როგორ მოვაშოროთ სანთლის ცვილი ხალიჩას ისე, რომ არ დავაზიანოთ - rogor.ge

როგორ მოვაშოროთ სანთლის ცვილი ხალიჩას ისე, რომ არ დავაზიანოთ

ისინი გვიხსნიან, რომ პირველი, რაც უნდა გააკეთოთ სანთლის ცვილის დაღვრიდან — არაფრის გაკეთებაა, მიუხედავად იმისა, რომ ეს შეიძლება არალოგიკური ჩანდეს. სანამ ცვილი "თხევადი ფორმისაა", ყველაზე ცუდი, რაც შეიძლება გააკეთოთ, მისი მოშორების მცდელობაა. ამაზე ზრუნვა საჭიროა მხოლოდ მას შემდეგ, რაც ლაქა სრულად გაშრება.

"აიღეთ ცოტაოდენი ყინული მაცივრიდან და მოათავსეთ იგი ზიპიან პარკში. თუ თქვენს საყინულეში არ არის ყინული, გამოგადგებათ თითქმის ნებისმიერი გაყინული პროდუქტი — ეს შეიძლება იყოს პაკეტი გაყინული ბარდის ან ხორცი" — აღნიშნავენ ექსპერტები.

როდესაც ცვილი მთლიანად გაცივდება, იგი შეცვლის ფერს და უფრო ღია გახდება. სწორედ ამ მდგომარეობაში უნდა ეცადოთ მის მოშორებას, მაგრამ ეს უნდა გააკეთოთ რომელიმე ბლაგვი ნივთით.

თუ ხალიჩაზე დარჩა ცვილის პატარა ნაწილაკები, მათი მოშორება მტვერსასრუტით შეგიძლიათ. ასე მოიშორებთ ცვილის ზედა ფენას, თუმცა ქსოვილის ქვედა ფენებში მაინც დარჩება მცირე რაოდენობით ეს ნივთიერება. ამიტომ, საჭიროა მისი "გადატანა" სხვა ნივთზე.

"ამისათვის დააფარეთ ცვილს ქაღალდის პირსახოცი, შემდეგ კი მსუბუქად სველი ქსოვილის პირსახოცი, რომელიც არ დაგენანებათ დაზიანების შემთხვევაში. შემდეგ აიღეთ უთო და მსუბუქად გაატარეთ ორთქლით სველ ქსოვილზე 10-15 წამის განმავლობაში. ცვილი დაიწყებს პირსახოცზე გადასვლას. შესაძლოა, ეს პროცესი რამდენჯერმე გაიმეოროთ," — ნათქვამია მასალაში.

მაგრამ არ არის საჭირო უთოს ზედმეტად გაცხელება და ხანგრძლივად ლაქაზე დატოვება. თუ ხალიჩა ძალიან ნაზია, უმჯობესია გამოიყენოთ თმის ფენი. ორივე ნაბიჯის დასრულების შემდეგ, ზედაპირი გაწმინდეთ ძმრის, წყლის და გამხსნელი სარეცხი საშუალების ხსნარით.

როგორ გაწმინდოთ იატაკი: მეთოდები გამოცდილი დიასახლისებისგან - თქვენც სცადეთ