როგორ გავლენას ახდენს ტკბილეული ბავშვის ჯანმრთელობაზე - rogor.ge

როგორ გავლენას ახდენს ტკბილეული ბავშვის ჯანმრთელობაზე

კვლევების საფუძველზე დადასტურებულია, რომ მცირე ასაკში შაქრის დიდი რაოდენობით მიღება მომავალში ხელს უწყობს სხეულის მასის ინდექსის ზრდას და ჭარბწონიანობისკენ მიდრეკილების ჩამოყალიბებას.

მიჩნეულია, რომ შაქარი იწვევს მიჩვევას, ხოლო მისი ჭარბი მიღება, განსაკუთრებით ბავშვებისთვის, ჯანმრთელობის დიდ პრობლემებთანაა დაკავშირებული.

ჭარბი წონა - შაქრით სავსე საკვებს აკლია ზრდა-განვითარებისთვის საჭირო კომპონენტები, ის ბავშვის ორგანიზმს არაჯანსაღ ნივთიერებებს აწვდის, რაც ჭარბწონიანობისკენ მიდრეკილებას იწვევს.

დიაბეტის მომატებული რისკი - შაქრის ჭარბი მიღებისას ორგანიზმში ინსულინის დონე იმატებს, რაც ტიპი 2 დიაბეტის განვითარების წინაპირობაა.

იმუნური სისტემის დასუსტება - ბავშვის განვითარების ფაზაში მყოფი ორგანიზმისთვის შაქრისა და რაფინირებული ნახშირწყლების ნორმაზე დიდი რაოდენობით მიღება ასუსტებს იმუნურ სისტემას. ის ვეღარ მუშაობს ისე, როგორც საჭიროა, შესაბამისად ბავშვის ორგანიზმი უფრო მოწყვლადი ხდება ინფექციების მიმართ. გაგრძელება