგონება შეიძლება იყოს გაფრთხილება: თქვენ სერიოზული ავადმყოფობის ან ბიზნესის სფეროში დიდი მღელვარების წინაშე იმყოფებით. ძახილი–ეს ექოა წარსულიდან მომავალში გადაფრენილი და ის წარმოადგენს თქვენი წინაპრის ხმის ანარეკლს, რომელიც ცხოვრობს თქვენში.–სულიერი მატერიის განსაზღვრული ნაწილი გადაეცემა თაობიდან თაობას.

ძვირფასეულობა - ძვირფასეულობა სიზმარში გიქადით კმაყოფილებასა და სიმდიდრეს. თუ სიზმარში ვიღაცაზე ნახეთ ძვირფასეულობა, მაშინ თქვენ ან თქვენი ახლობელი საყოველთაოდ ცნობილი გახდებით.

ძვირფასეულობით მორთული ტანსაცმელი მნახველს უწინასწარმეტყველებს იშვიათ წარმატებას. ძვირფასეულობის მემკვიდრეობით მიღება ან წარმატებული სავაჭრო გარიგება გპირდებათ აღმასვლას; თქვენი კეთილდღეობა საოცრად ამაღლდება, მაგრამ ეს არ დაგაკმაყოფილებთ. თუ ნახეთ, რომ ვიღაცას ჩუქნით ძვირფასეულობას, ე.ი. თქვენს ახლანდელ მდგომარეობას რაღაც ემუქრება.

თუ გოგონა სიზმარში ღებულობს ძვირფასეულობას, ეს ჰპირდება ურიცხვ კმაყოფილებას და სასურველ გათხოვებას. თუ მან ნახა, რომ დაკარგა ძვირფასეულობა, ის განწირულია იმ ადამიანებთან შესახვედრად, რომლებიც თავიანთი პირფერობით შეძლებენ მის დეზორიენტაციას.

თუ თქვენ პოულობთ ძვირფასეულობას, ასეთი სიზმარი მოასწავებს სწრაფ და ბრწყინვალე წარმატებას თქვენთვის განსაკუთრებით საჭირო საქმეში. ძვირფასეულობის გაცემა–დანაკარგია; მისი შესყიდვა–განსაკუთრებით სასურველ საქმეში დდი წარმატების იმედი.

ძვლები - საკუთარი თავის ნახვა ამოშვერილი ძვლებით–მაუწყებელია გამყიდველობისა. მკერდის ძვლების დასიზმრება მოასწავებს შიმშილსა და სიღარიბეს.

ძიძა - თუ ქალს ესიზმრა, რომ საკუთარ ბავშვს უვლის, სასიამოვნოს უნდა ელოდოს. თუ ბავშვი სხვისია–ქალი მნიშვნელოვან ადგილს დაიკავებს საზოგადოებაში და დაფასდება. თუ კაცი ნახავს საკუთარ ცოლს ძიძად–სიზმარი ჰპირდება ყველა დასაწყისის წარმატებას.

თუ გესიზმრათ, რომ შინ ძიძა დაპატიჟეთ, იგი მიუთითებს ახლობელთაგან ვიღაცის ავადმყოფობაზე ან ვიღაცასთან წარუმატებელ ვიზიტზე; თუ ძიძა ტოვებს თქვენს სახლს, ეს კარგის ნიშანია: ჯანმრთელობა და წარმატება გეწვევათ. თუ გოგონას ესიზმრა, რომ იგი ძიძაა–დაფასდება გარშემომყოფთა შორის. თუ მას ესიზმრა, რომ იგი ნამშობიარებია და მოვლა სჭირდება, რეალურ ცხოვრებაში მოტყუებული დარჩება. ზოგჯერ ეს სიზმარი დაქვრივებას ან სიდუხჭირეს მოასწავებს.

ძმები - სიზმარში თქვენი ძმები ნახოთ ჯანმრთელები და ძლიერები–კარგი ნიშანია: გექნებათ მათი ან თქვენი ბედით რეალური გახარების მიზეზი; მაგრამ თუ ისინი ღარიბი ან მწუხარენი არიან და ითხოვენ დახმარებას–ე.ი. მალე მიიღებთ ცნობას ერთ–ერთის დაღუპვის შესახებ ან გელით რაიმე დიდი დანაკარგი თქვენ ან მათ.

ძროხის ხორცი - სიზმარში სისხლიანი ხორცის ნახვა მძიმე ავადმყოფობის, დავარდნის, ჭრილობის ან სხვა ტრავმების მიმანიშნებელია; იყავით ფრთხილად. მოხარშული ხორცის ნახვა ან ჭამა ტკივილისა და ტანჯვის მაუწყებელია. სუფრაზე მიტანილი კარგად მომზადებული ხორციანი საჭმლის ნახვა, განსაკუთრებით კარგ კომპანიაში, ნიშნავს ახლობელთან და ნათესავებთან თანხმობას. ყველა სხვა შემთხვევაში ეს სიზმარი მიგანიშნებთ შესაძლო უსიამოვნებაზე.

წაბორძიკება - თუ სიზამრში რაიმეს ფეხი წამოკარით და წაიქეცით, ე.ი. ცხადში ძალზე ქარაფშუტულად და უდარდელად ცხოვრობთ, რის გამოც, შესაძლოა, თქვენი ცხოვრების მიზანი განუხორციელებელი დაგრჩეთ. თუ ვიღაც სხვა წაბორძიკდა და წაიქცა–ისარგებლებთ სხვისი შეცდომებით.

წამალი - თუ სიზმარში სვამთ კარგი გემოს წამალს–სიძნელეებს დაძლევთ და თქვენს ცხოვრებას უკეთესობისკენ შეცვლით; მაგრამ თუ წამალი მწარეა, გელით ხანგრძლივი ავადმყოფობა, ღრმა მწუხარება ან დანაკარგი. თუ წამალს აძლევთ სხვას, ე.ი. ცხოვრებაში ზიანს მიაყენებთ მას, ვისაც თქვენი სჯეროდა.

წარბები - სიზმარში ვიღაცის წარბების ნახვა გაფრთხილებთ ავისმომასწავებელ დაბრკოლებაზე.

წარუმატებლობა - თუ სიზმარში ითმენთ წარუმატებლობას, რეალურ ცხოვრებაში დიამეტრულად საწინააღმდეგოდ ასრულდება. შეყვარებული, რომელსაც ესიზმრება, რომ უარყვეს, სულიერად უნდა გაძლიერდეს და მოინადირებს თავისი რჩეულის გულს.

