პირველი დახმარება: როგორ მოიქცეთ რეზინის ტყვიის მოხვედრისას
დაზიანების ტიპები:
- ტყვია შევიდა სხეულში და დარჩა ღრუ ორგანოებში - "ბრმა" ჭრილობა.
- ტყვია სხეულში შევიდა და გავიდა - "გამჭოლი" ჭრილობა.
- ტყვია შევიდა სხეულში და დააზიანა მხოლოდ რბილი ქსოვილი.
- ტყვია შევიდა სხეულში, მაგრამ არ შეაღწია ღრმად - "შეუღწევადი" ჭრილობა.
პირველი დახმარება ადგილზე:
- სისხლდენის შეჩერება.
- ჭრილობის დამუშავება.
- სტერილური სახვევის დადება.
- გაუტკივარება (ტკივილგამაყუჩებლის მიცემა).
- ტრანსპორტირება სამედიცინო დაწესებულებაში.
ჭრილობის დამუშავება სუფთა ხელებით ან ერთეჯერადი ხელთათმანებით:
- სისხლდენის შეჩერება.
- ჭრილობის ამორეცხვა წყალბადის ზეჟანგით (3%) (გამორიცხულია : წყლით,ბრილიანტის მწვანის, იოდის ხსნარით, სპირტით).
- ჭრილობის ნაპირების დამუშავება იოდის სპირტხსნარით/სპირტით ჭრილობიდან გარეთ.
- სტერილური საფენის დადება.
- ნახვევის დადება
თუ ხილული ჭრილობები არ გაქვთ
მიუხედავად ამისა, უყურადღებოდ არ დატოვოთ შემდეგი სიმპტომები:
ტკივილი, სისხლჩაქცევები ან დაბუჟება.
თუ რომელიმე სიმპტომი გაქვთ, მიმართეთ სამედიცინო დახმარებას.
სამედიცინო დახმარების მოთხოვნის გარდა, შეგიძლიათ შემდეგი ნაბიჯების გადადგმა
ჩაიწერეთ ყველაფერი:
- გადაიღეთ თქვენი დაზიანებების ფოტოები.
- ჩაწერეთ ნებისმიერი მოწმის სახელები და საკონტაქტო ინფორმაცია.
- შეინახეთ ყველა სამედიცინო ჩანაწერის ასლი.
რა არ უნდა გააკეთოთ
ნუ ეცდებით ტყვიის ამოღებას.
კიდურების დაზიანებების დროს, ყველაზე ხშირად, საკმარისია წნევის სახვევი. გაითვალისწინეთ, რომ შეიძლება იყოს სისხლდენის ერთზე მეტი წყარო (მინიმუმ შესასვლელი და გასასვლელი). ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ ტამპონი, კერძოდ, ჭრილობაზე დააწვეთ სისხლის შთანთქმელი ქსოვილით. თუ მასალები ხელთ არ გაქვთ, სისხლდება შეაკავეთ მასზე თითის დაჭერით. ფრთხილად იმოქმედეთ, არ გააფართოვოთ ჭრილობა და არ გააუარესოთ.
როგორ დავიცვათ თავი და შევაკავოთ სპეცრაზმი
წიწაკის სპრეი: პირველი სამედიცინო დახმარება - რა უნდა იცოდეთ და როგორ დაიცვათ თავი