რეალურ მოვლენებზე დაფუძნებული 5 სერიალი, რომელსაც ვერ მოწყდებით - rogor.ge

რეალურ მოვლენებზე დაფუძნებული 5 სერიალი, რომელსაც ვერ მოწყდებით

დამერი - ურჩხული: ჯეფრი დამერის ისტორია

კრიმინალური სერიალი, ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ამერიკელი სერიული მკვლელის, ჯეფრი დამერის შესახებ, რომელმაც სამ წელიწადში მოკლა 17 ადამიანი, რომელთა უმეტესობა აფროამერიკელები იყვნენ. სერიალი უღრმავდება პოლიციის არაკომპეტენტურობასა და აპათიას, რამაც ვისკონსინის მკვიდრს საშუალება მისცა გაეგრძელებინა მკვლელობები წლების განმავლობაში, და ასახავს მინიმუმ 10 შემთხვევას, როდესაც დამერი თითქმის დააკავეს, მაგრამ საბოლოოდ გაათავისუფლეს. სერიალი ასევე ეხება თეთრკანიანთა პრივილეგიას, რადგან მოწესრიგებულმა და სიმპათიურმა თეთრკანიანმა ბიჭმა, არაერთხელ მიიღო ლმობიერება პოლიციელებისგან და მოსამართლეებისგან.

გვირგვინი

სერიალი "გვირგვინის" სიუჟეტი ქრონოლოგიურად მიჰყვება დედოფალი ელიზაბეთ მეორის მეფობის პერიოდს...

შანთარამი

გრეგორი დევიდ რობერტსის ამავე სახელწოდების ავტობიოგრაფიულ ბესტსელერზე დაფუძნებული კრიმინალური დრამა, 1978 წელს ავსტრალიაში შეიარაღებული ძარცვების სერიაში ბრალდებული ყოფილი ნარკომანის, ლინი ფორდის შესახებ, რომელიც პატიმრობიდან თავის დაღწევას და ბომბეიში ახერხებს გაქცევას. ბედის ანაბარა, ოჯახისგან და მეგობრებისგან მოწყვეტილი, მთავარი გმირი ახალ ცხოვრებას პოულობს ინდოეთის ბარაკებში, ბარებსა და კრიმინალურ სამყაროში. მარტო უცნობ ქალაქში, ლინი მთელი ძალებით ცდილობს თავიდან აიცილოს პრობლემები, რომელსაც ის გაიქცა, მაგრამ მოულოდნელად აღმოჩნდება ავღანეთში, სადაც პარტნიორობას უწევს მაფიის ბოსს, რომელიც რუსი კრიმინალების წინააღმდეგ იბრძვის. საბოლოოდ, მას შეუყვარდება იდუმალი ქალი, სახელად კარლა და ახლა მან უნდა გააკეთოს არჩევანი თავისუფლებასა და სიყვარულსა და მასთან დაკავშირებულ გართულებებს შორის...

გამოგონილი ანა

ახალგაზრდა რუსი თაღლითი ანა, რომელიც 16 წლის ასაკში მშობლებთან ერთად ქალაქ დომოდედოვოდან გერმანიაში გადავა საცხოვრებლად, ხოლო უკვე 22 წლის ნიუ-იორკში მიდის, სადაც მდიდარი გერმანელი მემკვიდრე ანა დელვის ახალ სახეს მოირგებს. მალე ის ინსტაგრამის ვარსკვლავი გახდება, ნიუ-იორკის ელიტაში შეაღწევს და თაღლითობას დაიწყებს. მაგრამ 2019 წელს მას მომსახურების ქურდობაში გაასამართლებენ, რადგან მთავარი გმირი ძვირადღირებულ სასტუმროებში ცხოვრობდა, ძვირადღირებულ რესტორნებში ჭამდა და არ იხდიდა ამაში საფასურს, ასევე ქურდობის მრავალრიცხოვან მცდელობებში დასდებენ ბრალს. თუმცა, არის თუ არა ანა ყველაზე დიდი თაღლითი ნიუ-იორკში, თუ ის უბრალოდ ამერიკული ოცნების ახალი პორტრეტია? სერიალი ცდილობს ნიუ-იორკის ყველაზე დიდ კითხვას უპასუხოს: ვინ არის ანა დელვი?...

შავი ფრინველი

ჯეიმს კინის ავტობიოგრაფიული რომანის მიხედვით გადაღებული კრიმინალური დრამა გაგაოცებთ. სიუჟეტს ძნელად შეიძლება ეწოდოს ბანალური და მსახიობები აუცილებლად გახდებიან თქვენი ფავორიტები.

2024 წლის პირველი ნახევრის საუკეთესო სერიალები დასახელდა: როგორ განიტვირთოთ სახლში