თუ თქვენ შეგაშინეს ან შეურაცხგყვეს–ცხადშიც იმავე მდგომარეობას ასახავს. თუ ახალგაზრდა ქალს ესიზმრა, რომ ცხოვრება ვერ აეწყო–ის ასამარებს საკუთარ ნიჭს: მან უფრო ენერგიულად უნდა იმოქმედოს. თუ მეწარმე ხედავს სიზმარში უბედურებას, მას მეტი ძალისხმევა დასჭირდება.

წერა (რაიმეს დაწერა) - თუ დაგესიზმრათ, რომ რაიმეს წერთ, ცხადში დაღუპვის ტოლფას შეცდომას დაუშვებთ. თუ ხედავთ, როგორ წერენ სხვები–ე.ი. თქვენი უზრუბველყოფა სხვების გაღიზიანებას იწვევს: შეიძლება სასამართლო პროცესითაც დაგემუქრონ. უცნაური წარწერის გარჩევის მცდელობა სიზმარში ნიშნავს, რომ გამარჯვებას მხოლოდ საქმის არსებული სახით დატოვების შემთხვევაში მიაღწევთ.

წერილი - შეკვეთლი წერილი ნიშნავს, რომ რაღაც ფინანსური პრობლემა ძველ მეგობრობას ჩაგიშლით. გოგონასთვის ეს იმის მაუწყებელია, რომ მას შესთავაზებენ მისი მორალისთვის შეუფერებელ ფინანსურ უზრუნველყოფას. შეყვარებულს ეს სიზმარი აფრთხილებს, რომ რჩეული მას ღალატობს.

ანონიმური წერილი შეურაცხყოფაზე მიანიშნებს. თუ სიზმარში თავად წერთ ანონიმურ წერილს, ეს თქვენი მეტოქისადმი ეჭვიანობაზე მიანიშნებს, რომელიც თქვენ თავზე უკეთესად მიგაჩნიათ. უსიამოვნო ამბავი წერილში–ავადმყოფობას მოასწავებს. კარგი ამბავი–პირიქით, ბევრ სასიამოვნო მოვლენებს.

მწვანე ან სხვა ფერის ქაღალდზე დაწერილი წერილი წარუმატებლობას და სიყვარულში გაცრუებას ნიშნავს. ლურჯი მელანი–სტაბილურობისა და მყარი გრძნობების ნიშანია, წითელი–ეჭვიანობა და განშორებაა. თუ გოგონა სიზმარში შეყვარებულს უმალავს წერილს–მას მეტოქე გამოუჩნდება.

თუ სიზმარში ვინმემ წერილი წაგართვათ, ცხადში შეეცდებიან ჩირქი მოგცხონ. თუ წერილს ვერ კითხულობთ, თქვენი რეპუტაცია შეილახება. თუ ცდილობთ ვინმესთვის წერილის წართმევას, მაშინ ცხოვრებაში ცუდი ამბები შეგემთხვევათ.

შავ, სამგლოვიარო ჩარჩოში ჩასმული წერილი ავადმყოფობას ან ახლობლის გარდაცვალებას ნიშნავს; თეთრი ასოები შავ ფონზე–მოწყენილობა დაგეუფლებათ და მას მეგობრები გაგიქარწყლებენ; თუ სიზმარში ცოლი ან ქმარი გაძლევთ წერილს–განქორწინება გელით. შეყვარებულებს ეს სიზმარი ჩხუბს უქადის.

თუ სიზმარში წერთ წერილს, ე.ი. ვიღაცას გაკიცხავთ და შემდეგ ინანებთ. გახეული წერილი შეცდომების დაშვებას ნიშნავს. წერილის ხელში დაჭერა იმის მაუწყებელია, რომ თქვენ უსამართლოდ მოექცევით ახლობლებს. თუ ხშირად გესიზმრებათ, რომ წერილს ღებულობთ მეგობრისაგან, ცხადშიც ასე მოხდება.

წვერი - წვერის დასიზმრება ნიშნავს, რომ თქვენ დაგიპირისპირდებათ თქვენთვის უცხო სულისკვეთების ადამიანი, შესაძლოა, მოგიხდეთ სასტიკი ბრძოლა ხელისუფლებისათვის, რომლის დროსაც გარდაუვალია მატერიალური დანაკარგი. ჭაღარა წვერი გიქადით წრუმატებლობასა და გაყრას.

თუ სიზმარში ვიღაცა გექაჩებათ წვერზე, ცხადში წააწყდებით საშიშროებას თუ თქვენებურად არ მოიქცევით. დავარცხნა და საკუთარი წვერით ტკბობა მიუთითებს, რომ თქვენი კავშირები და პატივმოყვარეობა გაიზრდება შემოსავალთან ერთად, მაგრამ თქვენ გარისკავთ თქვენი ძველი კომპანიონების დაკარგვას.

სიზმარში წვეროსანი ქალის ნახვა ნიშნავს უსიამოვნო შეხვედრას ან ავადმყოფობას. თუ ქალი სიზმარში ეალერსება წვერს, ის დაარღვევს დაუქორწინებლობის აღთქმას. სამწუხაროდ, მოსალოდნელი ქორწინება ბედნიერი არ იქნება.

წვეულება - სიზმარში წვეულებაზე უცნობ ადამიანებთან ერთად თუ იმყოფებით, რომლებიც თავს გესხმიან გაძარცვის მიზნით, ე.ი. გყავთ მტრები, რომლებიც გაერთიანდებიან თქვენ წინააღმდეგ. თუ თქვენ არ შეშინდებით–ცხადში გადალახავთ ნებისმიერ უსიამოვნებას საქმეშიც და სიყვარულშიც.

სიზმარში თუ იმყოფები მხიარულ მეგობრულ წვეულებაზე–კარგი ნიშანია: მალე დარწმუნდებით, რომ ცხოვრებაში ბევრი კარგი რამ არის, თუ წვეულებაზე ვინმემ არ დაარღვია თქვენი განწყობა.

წიგნები - წიგნების თვალიერება ან კითხვა ნიშნავს, რომ გექნებათ ღირსება, პატივისცემა და სიმდიდრე. ავტორი თუ ნახავს, რომ მისი წიგნი იბეჭდება, ეს მიანიშნებს, რომ მისი წიგნის გამოსვლამდე ის მრავალ უსიამოვნებას შეხვდება.

თუ სიზამარში ხედავთ, რომ დიდ ენერგიას ხარჯავთ, რათა ჩაწვდეთ რომელიღაც ავტორის ტექსტის არსს–მაუწყბელია დაფასებისა და დაჯილდოებისა, რომელიც შედეგი იქნება თქვენი ხანგრძლივი შრომისა. სიზმარში თუ ნახულობთ ბავშვებს, რომლებიც კითხულობენ, ლაპარაკობს ჰარმონიასა და ახალგაზრდების კარგ საქციელზე. ძველი წიგნები მიგანიშნებენ რომ უნდა უფრთხილდეთ ყოველგვარი სახის ბოროტებას.

