3 მარტივი საშუალება მოაშოროთ დივანს ჩამჯდარი ლაქები - rogor.ge

3 მარტივი საშუალება მოაშოროთ დივანს ჩამჯდარი ლაქები

მელნის ლაქა

უკიდურესად მნიშვნელოვანია სწრაფი მოქმედება, რადგან რაც უფრო დიდი დრო გავა, მით უფრო რთული ხდება მელნის ლაქის მთლიანად მოშორება. მელნის ლაქების მოსაშორებლად დაგჭირდებათ სამედიცინო სპირტი და თეთრი ძმარი.

თავდაპირველად დაასველეთ ლაქა, რომ რაც შეიძლება მეტი მელანი ამოიღოთ, შემდეგ კი წაუსვით სამედიცინო სპირტი სუფთა ქსოვილით ან ქაღალდის ხელსახოცით. ალტერნატივის სახით, შეგიძლიათ მოამზადოთ თეთრი ძმრისა და თბილი წყლის თანაბარი წილებით ხსნარი და წაუსვათ ის სუფთა ქსოვილით. ეს ხსნარები გამოიყენება ისეთი მასალებისთვის, როგორიცაა ბამბა, თეთრეული, შალი, პოლიესტერი, ნეილონი და ხავერდი.

წითელი ღვინის ლაქა

მსუბუქად რომ მოაშოროთ ასეთი ლაქები, გამოიყენეთ სოდის და თეთრი ძმრის კომბინაცია. თავდაპირველად მოაყარეთ დაბინძურებულ ადგილს სოდა და შემდეგ დაასხით მასზე ძმარი. დატოვეთ ნარევი ცოტა ხნით, სანამ ქაფი წარმოიქმნება. ამის შემდეგ გაწმინდეთ ლაქა სველი ქსოვილით, გაიმეორეთ პროცესი, სანამ ლაქა არ გაქრება. სხვა ვარიანტია ნახევარი ჩაის კოვზი ჭურჭლის სარეცხი საშუალების შერევა ორ ჭიქა წყალში და სუფთა ქსოვილით ლაქის დასველება.

ძმრის ხსნარის გამოყენება შესაძლებელია უმეტეს ქსოვილებზე, თუმცა ის არ უნდა გამოიყენოთ ტყავის, ზამშისა და ხავერდის დივნებზე.

ყავის ლაქა

ამ ლაქების მოშორების მთავარი პრინციპი – სწრაფი მოქმედებაა. შეიწოვეთ სითხის ზედმეტი რაოდენობა სუფთა ქსოვილით ან ქაღალდის ხელსახოცით, სანამ ლაქას დაამუშავებთ. დაამზადეთ საწმენდი ხსნარი რბილი ჭურჭლის სარეცხი საშუალებისა და წყლისგან და წაუსვით ის ლაქას სუფთა ქსოვილით, თანდათანობით, სანამ ყავა არ შეიწოვება. ასევე შეგიძლიათ მოამზადოთ თანაბარი რაოდენობით თეთრი ძმრისა და წყლის ნარევი და წაუსვათ ის ლაქას სუფთა ქსოვილით.

როგორია დასუფთავების 9 ხრიკი, რომელსაც სახლის გენერალურ დალაგებაზე დღემდე იყენებენ