როგორ ვითამაშოთ ამერიკული ფეხბურთი (რეგბისთან შედარება) - rogor.ge

როგორ ვითამაშოთ ამერიკული ფეხბურთი (რეგბისთან შედარება)

 

პირველ რიგში საჭიროა ჩამოყალიბდეთ, რომელ თამაშს ირჩევთ: რეგბს თუ ამერიკულ ფეხბურთს. რადგან სპორტის ეს სახეობები განსხვავდება ერთმანეთისგან. რეგბის თამაშობენ ჩაფხუტებისა და დაცვის გარეშე, ამავდროულად რეგბიში იკრძალება პასის წინ მიცემა. ნებადართულია ბურთის მხოლოდ გასწვრივ და უკან მდგომი თანაგუნდელისთვის გადაცემა.

 

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მომენტი შეტევის თემა. ამ საკითხში რეგბის თამაშისას გადაცემები წააგავს ფეხბურთის თამაშის შესრულებულ პასებს. ბურთის თამაშში შეტანისას, მოთამაშემ უბრალოდ უნდა გადააგდოს იგი მოწინააღმდეგის ნახევარზე, მინიმუმ 10 მეტრზე. ამერიკულ ფეხბურთში თითოეულ გუნდს ეძლევა ბურთის წინ წაღების 4 მცდელობა, რომელიც უნდა განხორციელდეს მოწინააღმდეგის ჩათვლის ზონისკენ 10 იარდით. თუ გუნდმა ამის გაკეთება ვერ მოახერხა, მაშინ ინიციატივები გადაეცემა მოწინააღმდეგე გუნდს.

 

ამერიკულ ფეხბურთში, რეგბისგან განსხვავებით, დაშვებულია ბურთის წინ მდგომი თანაგუნდელისთვის გადაწოდება. ამიტომაც ამერიკული ფეხბურთის შეტევები უფრო ფეთქებადია, ვიდრე რეგბის, რომელშიც ყველა მნიშვნელოვანია გათამაშების სტრატეგია. წინ პასი ამერიკულ ფეხბურთში გარკვეულწილად შეზღუდულია, ანუ თითოელი მომენტის (წინ წაწევის ცდის) დროს დაშვებულია მხოლოდ 1 გადაწოდება.

 

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი განსხვავება, სპორტის ამ ორ სახეობას შორის არის - თამაშის მიმდინარეობის დრო. რეგბის წესების მიხედვით თამაში გრძელდება 2 ტაიმის განმავლობაში, თითოეული 40 წუთი, ხოლო ამერიკულ ფეხბურთში 4 ტაიმი, თითოეული 15 წუთი. თამშებს შორის არის ქულების ანგარიშის მცირე სხვაობა. ამერიკულ ფეხბურთში ქულები ითვლება 3 შემთხვევაში: 1) Touchdown. როცა მოთამაშე აღწევს მოწინააღმდეგის ჩათვლის ზონაში იღებს პასს, გუნდს ენიჭება - 6 ქულა. Touchdown-ის შემდეგ გუნდი იღებს 3 იარდიდან თავისუფალი დარტყმის საშუალებას, მათ შეძლეს გოლის გატანა იღებენ 1 ქულას, ხოლო გათამაშების შემდეგ Touchdown-ის გამეორებით იღებენ 2 ქულას. 2) Goal. როცა გუნდი ურტყამს მოწინააღმდეგის კარების მიმართულებით და ბურთი გადასცილდება ძელს, მათ ერიცხებათ 3 ქულა. 3) Safety. როცა ბურთის მფლობელ შემტევ მოთაშეს შეაჩერებენ საკუთარ ნახევარზე ან ჩათვლის ზონაში, გუნდს ენიჭება 2 ქულა.