წინააღმდეგობა - სხვადასხვა წინააღმდეგობები თქვენს გზაზე–დროებითი გაჭირვების ნიშანია: ეს შეიძლება იყოს ავადმყოფობა ან მტრების ხრიკები; მაგრამ თუ თქვენ ისინი გადალახეთ, ელოდეთ სიტუაციის გამოსწორებას. შეყვარებულებს ეს სიზმარი სულიერ ჰარმონიას ჰპირდება.

წინადადება - თუ თქვენ ვინმეს წინადადება მიიღეთ, ან თავად გაუკეთეთ ვინმეს წინადადება, ეს სიზმარი გაფრთხილებთ, მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდოთ თქვენს საქმეს, წინააღმდეგ შემთხვევაში უსიამოვნებები გელით.

წინასწარმეტყველება - თუ გესიზმრებათ, რომ წინასწარმეტყველის უნარით ხართ დაჯილდოებული, ცხადში სამუშაოს შეცვლა მოგიხდებათ, მაგრამ იქ ძალზე არასაიმედო პარტნიორები გეყოლებათ. თუ სიზმარში ნათელმხილველთან მიდიხართ, ეს კომერციულ საქმიანობასა და ქორწინებაში წარუმატებლობას მოასწავებს.

წისქვილი, მეწისქვილე - წისქვილის ნახვა სიზმარში კარგი ნიშანია, რომელიც გეუბნებათ, რომ თქვენი საქმეები გაუმჯობესდებიან. ქალს თუ ესიზმრება, რომ უშედეგოდ ცდილობს წისქვილის ამუშავებას, მზად უნდა იყოს იმედგაცრუებისათვცის: შესაძლოა მის რჩეულს არც ისე კარგად წაუვიდეს საქმე, როგორც იმედოვნებდა. მომუშავე წისქვილი გპირდებათ წარმატებას მაშინ, როცა დანგრეული, პირიქით–გიქადით მძიმე განსაცდელს, რომელიც შეიძლება მოულოდნელად დაგატყდეთ თავზე, თუ არ გაითვალისწინებთ ამ წინასწარმეტყველებას.

წიწაკა - თუ სიზმარში ენა წიწაკით დაგეწვათ, მეგობრები ჭორაობის გამო გაგკიცხავენ. წითელი წიწაკა ბოსტანში მოასწავებს თქვენს გათხოვებას საიმედო და მომჭირნე პიროვნებაზე. ასხმული წითელი წიწაკა მიგანიშნებთ იმაზე, რომ თქვენი უფლებების დაცვა მოგიწევთ.

თუ თქვენ შავ წიწაკას ფქვავთ, მზაკვრული ხრიკების მსხვერპლი გახდებით. შავი წიწაკის დაბნევა–ჩხუბისა და ურთიერთშელაპარაკების მომასწავებელია. თუ გოგონა საჭმელს ბევრ წიწაკას აყრის–მეგობრები მოატყუებენ.

წიწილები - წიწილების გამოყვანა სიზმარში ახლო მომავალში სერიოზულ უსიამოვნებებსა და სადარდებელს მოასწავებს. ახალგამოჩეკილი წიწილები ახალი საქმის წამოწყებაა, რომელიც თქვენგან დიდ ძალისხმევას მოითხოვს, როგორც ფიზიკურ, ისე სულიერს. თუ სიზმარში წიწილებს ეძახით საქათმეში შესარეკად–თქვენ მიმართ ვიღაცას ცუდი ზრახვები ამოძრავებს. თუ თქვენ წიწილას მიირთმევთ, ცხადში თქვენი ეგოიზმისაგან სერიოზულად დაზარალდებით და თქვენი მდგომარეობა გაუარესდება.

წრე, რგოლი - თუ სიზმარში ხედავთ წრეს, ე.ი. თქვენი იმედი დიდ მოგებაზე მცდარი იყო. თუ რგოლი ესიზმრება ქალს, განსაკუთრებული წინდახედულება უნდა გამოიჩინოს, რადგან ნებისმიერმა გაუფრთხილებლობამ შეიძლება ჩააყენოს გამოუვალ მდგომარეობაში, თუმცა, ეს არ ეხება მის ქორწინებას.

წუხილი - ასეთი სიზმარი ზოგჯერ კარგი ნიშანია–მაუწყებელია წარმატებისა და მძიმე მდგომარეობის შემდეგ ძალების აღდგენისა; მაგრამ თუ მძინარე შფოთავს რაღაც ძალზე საჭიროზე, ეს მოასწავებს ცუდ პროგნოზს მისთვის, როგორც სამსახურში, ისე საზოგადოებაში.

წყალი - სუფთა წყლის ნახვა კარგი ნიშანია–გელით კეთილდღეობა და მცირე სიხარული. თუ წყალი მღვრიეა, ხიფათში იმყოფებით და თქვენს სიხარულს შეცვლის ნაღველი.

თუ ხედავთ, რომ თქვენი სახლი წყლით ივსება, მოგიწევთ ბრძოლა ბოროტებასთან და სანამ წყალი არ გაჩერდება, ხიფათისაგან თავს ვერ დააღწევთ.

თუ მიდიხართ ნესტიან მიწაზე და გრძნობთ, რომ ფეხები დაგისველდათ, ე.ი. სიღარიბე და ავადმყოფობა გაიძულებენ, ეძებოთ ცხოვრებისეული სიძნელეებისაგან თავის დაღწევის გზა და მიიღებთ ღირსეულ გადაწყვეტილებას. ასევე შეიძლება აიხსნას სიზმარი, როდესაც მღვრიე წყლით ივსება ხომალდი.

მღვრიე წყალში ჩავარდნა მიგანიშნებთ, რომ თქვენ ჩაიდენთ მრავალ შეცდომას, რომლის გამოც ინერვიულებთ. მღვრიე წყლის დალევა–ავადმყოფობაა, მაგრამ სუფთა და ახალი წყალი ყველაზე გაბედული ოცნებების კეთილი დასასრულია. სიზმარში საწყლოსნო სპორტით დაკავება ახალი სიყვარულისა და ვნების გაღვიძებას მოასწავებს. თუ თავზე გესხმევათ სუფთა წყალი, ნიშნავს მოულოდნელ და მძაფრ განცდას, რომელიც ორმხრივი იქნება.

წყენა - წყენის განცდა სიზმარში ნიშნავს, რომ სულის სიღრმეში საკუთარი თავით, თქვენი ქცევებითა და დაუფიქრებელი გამოხტომებით უკმაყოფილო ხართ; თუ დაგესიზმრათ, რომ ვიღაცა გააბრაზეთ, ეს ნიშნავს, რომ დასახული მიზნის მისაღწევად მოგიწევთ მრავალი წინააღმდეგობის გადალახვა.

