ენტეროვირუსი: როგორ იკვებოთ და დაიცვათ თავი
ინფიცირების მიზეზი ხშირად მალფუჭებადი საკვებია, რომლის შენახვის პირობები ზაფხულში უფრო რთულდება, ინტოქსიკაცია შესაძლებელია მოხდეს დაუმწიფებელი ნაყოფისგანაც, პესტიციდებისგან, სხვადასხვა ისეთი საკვების ერთდროულად მირთმევის დროს, რომლებიც ვერ „ეწყობიან“ ერთმანეთს( ცხიმიანი პროდუქტი და რძის ნაწარმი). არ უნდა დაირღვეს ამა თუ იმ საკვების შენახვის პირობები, განსაკუთრებით, ხორცპროდუქტები უნდა ინახებოდეს დაბალ ტემპტერატურაზე.
როგორც წესი, გამოხატულია შემდეგი სიმპტომები: გულისრევა, პირღებინება, დიარეა, შემცივნება, მუცლის ტკივილი, ტემპერატურის მომატება. განსაკუთრებული გართულების გარეშე, სიმპტომები გრძელდება 2-3 დღის განმავლობაში.
მიიღეთ 2 ლიტრამდე წყალი, ავად ყოფნის პერიოდში, მოერიდეთ კვებას, მიირთვით ჩაი, წყალი, პურის ორცხობილა. 24 საათის შემდეგ შეგიძლიათ მიიღოთ მოხარშული ბრინჯი, კარტოფილის პიურე, სახლში დამზადებული ნატურალური წვენი. თუ პირღებინება არ წყდება და სიმპტომები მკურნალობის შემდეგ არ უმჯობესდება, მიმართეთ ექიმს.
ენტეროვირუსი ვრცელდება ფეკალურ-ორალური და რესპირატორული გზით, აქტიურდებიან ზაფხულის პერიოდში და განსაკუთრებით საყურადღებოა ვირუსის სასმელი წყლით გავრცელება. გაგრძელება