როგორ დავისახოთ მიზანი ცხოვრებაში
ჩამოყალიბდით პირველ რიგში აუცილებლად მიიღეთ გადაწყვეტილება, რომ გსურთ ცვლილებების შეტანა საკუთარ ცხოვრებში. გადახედეთ რა განიჭებთ სიამოვნებას, რა მოგწონთ, რის მიმართ გაქვთ ინტერესი. ეს არის პირველი ნაბიჯები საკუთარი თავის შესწავლის. მას შემდეგ რაც გააცნობიერებთ საკუთარ თავს, შესაძლებლობებს, დამოკიდებულებებსა და სურვილებს გადადით შემდეგ ეტაპზე.
იკითხეთ ბევრი ძალიან ბანალური და გაცვეთილი ფრაზებია: "თუ გურს იყო ჭკვიანი იკითხე ბევრი", "თუ გინდა იყო წარმტებული უნდა იყო განათლებული, განათლებისათვის კი საჭიროა კითხვა" და ასე შემდეგ, ბევრისგან გექნებათ ახლა თუ არა ადრე მაინც მოსმენილი. მოდით მარტივად წარმოვიდგინოთ, შეუძლებელია, რომ ყველაფრის დასკვნამდე მიხვიდეთ თქვენ თვითონ, ველოსიპედების გამოგონების ხელახლა დაწყება და დროის მასე კარგვა იქნება კრახი. არსებობდნენ ისტორიის მანძილზე ადამიანები ვისაც თქვენნაირი პრობლემები აწუხებდეთ და თქვენნაირი ინტერესები გააჩნდათ, მოდით გაეცანით ჯერ მათ ნაფიქრს და მას შემდეგ რაც დასკვნას გამოიტანთ შეძლებთ საკუთარი მოსაზრებების დამატებას. ეს უკანასკნელი რათმქმაუნდა ყველაზე მნიშვნელოვანია. კითხვისას თქვენ აუცილებლად გამოგიჩნდებათ დამატებითი ინტერესები, ასევე ბევრი ისეთ პრობლემის გადაწყვეტაზე შეძლებთ პასუხის გაგებას რისი გადაჭრაც ადრე წარმოუდგენელი გეგონათ. განსაკუთრებით იკითხეთ წარმატებული ადამიანების ბიოგრაფიები, თუ როგორ შეძლეს მათ საკუთარი ჩანაფიქრების რეალიზება.