თუ ქალი სიზმარში ბრაზობს ან აბრაზებს ვინმეს, ცხადში ის გააკეთებს აჩქარებულ დასკვნებს, რასაც ინანებს. ზოგჯერ წყენა უსიამოვნო ამბავს მოასწავებს.

წყვილი - სიზმარში ნებისმიერ საგანთა წყვილის ნახვა–ადამიანების თუ ცხოველების–თქვენს კეთილდღეობასა და იმ სასიკეთო ცვლილებებზე მიუთითებს, რომლებსაც არც კი მოელოდით. სიბნელეში ნანახი შეყვარებული წყვილი–კარგი ამბის მომასწავებელია.

წყურვილი - თუ სიზმარში გწყურიათ, ე.ი. ცხოვრებაში მიელტვით რაღაც მიუწვდომელს, მაგრამ თუ წყურვილს მოიკლავთ გემრიელი სასმელით, თქვენი სურვილი განხორციელდება. თუ თქვენ ხედავთ სხვა მწყურვალ ადამიანებს, რომლებიც სვამენ, ე.ი. ისიამოვნებთ გავლენიანი ადამიანების განწყობით.

ჭა, წყარო - თუ სიზმარში მუშაობთ ჭის წესრიგში მოსაყვანად, ე.ი. ცხადში ვერ უმკლავდებით თქვენ ირგვლივ წარმოქმნილ არახელსაყრელ ვითარებას და ექცევით სხვების ინტერესების გავლენის ქვეშ. თუ სიზმარში ჩავარდით ჭაში, ეს გაფრთხილებთ: არ ჩავარდეთ დეპრესიაში. თუ ჭა ჩაინგრა, ეს ნიშნავს, რომ მტრები თქვენს ჩანაფიქრებს მთლიანად გააბათილებენ.

ცარიელი ჭა, ნიშნავს, რომ თქვენ გაგქურდავენ, თუ თქვენს საიდუმლოს გაანდობთ უცხო ადამიანებს. თუ გესიზმრებათ, რომ ჭიდან წყალს ქაჩავენ–მოგეცემათ მდგომარეობის გაუმჯობესების შესაძლებლობა. არტეზიული ჭა ბრწყინვალე შესაძლებლობას გიქადით: თქვენ შეაბიჯებთ ცოდნისა და განცხრომის სამყაროში. თუ ჭიდან იღებთ წყალს, ეს ნიშნავს, რომ აგისრულდებათ სასურველი ოცნება, მაგრამ თუ წყალი მღვრიე და უსუფთაოა, გარდაუვალია უსიამოვნება.

ჭადრაკი - თუ თქვენ ჭადრაკი გესიზმრებათ, ეს საქმეების შეჩერებასა და ჯანმრთელობის გაუარესებას მოასწავებს. თუ ჭადრაკის პარტია წააგეთ, უპატიოსნო ადამიანები ბევრ უსიამოვნო მომენტებს შეგიქმნიან. ხოლო თუ თქვენ პარტია მოიგეთ, სიძნელეებს კარგად გაართმევთ თავს.

ჭამა - თუ გესიზმრებათ, რომ მარტო ჭამთ, ე.ი. გემუქრებათ დანაკარგი და მელანქოლია. თუ სიზმარში ჭამთ კარგ საზოგადოებაში, ცხადში გელით წარმატება საქმეებში, კარგი გარემოცვა და ბრწყინვალე პერსპექტივები ბიზნესში. თუ ხედავთ, რომ თქვენი გოგონა მაგიდიდან ალაგებს ნაჭამ ხორცს, ცხადში გაგანაწყენებთ თქვენგან დამოკიდებული ხალხი, რომელსაც თქვენ პატივს არ სცემთ. იგივე შეიძლება ითქვას რესტორნის ოფიციანტზე.

ჭაობი - ჭაობის ნახვა სიზმარში ნიშნავს მძიმე ტვირთს, რომლისგან თავის დაღწევის ყოველი მცდელობა, გრძნობთ, რომ უნაყოფოა–ავადმყოფობამ ან ნებისმიერმა სხვა უსიამოვნებამ შეიძლება დაგჩაგროთ.

თუ სიზმარში ჭაობიდან ადგილს გაივლით–ცხადში გაუთვალისწინებელი გარემოებები გაიძულებენ გეგმებზე უარის თქმას.

ჭაღი, ფარანი - ჭაღი სიზმარში ნიშნავს მოულოდნელ წარმატებას, რომელიც მოგცემთ საშუალებას, დატკბეთ სიამოვნებითა და სიმდიდრით. თუ გესიზმრებათ გატეხილი, დიდი ხნის გაუწმენდავი ფარანი–ბირჟაზე წარუმატებელი თამაში გაანადგურებს თქვენი შეხედვით ასე საიმედოდ განმტკიცებულ ბედს. თუ დაგესიზმრათ, რომ შუქი ჩაქრა იმ ფარანში, რომელიც თქვენ გინათებდათ, ე.ი. ავადმყოფობა ან უბედურება გააბუნდოვნებს თქვენს მომავალს, რომელიც ასე ბევრს გპირდებოდათ.

ჭექა–ქუხილი - სიზმარში ჭექა–ქუხილის ხმის გაგონება ნიშანია საქმეებში წარუმატებლობისა. ჭექა–ქუხილის ზონაში მოხვედრა–მოახლოებული უბედურების მაუწყებელია. მიწის შემაზანზარებელი ჭექა–ქუხილის ძლიერი გრუხუნი მოასწავებს დიდ დანაკარგსა და იმედგაცრუებას.

ჭიები - ჭიები სიზმარში ინტრიგების სიმბოლოა. თუ გოგონას დაესიზმრა, რომ მას ჭიები დასცოცავენ ზედ, ცხოვრებაში იგი ძირითადად მატერიალური გამორჩენის ძებნით იქნება დაკავებული. თუ ის მათ იშორებს, ცხადში შეეცდება თავი დააღწიოს მერკანტილურ მისწრაფებებს და სულიერებას მეტ დროს დაუთმობს.

თუ ჭიებს სათევზაოდ აგროვებთ, ცხადში თქვენი კონკურენტების მოხერხებულად გამოყენებას შეძლებთ. ხანდახან ჭიები სიზმარში იმაზეც მიგანიშნებთ, რომ დროა საკუთარ ჯანმრთელობას მიხედოთ.

