როგორ დახვრიტა სტალინმა თავისი სომეხი მდივანი? - ბურუსით მოცული ამბავი, რომლის შესახებაც ბევრს არ სმენია
მისი ქმარი იყო თავად ვლადისლავ კასპაროვი (კასპარიანცი) - ცნობილი ძველი ბოლშევიკი, რსდმპ-ს ცენტრალური კომიტეტის საზღვარგარეთის ბიუროს წევრი.
რევოლუციის შემდეგ ვარსენიკა საბჭოთა რუსეთს დაუბრუნდა. მან დაიწყო მუშაობა მაშინ ნაკლებად ცნობილ სტალინთან მდივნად. იგი ასევე მსახურობდა საერთო სახალხო ინტენაციონალის ქალთა ფილიალის აღმასრულებელ კომიტეტში. ამის გარდა წითელ არმიაში პოლიტიკურ ამღზრდელობით სამუშაობს ასრულებდა. ერთი ხანობა მისი უშუალო ხელმძღვანელი იყო ცნობილი სომეხი რევოლუციონერი, კომისარი სტეფანე შაუმიანი.
1920-იან წლებში ჩვენი გმირი უკიდურესად მშვიდად ცხოვრობდა და შიდაპარტიულ ინტრიგებში არ მონაწილეობდა . მიუხედავად ამისა უკვე 1928 წელს იოსებ სტალინმა იგი ტროცკიზმში დაადანაშაულა. ვარსენიკა მაშინ დააკავეს. ციხეში და გადასახლებაში თითქმის 8 წელი გაატარა, რის შემდეგაც გაათავისუფლეს.
თუმცა, დიდხანს არა. უკვე 1937 წელს იგი კვლავ დააკავეს და გაასამართლეს ტერორიზმის ბრალდებით. მან ათი წელი გაატარა ბანაკებში. თუმცა ვარსენიკას ამბავი ამით არ დასრულებულა. 1941 წლის სექტემბერში იგი კვლავ გაასამართლეს. ამჯერად მას სიკვდილი მიუსაჯეს. სააღსრულებო დოკუმენტზე სტალინმა პირადად მოაწერა ხელი. განაჩენი აღსრულდა 1941 წლის 11 სექტემბერს დილით, ქალაქ ორიოლის მახლობლად ტყეში,
არსებობს ვერსია, რომ სტალინი თავის ყოფილ მდივანს უმიზეზოდ არ დევნიდა. არა იმიტომ, რომ მას ყველა ძველი ბოლშევიკის კედელთან მიყენება უყვარდა. უფრო იმიტომ, რომ ვარსენიკ კასპარიანცმა ძალიან ბევრი იცოდა მის შესახებ. მათ შორის ახალგაზრდა სტალინის საქმეებზეც. მაგალითად, რომ ახალგაზრდობაში ის იყო ცარისტული საიდუმლო პოლიციის აგენტი და სხვა რევოლუციონერებს აბეზღებდა. გაგრძელება