როგორ ხდება საკუთრების შეძენა მოძრავ ნივთებზე?
როგორ ხდება საკუთრების უფლების გადაცემა?
მოძრავ ნივთებზე საკუთრების უფლების გადაცემის აუცილებელი წინაპირობაა:
• ნამდვილი უფლება და
• ნივთის შემძენისათვის ფაქტობრივ მფლობელობაში გადაცემა
მართალია, ვალდებულებითი გარიგებით ხდება საკუთრების დათმობა, თუმცა შემდგომ გადაცემაა საჭირო. გადაცემა კი რეალური აქტია (ფაქტობრივი მოქმედება).
რა კომპონენტების დაკმაყოფილებაა საჭირო?
- მოძრავ ნივთზე საკუთრების უფლების გადაცემისათვის უფლებამოსილ პირად კოდექსი ნივთის მესაკუთრეს განსაზღვრავს,
- საკუთრების გადაცემა უნდა განხორციელდეს ნამდვილი უფლების საფუძველზე,
- მესაკუთრემ ნივთი უნდა გადასცეს შემძენს.
ზოგადად, გადაცემა ნიშნავს ნივთის შემძენისათვის პირდაპირი მფლობელობის მინიჭებას.
ნივთის გადაცემა რეალური აქტია, რომელსაც თან სდევს მხარეების კონსესუსი: მესაკუთრის მიერ მფლობელობის გადაცემის ნება და შემძენის მიერ მფლობელობის მიღების ნება.
წყარო: myadvokat.ge