ჭიშკარი - სიზმარში ჭიშკრის ნახვა ან ჭიშკარში შესვლა საგანგაშო ცნობაა მის შესახებ, ვინც ახლა თქვენთან არ იმყოფება. საქმეში კი შეიძლება გაუგებრობას ნიშნავდეს. დაკეტილი ჭიშკარი–ნიშანია გადაულახავი წინააღმდეგობებისა; მაგრამ თუ თვითონ კეტავთ–ესაა წარმატება საქმეში და ერთგული მეგობრები. გატეხილი, ძველი კარები მოასწავებს წარუმატებლობას და წინააღმდეგობრივ გარემოებას. მას, ვინც სიზმარში კარებზე ქანაობდა, უნდა ახსოვდეს, რომ უნაყოფო საქმიანობას ეწევა. ჭიშკარში შესვლა ან მისი გაღების მცდელობა ნიშნავს, რომ თქვენი შრომა წარუმატებელი იქნება.

ჭორები - თუ სიზმარში ჭორების სამიზნე ობიექტი გახდით, არის საშიშროება, შეცდომა დაუშვათ საქმიანი პარტნიორების შერჩევისას; შეიძლება ნამდვილ საქმიან ადამიანებს ისინი ამჯობინოთ, ვისთანაც მხოლოდ გართობაა შესაძლებელი. თუ გოგონას დაესიზმრა, რომ იგი ჭორაობს, ცხადში მალე მიხვდება, რომ მისი რჩეული მხოლოდ კარგი ადამიანის როლს თამაშობდა.

ჭრილობა - თუ გესიზმრებათ, რომ დაგჭრეს–ეს საქმეში არასასურველ შემობრუნებას მოასწავებს. თუ დაჭრილებს ხედავთ–ერთ–ერთი თქვენი მეგობარი თქვენ მიმართ უსამართლო იქნება. თუ დაჭრილს დახმარებას აღმოუჩენთ, ე.ი. ბედისაგან მინიჭებულ შანსს სრულად გამოიყენებთ.

ჭურჭელი - სუფთა ჭურჭელი–კეთილის ნიშანია, რომელიც კეთილდღეობას მოასწავებს. ჭუჭყიანი ჭურჭელი–არასასურველი მოვლენების მაუწყებელია. თეფშის ხელში აღება–წარმატებაა, დავარდნა და გატეხვა–დროებითი წარმატება.

თუ დაგესიზმრათ, რომ ათვალიერებთ სუფთა, ლამაზ ჭურჭელს, თქვენს სახლში წესრიგი იქნება. თაროებზე ლამაზი ჭურჭლით გაფორმებული მაღაზიის ნახვა გოგონასათვის საიმედო ქორწინებას ნიშნავს. ჭურჭლის ცარიელი თაროები, ქაოსისა და საქმიან სფეროში უსიამოვნების ნიშანია.

ხალიჩა - ხალიჩა სიზმარში ნიშნავს შენაძენს და შეძლებულ მეგობარს, რომელსაც შეუძლია დაეხმაროს საჭიროების შემთხვევაში. სიარული ხალიჩაზე ბედნიერება და გალაღებაა. ხალიჩის ყიდვა გიქადით დიდ შემოსავალს. თუ თქვენ ყიდით ხალიჩას, ცხადში მოგიწევთ სასიამოვნო და მომგებიანი მოგზაურობა. თუ ხალიჩა ესიზმრება ახალგაზრდა გოგონას, ის მალე გახდება მშვენიერი სახლის დიასახლისი.

ხანჯალი - ხანჯალი სიზმარში ნიშნავს უსიამოვნებას თქვენი მტრების მხრიდან. თუ ვიღაცას გამოგლიჯეთ ხელიდან ხანჯალი–თქვენ შეძლებთ, გავლენა მოახდინოთ მოწინააღმდეგეზე და თავიდან აიცილოთ უბედურება.

ხარახურა, ნაყარ–ნუყარი - ხარახურა ნიშნავს, რომ ის სამუშაო, რომელიც თქვენ უნდა გააკეთოთ, რთული და უინტერესოა, მაგრამ როცა საქმეს ბოლომდე მიიყვანთ, კმაყოფილების გრძნობა დაგეუფლებათ. თუ სიზმარში ხარახურას წვავთ, მოულოდნელად რაღაც შემოსავალი გაგიჩნდებათ. დამტვრეული ავეჯის გროვა იმის ნიშანია, რომ თქვენი დაუფიქრებელი საქციელი უბედურებამდე მიგიყვანთ.

ხარი - ხარის ნახვა სიზმარში გპირდებათ ლიდერობას თქვენს წრეში და ქალების თაყვანისცემას. თუ ხედავთ ნასუქ ხარს მწვანე საძოვარზე, ცხადში მიაღწევთ ისეთ მწვერვალს, რომელზეც არც კი გიოცნებიათ. თუ ხარი გამხდარია–ბედი ისეთი გულუხვი არ იქნება, მეგობრები კი ზურგს გაქცევენ.

უღლისათვის კარგად შერჩეული ხარები ნიშანია ბდნიერი ქორწინებისა. თუ ხარები წყალს სვამენ სუფთა გუბურიდან ან ნაკადულიდან, მალე მიიღებთ დიდი ხნის ნაოცნებარ უძრავ ქონებას, ან შესაძლოა, დაიმსახუროთ ლამაზი და ერთგული ქალის კეთილგანწყობა; მაგრამ თუ ეს ქალს ესიზმრება–ის დაიპყრობს თავისი შეყვარებულის გულს.

ხაფანგი - თუ თქვენ სიზმარში აგებთ ხაფანგს–თქვენი მიზნების მისაღწევად ინტრიგაზეც კი წახვალთ. ხაფანგში გაებათ–მტრებს დაუთმობთ. თუ სიზმარში ხაფანგით იჭერთ რამეს, წარმატება გელით. ცარიელი ხაფანგი მიუთითებს წარუმატებლობაზე. გატეხილი ან ძველი ხაფანგი ნიშნავს ახლობლის შესაძლო ავადმყოფობას.

ხეები - თუ თქვენ სიზმარში ხედავთ ახალგაფურჩქვნილ ხეს–ე.ი. მთელი თქვენი გეგმები და სურვილები ახდებიან. გამხმარი ხე გამოხატავს მწუხარებასა და დანაკარგს. ასვლა ხეზე ნიშნავს სწრაფ დაწინაურებას სამსახურში.

სიზმარში მოჭრა ხე ან მიიღო ის ფესვიანად–ე.ი. თქვენ სულელურად გაფანტავთ თქვენს ძალებსა და სიმდიდრეს. ახალმოჭრილი მწვანე ხე ნიშნავს, რომ, მიუხედავად თქვენი ახლანდელი კარგი მდგომარეობისა, მაინც მოგელით უბედურება.

ხელბორკილები - საერთოდ, ხელბორკილები ან ბორკილები საშიშროების, ხიფათის ან ავადმყოფობის ნიშანია, თქვენ გარშემოც არასასურველი გარემო იქნება. თუ სიზმარში საკუთარ თავს ხედავთ ხელბორკილებით, ე.ი. არაკეთილმოსურნეთა გარემოში ხართ.

