აუმჯობესებს გულის მუშაობას და ძილს: ექიმმა დაასახელა საკვები, რომელიც შეიცავს სასარგებლო ვიტამინს - rogor.ge

აუმჯობესებს გულის მუშაობას და ძილს: ექიმმა დაასახელა საკვები, რომელიც შეიცავს სასარგებლო ვიტამინს

მაგნიუმის სარგებელი ორგანიზმისთვის

მაგნიუმის სარგებელი ორგანიზმისთვის ძნელად შეიძლება გადაჭარბებული იყოს, რადგან ის აუცილებელია გულ-სისხლძარღვთა სისტემის, ნერვული სისტემის ნორმალური ფუნქციონირებისთვის, გავლენას ახდენს ძვლების გამაგრებაზე, აუმჯობესებს კუნთების მუშაობას და ძილს.

საკვებიდან მაგნიუმის შეთვისება დაახლოებით 50%-ია. ქალებისთვის ყოველდღიური მოთხოვნაა 30 მგ, მამაკაცებისთვის 420 მგ.

რა საკვებში შეგიძლიათ იპოვოთ მაგნიუმი:

  • თხილი
  • თესლეული/მარცვლეული
  • ფოთლოვანი ბოსტნეული - კომბოსტო, ისპანახი
  • შოკოლადი
  • წიწიბურა

მაგნიუმის შემცველობა საკვებში (100გრ-ზე):

  • გოგრის თესლი - 535 მგ
  • სელის თესლი - 392 მგ
  • ყაყაჩოს თესლი – 442 მგ
  • არაქისი - 270 მგ
  • ბრაზილიური თხილი - 375 მგ
  • კაკალი - 120 მგ
  • კაკაო - 425 მგ
  • წიწიბურა - 200 მგ
  • ლობიო - 180 მგ
  • შოკოლადი - 133 მგ
  • ყავისფერი ბრინჯი - 42 მგ
  • ბანანი - 27 მგ
  • ორაგული - 26 მგ

ექიმის თქმით, თუ უკვე გადაწყვიტეთ მაგნიუმის დანამატის მიღება, მაშინ უნდა გადაწყვიტოთ ფორმა, რადგან სხვადასხვა ფორმას განსხვავებული ბიოშეღწევადობა აქვს.

მაგალითად, მაგნიუმის ოქსიდს აქვს ბიოშეღწევადობა მხოლოდ 4%, ხოლო მაგნიუმის ციტრატს დაახლოებით 90%.

გვერდითი მოვლენები

გარდა ამისა, დანამატებმა შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, როგორიცაა გულისრევა, დიარეა, ნაწლავის სპაზმი და ზოგიერთ შემთხვევაში რესპირატორული და გულ-სისხლძარღვთა სისტემის დარღვევებიც კი.

მაგნიუმი გავლენას ახდენს გარკვეული მედიკამენტების შეწოვაზე, როგორიცაა ტეტრაციკლინის ანტიბიოტიკები და ფტორქინოლონები.

მაგნიუმმა შეიძლება ხელი შეუშალოს რკინის ან ოსტეოპოროზის სამკურნალოდ გამოყენებული წამლების შეწოვას.

როგორ აიმაღლოთ ჰემოგლობინი: 6 გემრიელი ხილი, რომელიც მდიდარია რკინით