როგორ მოვამზადოთ კუპატი
ავიღოთ გარეცხილი ძროხის ხორცის, ან ღორის ხორცის რბილი ნაჭერი, ან მათი ნარევი და ხახვთან ერთად ორჯერ გავატაროთ ხორცსაკეპ მანქანაში. დაკეპილი ხორცი შევაზავოთ მარილით, დანაყილი პილპილით, კოწახურით, კარგად დავზილოთ, თან ცოტა-ცოტა ხორცის ბულიონი დავასხათ, რომ ხორცი ნაზი იყოს.
ნაწლავები ჩამდინარე წყალზე გავრეცხოთ, სიმინდის ფქვილით გავასუფთავოთ და ვრეცხოთ. გასუფთავებული ნაწლავები დანარჩენ შიგნეულობასთან.