თუ სხვას ხედავთ ხელბორკილებით–შეძლებთ ცუდ ზემოქმედებისაგან თავის დაცვას. ხელბორკილთაგან გათავისუფლება ნიშნავს წინააღმდეგობათა დაძლევას.

ხელი - ლამაზი ხელები სიზმარში წარმატების ნიშანია–საზოგადოებაში სასურველ ადგილს დაიკავებთ. თუ ხელები მახინჯი და მოუვლელია, ეს იმედგაცრუებასა და სიღარიბეზე მიანიშნებს. ხელზე სისხლი ახლობლებზე იმედგაცრუების ნიშანია. თუ სიზმარში ხელი გაიჭერით, ვიღაც ისარგებლებს თქვენი ძალისხმევის შედეგებით.

მოკვეთილი ხელი ცხოვრებაში მარტოობას ნიშნავს:გარშემომყოფნი ვერ გაიგებენ. თუ სიზმარში ხელი დაიწვით, ცხადშიწარუმატებლობა გელით და სიმდიდრისა და დიდების გზაზე დამარცხდებით. თუ დაგესიზმრათ თმიანი ხელები, ე.ი. თქვენი მეგობრების წრეში მნიშვნელოვან ფიგურად ვერასოდეს იგრძნობთ თავს.

თუ სიზმარში თქვენი ხელები ძალზე დიდად დაგესიზმრათ, სწრაფი აღმასვლა გელოდებათ; ხოლო თუ პირიქით–თქვენ დამარცხება გემუქრებათ.ხელებზე ჭუჭყი–გარშემომყოფთა მიმართ თქვენს უსამართლო დამოკიდებულებას მოასწავებს.

სიზმარში ხელების დაბანა რაიმე სასიამოვნო დღესასწაულში მონაწილეობის მიღებას ნიშნავს.

თუ სიზმარში ქალი თავისი ხელებით ტკბება, ეს ნიშნავს რომ მამაკაცები მის მიმართ ვერ დარჩებიან გულგრილნი. თუ იგი სხვისი ხელების სილამაზით არის აღფრთოვანებული – მას ეჭვიანი თაყვანისმცემელი ეყოლება. თუ სიზმარში მას ვინმე ხელით იჭერს, ე.ი. იგი რაღაც უკანონო ქმედებაში იქნება ჩარეული; თუ

მას სიზმარში ვინმე ხელზე კოცნის, თავის რეპუტაციაზე ზრუნვა მოუწევს. თუ ხელში ცეცხლი უჭირავს და ამავე დროს ხელები ეწვება, ცხადში დიდ წარმატებას მიაღწევს და ბევრი ქვეშერმდომი ეყოლება. შეკრული ხელები სიძნელეების გადალახვას ნიშნავს. თუ თქვენ თოკების მოშვებას შესძლებთ, ამ შემთხვევაში სხვებს აიძულებთ ისეთ მოქცევას, როგორც თავად გსურთ.

ხელის ჩამორთმევა - თუ გოგონა გამოჩენილ საზოგადო მოღვაწეს ართმევს ხელს, ცხადში მას ბევრი თაყვანისმცემელი ეყოლება. მაგრამ თუ ეს დაძაბუნებული მოხუცია–ცხადში, იქ, სადაც მას გართობა ელოდა, იმედგაცრუება მოელის. თუ თქვენზე მაღალ ადამიანს ართმევთ ხელს, რაღაც სფეროში მოგიწევთ მეტოქეებთან შეჭიდება. თუ პირიქით–თქვენი სიკეთე და კეთილგანწყობა წარმატების მიღწევაში დაგეხმარებათ.

ხელნაწერი - დაუმთავრებელი ან დაკარგული ხელნაწერი–ცხოვრებაში იმედგაცრუებას მოასწავებს. თუ ხელნაწერი დასრულებულია და გარკვევით იკითხება, თქვენი ყველაზე სანუკვარი ოცნებები აგიხდებათ. ხელნაწერზე მუშაობა თქვენს გეგმებს საფრთხის წინაშე აყენებს; მაგრამ თუ თავიდანვე სუფთად წერთ, შესაძლებელია, ბიზნესში წარმატებას მიაღწიოთ.

თუ დაგესიზმრათ, რომ ხელნაწერი დაგიწუნეს, წარმატებას სწორედ იქ მიაღწევთ, სადაც გამარჯვების იმედი ნაკლებად გქონდათ. ცეცხლმოკიდებული ხელნაწერი კოლეგებში თქვენი ავტორიტეტის საგრძნობლად ამაღლებას მიანიშნებს.

ხელფასი - ხელფასის მიღება სიზმარში წარმატების მომტანია იმ ადამიანებისათვის, რომლებიც ახალ ბიზნესს იწყებენ. თუ თქვენ უხდით ხელფასს–გელით ვიღაცის უკმაყოფილება. თუ დაგიქვეითეს ხელფასი–გაფრთხილებაა, რომ თქვენ წინააღმდეგ უღირსად მოქმედებენ. სიზმარში ხელფასის მომატება–ცხადში არაჩვეულებრივი შენამატია ნებისმიერი ოჯახისათვის.

ხერხი - თუ სიზმარში ხელის ხერხით ხერხავთ, ე.ი. თქვენ საქმიანი და ენერგიული ადამიანი ხართ და შეგწევთ უნარი, თქვენი ოჯახი უზრუნველყოთ. მექანიკური ხერხი ნიშნავს, რომ მსხვილი საწარმოს ხელმძღვანელი გახდებით და დიდძალი მოგება გექნებათ. თუ ასეთი სიზმარი ქალს ესიზმრება, ცხადში ყველა მის რჩევებს გაითვალისწინებს.

დაჟანგული ან გატეხილი ხერხი უსიამოვნებებს მოასწავებს. თუ თქვენ სიზმარში დაკარგეთ ხერხი, დასაწყისშივე უიმედო იდეას მოკიდებთ ხელს; ხერხის წკრიალი ოჯახში სიუხვეს მოასწავებს; თუ მოულოდნელად იპოვეთ ძველი ხერხი, შეძლებთ წარმატების დაბრუნებას. ხერხის მხრით ტარება ნიშნავს, რომ თქვენ საპასუხისმგებლო სამუშაოს დაგავალებენ.

ხვევნა, ჩახუტება - თუ ქალი სიზმარში ეხვევა ქმარს–ოჯახურ უთანხმოებას ნიშნავს, განსაკუთრებით, თუ დადარდიანებული ეხვევა; ახლობლების ხვევნა–ავადმყოფობასა და ჩხუბს მოასწავებს. თუ შეყვარებულს ესიზმრება, რომ იგი ეხვევა საყვარელ პიროვნებას, სიზმარი იგივეს უქადის. თუ თქვენ ეხვევით ვინმეს და სიხარულით გევსებათ გული, ბედნიერებას ელოდეთ. თუ უცნობ ადამიანს ეხვევით–მოულოდნელი სტუმრები გეყოლებათ.

