როგორ ვისწავლოთ სკეიტბორდზე დგომა - rogor.ge

როგორ ვისწავლოთ სკეიტბორდზე დგომა

 

იმისათვის, რომ ისრიალოთ სკეიტბორდზე, თავიდან ისწავლეთ ბალანსის შენარჩუნება. უნდა იპოვოთ სხეულის ისეთი მდგომარეობა, რომ კორპუსის გადახრამ არ გამოიწვიოს თქვენი გადმოვარდნა სკეიტბორდიდან. სხეულის კუნთები არ უნდა იყოს დაძაბული. ასეთ შემთხვევაში იკარგება კუნთების მგრძნობელობა და გამძლეობა, მეორე მხრივ კი ვერ მოხერხდება წონის თანაბრად გადანაწილება. არანაირად არ არის აუცილებელი პირველივე ჯერზე ქუჩაში გახვიდეთ. დადგით სკეიტი სახლის იმ ნაწილში სადაც არ არის იმის ალბათობა, რომ შეძლოთ რამის გადმოგდება და გატეხვა. იგრძენით დაფა, შეეცადეთ გადაადგილდეთ მისით. გააკეთეთ მსუბუქი და მარტივი მოძრაობები.

 

სკეიტზე დგომა დაიწყეთ პარკებში და სკვერებში, სადაც ნაკლები ხალხია და არ არის მანქანები. საჭიროა იპოვოთ თანაბარი რელიეფის, სასურველია ასფალტის მოედანი, არა უსწორმასწორო. ჩაიცვით დამცავი ფორმა, გაიკეთეთ სამუხლეები და იდაყვების დამცავი ასევე, არ დაგავიწყდეთ ჩაფხუტის თავზე დამაგრება. ერთი ფეხი დადგით დაფაზე, ხოლო მეორე ცოტა წინ, წინა ბორბლებისგან ცოტა მოშორებით. აამოძრავეთ სკეიტი მეორე ფეხით რომელიც გიდევთ ასფალტზე. როგორც კი ის აკრეფს სიჩქარეს, ფეხი დადგით დაფაზე. დაუკვირდით საკუთარ შეგრძნებებს, დაიცავით წონასწორობა და შეეცადეთ არ დავარდეთ.

 

გასაჩერებლად, ერთ-ერთი ფეხი გადმოდგით სკეიტიდან და გააჩერეთ ის. ამ ხერხის გამოყენება შეიძლება მხოლოდ მაშინ, როცა თანაბარი ზედაპირზე ხართ. ამიტომაც გასაჩერებლად უფრო საიმედო ხერხია გაჩერება თვითონვე დაფის გამოყენებით. ამისათვის კი საჭიროა გადაიხაროთ უკან, აიძულეთ დაფას აწიოს ცხვირი ზევით და გაზარდეთ დაწოლა დაფის უკანა მხარეზე. თქვენ შეძლებთ გაჩერებას.

 

ისწავლეთ მოხვევა სკეიტბორდზე. ამისათვის დადგით ასფალტზე რამე ნივთი და ივარჯიშეთ. შეეცადეთ იმოძრავოთ წრეზე. სკეიტზე მოხვევა შეიძლება იყოს, როგორც მკვეთრი ასევე თანაბარი. თანაბარი მოხვევისათვის ფეხი გადგით წინ, სკეიტის ცხვირზე და ფრთხილად გადახარეთ დაფა მარჯვნივ ან მარცხნივ. სწრაფ და მკვეთრ მოხვევების უფრო აკრობატიკული სახის ფორმა აქვს. დააწექით დაფის უკანა მხარეს და აიძულეთ დაფას ცხვირის ზემოთ აწევა. შეეცადეთ შეინრჩუნოთ ბალანსი უკანა ბორბლებზე, ამავდროულად მოაბრუნეთ სკეტის ცხირი საჭირო მიმართულებით, საითაც გსურთ მოხვევა. გისურვებთ წარმატებებს ახალი ჰობის ათვისებაში.