როგორ შეგიძლიათ სხვა უნივერსიტეტში ან პროგრამაზე გადასვლა, თუ სასურველ ფაკულტეტზე ვერ მოხვდებით - შიდა და გარე მობილობის წესები - rogor.ge

როგორ შეგიძლიათ სხვა უნივერსიტეტში ან პროგრამაზე გადასვლა, თუ სასურველ ფაკულტეტზე ვერ მოხვდებით - შიდა და გარე მობილობის წესები

გარე მობილობას ყოველწლიურად განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა აცხადებს. სტუდენტმა რეგისტრაცია students.emis.ge-ზე უნდა გაიაროს და შესაბამისი განაცხადი გააკეთოს. ამავდროულად, სტუდენტს უფლება აქვს, ჩამონათვალში მაქსიმუმ 5 პროგრამა მიუთითოს. გარე მობილობისთვის გადასახადი თანხა 40 ლარს შეადგენს. სტუდენტის განაცხადის დაკმაყოფილების შემთხვევაში, წარსადგენი დოკუმენტები და ვადები კონკრეტული უნივერსიტეტის ვებგვერდზე გამოქვეყნდება.

გაითვალისწინეთ, რომ გარე მობილობას ვერ შეძლებთ, თუ პირველი კურსი დახურული არ გექნებათ. მაგალითად, თუ კონკრეტულ უნივერსიტეტში, განსაზღვრულ პროგრამაზე ჩააბარებთ და რამდენიმე თვეში აღმოაჩენთ, რომ იქ სწავლა აღარ გსურთ, ვიდრე პირველ კურსს არ დახურავთ, გარე მობილობით ვერ ისარგებლებთ.

თუკი სხვა უნივერსიტეტში გადახვალთ, კონკრეტული ფაკულტეტი ინდივიდუალურად გადაწყვეტს, წინა უნივერსიტეტში ჩაბარებული საგნების კრედიტები ჩაგეთვლებათ, თუ სწავლას კვლავ 0 კრედიტით, პირველი კურსიდან გააგრძელებთ. გაგრძელება