ხველება - სიზმარი, რომელშიც გაწუხებთ განუწყვეტელი ხველა, მეტყველებს თქვენს ცუდ მდგომარეობაზე, მაგრამ ყველაფერი კარგად შეიცვლება, თუ სიზმარში გაიკურნეთ თქვენს თავზე სისტემატური ზრუნვით. თუ სიზმარში სხვები ახველებენ, ეს მოასწავებს უსიამოვნებებს, რომლებსაც, ბოლოს და ბოლოს გაუმკლავდებით.

ხილი - სიზმარში მწიფე ხილი ხეებზე ნათელ მომავალს, ხოლო მკვახე–ტყუილ ფაციფუცსა და საქმეებს მოასწავებენ. თუ სიზმარში ხილით ვაჭრობთ, ცხადში მსხვილ, მაგრამ არასარფიან გარიგებას შემოგთავაზებენ. თუ ქალს დაესიზმრა, რომ იგი გადამწიფებულ ხილს მიირთმევს, მას მორალური დაცემა და ნაანდერძევის დაკარგვა ემუქრება.

ხმა - სიზმარში სასიამოვნო, მშვიდი ხმის მოსმენა მაუწყებელია შერიგებისა და თანხმობისა: გაბრაზებული ხმის მოსმენა მიგანიშნებთ უსიამოვნებაზე. ტირილის გაგონება–თქვენი თავშეუკავებლობით გულს ატკენთ ახლობელ ადამიანს.

ღმერთის ხმა სიზმარში მოგიწოდებთ სულიერი სრულყოფისაკენ, რომელიც, თავის მხრივ, გამოიწვევს გარშემომყოფთა აღიარებასა და პატივისცემას. თუ დედას სიზმარში ესმის თავისი შვილის ხმა–მზად უნდა იყოს სიღარიბის სიძნელეებისა და დიდი ვალებისათვის.

უბედურების მაუწყებელი ნიშანი ან ვიღაცის გამაფრთხილებელი ხმა მიგანიშნებთ მოახლოებულ უბედურებაზე თქვენთვის ან თქვენი ახლობლისათვის. თუ თქვენ იცინით, ეს ხმა მიგითითებთ უბედურ შემთხვევაზე ან ავადმყოფობაზე, მაგრამ არა სიკვდილზე ან დიდ დანაკარგზე.

ხომალდი - სიზმარში ხომალდის ნახვა მაუწყებელია პატივისა და წოდების მოულოდნელი მონიჭებისა, რომელიც განსაზღვრავს თქვენი ცხოვრების გაუმჯობესების პირობებს. თუ სიზმარში გაიგებთ ხომალდის მსხვრევის ხმას, ელოდეთ საქმის ცუდ შემობრუნებას–მეგობარი გაგყიდით.

თუ სიზმარში გრძნობთ, რომ იღუპებით ხომალდის ჩაძირვის დროს, ცხადში სიტუაცია ძალიან ახლოს იქნება იმასთან, რომ თქვენი სიცოცხლე ან ღირსება აღმოჩნდეს კითხვის ქვეშ.

ხომალდის ნახვა მღელვარე ზღვაში ნიშნავს, რომ თქვენ ვერ შეძლებთ ჩხუბის დარეგულირებას და შეშფოთებით დაიწყებთ გზების ძიებას, თუ როგორ დაფაროთ საზოგადოებისაგან ინტრიგები იმ დროს, როცა თქვენი მტრები შეეცდებიან თქვენს მხილებას.

ნახვა, თუ სხვები როგორ განიცდიან ხომალდის დაღუპვას, გეუბნებათ: ტყუილ–უბრალოდ შეეცდებით თქვენი მეგობრის დაცვას უპატიოსნებისაგან.

ხორბალი - ხორბლის ფართო მდელოები საქმიან სარბიელზე დიდი წარმატების მაუწყებელია. დაუმწიფებელი ხორბალი ბედის თქვენკენ შემობრუნებას გაუწყებთ. კარგად დამწიფებული ხორბალი სიყვარულსა და ოჯახურ ბედნიერებას მოასწავებს. სუფთა და მსხვილი თავთავები სიუხვის ნიშანია. ხორბალი ტომრებში ნიშნავს თქვენი მიზნების ასრულებასა და დიდ წარმატებას.

თუ სიზმარში ხორბალს ფშვნით და გემოს უსინჯავთ–სურვილის ასასრულებლად დიდი ძალისხმევის დახარჯვა მოგიწევთ. თუ ციცაბო კლდეზე ადიხართ და თან ხორბლის ღეროს ეჭიდებით სამსახურში თქვენს საუკეთესო თვისებებს გამხოხობი ცოცხალი ხოხობი–ძლიერი და მტკიცე მეგობრობის სიმბოლოა. თუ ხოხბის კერძს მიირთმევთ, ეჭვიან ცოლს შეუძლია თქვენს მეგობრებთან ურთიერთობას ხელი შეუშალოს. ხოხობზე ნადირობა იმის ნიშანია, რომ მეგობრების გამო დათმობაზე წასვლა მოგიწევთოავლენთ. თუ სიზმარში ნახეთ ხორბლის ბეღელი, რომელშიც სველი ხორბალია–დიდძალი ფულის დანაკარგი გელით, რადგან მისი დაგროვებისას დაგავიწყდათ გეზრუნათ თქვენი უფლებების დაცვაზე.

ხოხვა - თუ მიწაზე ხოხვისას გადაიჭერით ხელი, ცხადში საქმეში წარმატებას ვერ მიაღწევთ. თუ მიხოხავთ ქვებზე, ე.ი. ვერ გამოიყენეთ ბედისაგან ნაბოძები შანსი. თუ ქალს ესიზმრება ასეთი სიზმარი, წინდახედულად არ მოიქცევა, შეყვარებულს დაკარგავს. ჭაობზე სხვა ადამიანებთან ერთად ხოხვა საქმეების წახდენაა: შესაძლოა, საზოგადოებამ გაგკიცხოთ და აღარ გენდოთ.

ხსნა, თავის გადარჩენა - სიზმარში თავიდან აიცილოთ დაჭრა ან უბედური შემთხვევა–კარგი ნიშანია. თუ თქვენ სიზმარში მოაწყვეთ საპატიმროდან გაქცევა–ეს ნიშნავს თქვენს წინსვლას მეწარმეთა საზოგადოებაში.

