როგორ ჩაანაცვლა როკოკოს სტილმა მინიმალიზმი და როგორია 2025 ინტერიერის ტრენდული დეკორი
რა არის ‘Rococo Revival’?
Pinterest-ის ექსპერტებმა ჯერ კიდევ შარშან იწინასწარმეტყველეს, რომ 2025 წლის მთავარი დიზაინის ტენდენცია სწორედ ეს სტილი გახდებოდა. მაშინ ეს პროგნოზი შეიძლება არ გახმაურებულა, მაგრამ გაზაფხულთან ერთად „როკოკოს აღორძინება“ ბრუნდება და ინტერიერის სამყაროს ნამდვილ გარდატეხას უქადის.
ეს ტრენდი შთაგონებულია როკოკოს ეპოქით — გვიანდელი ბაროკოს პერიოდით, რომელიც გამოირჩეოდა ელეგანტურობით, მდიდრულობითა და ქალურობით. ტრენდი აერთიანებს ისეთ ელემენტებს, როგორებიცაა:
🎀 კორსეტიანი კაბები
🎀 ბაფთები, მარგალიტები, მაქმანები
🎀 ფუშფუშა ბალიშები, პასტელის ფერებში გაწყობილი თეთრეული
🎀 ორნამენტული ავეჯი და აქსესუარები
ყველაზე პოპულარული ელემენტი?
თეთრეული!
ბრიტანული ბრენდის Furn-ის მონაცემებით, „ფოჩიანი და ფუშფუშა თეთრეულის“ გაყიდვები 687%-ით გაიზარდა და მოთხოვნამ ისეთ ტერმინებზე, როგორებიცაა frill, ruffle და fringe, 208%-ით მოიმატა. მათი ყველაზე გაყიდვადი ნაკრები — Birdie Stripe — დეკემბრის შემდეგ ყოველკვირეულად ლიდერია.
„მინიმალიზმმა თავისი დრო მოიხადა,“ — ამბობს ინტერიერის ექსპერტი ანა ჯონსი, — „ახლა ადამიანებს უნდათ უფრო მეტის თქმა, მეტი სიხარულის და ინდივიდუალურობის შემოტანა საკუთარ სახლში.“
რატომ გვინდა ფუშფუშა დეკორი?
სეზონის შესაბამისია — გაზაფხულზე ბუნება ყვავის, ადამიანებსაც უნდათ მხიარულად გააცოცხლონ გარემო.
ტექსტურები და ფენები — ფუშფუშა და მაქმანები ქმნის ვიზუალურ სიღრმეს და ემოციურ კომფორტს.
ახალგაზრდული და მხიარული განწყობა — ეს სტილი წარსულზე კი არ მიგვანიშნებს, არამედ მოდის წინა პლანზე სითბოსა და ხასიათის გამოსახატავად.