როგორ უმკურნალოთ ყელს ცრემლსადენი გაზით მოწამვლის შემდეგ
ყელის მკურნალობა ცრემლსადენი გაზის შემდეგ
სწრაფად გაეცალეთ დაბინძურებულ ზონას
დაუყოვნებლივ დატოვეთ ის ადგილი, სადაც ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს.
მოძებნეთ სუფთა ჰაერი, რათა გაღიზიანება შეამციროთ.
სუნთქვა გაიუმჯობესეთ. ღრმა, ნელი ამოსუნთქვები სუფთა ჰაერზე.
ყელის გამორეცხვა
გამოივლეთ სუფთა წყალი და კარგად გამოირეცხეთ ყელი.
შეგიძლიათ გამოიყენოთ მარილიანი წყალი (1 ჩაის კოვზი მარილი 1 ჭიქა თბილ წყალში) ტკივილის შემსუბუქებისა და გაღიზიანების შესამცირებლად. არ გადაყლაპოთ წყალი.
გამოიყენეთ ნებისმიერი ფიზიოლოგიური სპრეი :
- 1.აქვა მარისი
- 2.ნიამარინი 1-1 შესხურება 2-3 ჯერ საჭიროების მიხედვით (მწვავე შემთხვევაში და ასევე აღნიშნული მდგომარეობის გახანგრძლივების დროს)
- 3. რინოქსი 1-1 შესხურება 2-3 ჯერ დღეში შეიძლება 2 კვირა და მეტიც.
წყლის სმა
დალიეთ სუფთა წყალი ყელის გასაწმენდად და გაღიზიანების შესამცირებლად.
მჟავე სასმელებს, როგორიცაა წვენები, უნდა მოერიდოთ, რადგან მათ შეიძლება უფრო გააღიზიანონ ყელი.
სიცხის ან ტკივილის შემსუბუქება
თუ ყელში ტკივილს გრძნობთ, შეგიძლიათ გამოიყენოთ თბილი ჩაი თაფლით. ცივი სასმელები და ყინული ასევე ხელს უწყობენ შეშუპების შემცირებას.
მიმართეთ ექიმს, თუ:
ყელის ტკივილი რამდენიმე საათის შემდეგ არ ქრება. სუნთქვა ან ყლაპვა გიჭირთ. გაძლიერდა ხველა, ხმის დაკარგვა ან ხიხინი.
სიფრთხილის დამატებითი ზომები
ნიღბის გამოყენება: თუ გაქვთ ინფორმაცია, რომ ცრემლსადენი გაზი შეიძლება გამოყენებულ იქნას, გამოიყენეთ დამცავი ნიღაბი ან რესპირატორი, რომ გაზი ნაკლებად შეიჭრას ორგანიზმში.
სამედიცინო დახმარება: სერიოზული გაღიზიანების ან ალერგიული რეაქციის შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართეთ სამედიცინო დაწესებულებას.მთავარია, არ დანებდეთ პანიკას. სწორი და დროული რეაგირება დაგეხმარებათ თქვენი ჯანმრთელობის დაცვაში.
ფოტო გენერირებულია AI-ის მიერ
წიწაკის სპრეი: პირველი სამედიცინო დახმარება - რა უნდა იცოდეთ და როგორ დაიცვათ თავი