ინფექციური ავადმყოფობისაგან თავის დაღწევა–ჯანმრთელობისა და სიმდიდრის საწინდარია. თუ შენი გაქცევის მცდელობა ჩაიშალა, თქვენ იზარალებთ მტრების ინტრიგით, რომლებიც ცილს დაგწამებენ და მოგატყუებენ. თუ სიზმარში თავი დააღწიეთ რაღაც საშიშროებას, სინამდვილეში თქვენ დაგემუქრებათ უბედურება, რომელსაც მინიმალური დანაკარგებით გაართმევთ თავს. თუ სიზმარში თქვენ თვითონ გამოდიხართ მხსნელად, ცხადში ჩაიდენთ რაიმე კეთილ საქციელს, რომელიც განაპირობებს .

ჯადოქარი - ჯადოქრის დასიზმრება თქვენთვის და თქვენი ახლობლებისათვის მოასწავებს წინდაუხედავ მოქმედებას: თავგადასავლებსა და ხმაურიან ღრეობებს მოჰყვება იმედგაცრუება და ჯავრი. თუ ჯადოქარი გემუქრებათ და გწყევლით, მხოლოდ ძალების მოკრეფა და სულიერი სიძლიერე გიხსნით სმსახურსა და ოჯახში პრობლემებისაგან.

ჯარის ნახვა – საყოველთაოდ მწუხარების ნიშანია, ცეცხლის წაკიდებას მოასწავებს.

ჯარისკაცები - მწყობრად მოსიარულე ჯარისკაცები იმის მაუწყებელია, რომ რაღაც მოვლენა თქვენს დაწყებულ საქმეს ხელს შეუშლის. თუ ჯარისკაცი ქალს დაესიზმრა, მის რეპუტაციას საფრთხე ემუქრება. თუ დაგესიზმრათ, რომ თავად ხართ ჯარისკაცი, ცხადში თქვენს ოცნებებს წარმატებით განახორციელებთ.

ჯაჭვი - ჯაჭვი სიზმარში თქვენი მოშურნეების მხრიდან ჩირქის მოცხებას მოასწავებს. თუ სიზმარში საკუთარ თავს მიჯაჭვულ მდგომარეობაში ხედავთ, უახლოეს მომავალში სერიოზული პასუხისმგებლობის დაკისრებას უნდა ელოდეთ. თუ სიზმარში ჯაჭვს წყვეტთ, ცხადში უსიამოვნებებს თავს დააღწევთ. თუ მიჯაჭვული თქვენი ნაცნობია, მას სერიოზული უსიამოვნებები ელის. ჯაჭვი თუ ყელზე ჩამოიკიდე – კადნიერების ნიშანია. ჯაჭვით დაბმული შენი თავი ნახო ან სხვა – ცუდია.

ჯდომა ფეხმოკეცილი – ცუდი და მძიმე ფიქრის ნიშანია.

ჯვარი - ჯვრის ნახვა სიზმარში მიგანიშნებთ მოახლოებულ უბედურებაზე. ამიტომ დაფიქრდით და იზრუნეთ თქვენს საქმეებზე. თუ ხედავთ ადამიანს ჯვრით–იცოდეთ, რომ ეს სიზამრი მოგიწოდებთ ქველმოქმედებისაკენ, ახლობლებზე ზრუნვისაკენ. ჯვარი ოქროსი ან ჯაჭვი გეკიდოს – სიმდიდრეს მიიღებ. ჯვარი ოქროსი თუ იპოვნო – საწადელი შეგისრულდება. ჯვარის დაწერა ვისმესთან საყდარში – კარგია.

ჯიბე - სიზმარში საკუთარ ჯიბეში ყურება მიმანიშნებელია თქვენ წინააღმდეგ მომართული მტრული ძალებისა.

ჯილდო, პრიზი - თუ სიზმარში მიიღეთ ჯილდო ან მოიგეთ პრიზი, მეგობრები დაგეხმარებიან. თუ თქვენ აპირებთ ჯილდოზე უარის თქმას–ეჭვი არ მოგასვენებთ მის საჭიროებაზე და თქვენივე საქციელის მართებულობაზე.

ჯოჯოხეთი, ქვესკნელი - თუ სიზმარში ჯოჯოხეთში მოხვდით, ცხადში ვერ გაუმკლავდებით ცდუნებას, რითაც თქვენს საქმიან რეპუტაციას შელახავთ; თუ იგივე თქვენს მეგობრებს დაემართათ, ე.ი. ცხადში არასასიამოვნო საქმეები გელით. თუ ჯოჯოხეთში მოხვედრის გამო ყვირიხართ–მტრების დაგებულ ხაფანგში მოხვდებით და მეგობრებს თქვენი დახმარება გაუჭირდებათ.

ჯუჯა, ქონდრის კაცი - ჯუჯას ნახვა კეთილი ნიშანია. კარგი აგებულებისა და სასიამოვნო შესახედაობის ჯუჯა გპირდებათ საინტერესო ცხოვრებას, რომლის დროსაც თქვენი შესაძლებლობები კარგად განვითარდება. ასეთი სიზმარი გპირდებათ ხანგრძლივ ფიზიკურ და სულიერ ჯანმრთელობას, რომელიც მოგცემთ შესაძლებლობას მონაწილეობა მიიღოთ მრავალ მომგებიან საქმიანობაში. სიზმარი, რომელშიც თქვენი მეგობარი გადაიქცევა ჯუჯად, მას უწინასწარმეტყველებს კარგ ჯანმრთელობას, თქვენ კი ბევრ სასიამოვნო რამეს. ბოროტი ჯუჯები სიზმარში ყოველთვის რაღაც ბოროტების მუქარაა.

ჰამაკი - თქვენ იქნებით შეპყრობილი გატაცებით. თუ წევხართ ჰამაკში - ე.ი. რეალურ ცხვორებაში მარტო ხართ. თუკი ჰამაკში დაგესიზმრათ რამდენიმე ადამიანი თქვენ გელით დაუვიწყარი საღამო, გართობა საყვარელ ადამიანებთან ერთად. თუ თქვენ გადმოვარდით ჰამაკიდან - რეალობაში გელით ღალატი და ნერვიულობა. დახეული ჰამაკი - უახლოეს მომავალში თქვენ იქნებით გაოცებული სასიამოვნო მოულოდნელობით.

ჰაერში ფრენდე – ბედნიერებას მიაღწიო.

ჰაერი წმინდა ნახო – ბედნიერებას მიაღწევ.

ჰაერი სუფთა ატმოსფერო - რთული სიტუაციიდან გამოსვლა.

ჰაერი (მძიმე, ბინძური) - ნერვიულობა, ავადმყოფობა.

ჰაერის ნაკადი - დიდი წინააღმდეგობა, რომელიც არის გამოწვეული სხვა ადამიანების მიერ.