როგორ მივიღო სულადობის ცნობა სახლიდან გაუსვლელად?
ვის შეუძლია მოითხოვოს სულადობის ცნობა ონლაინ რეჟიმში?
ონლაინ რეჟიმში სულადობის ცნობის მიღება შეუძლია ნებისმიერ სრულწლოვან ქმედუნარიან მოქალაქეს, რომელსაც ერთხელ მაინც აქვს მიღებული საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა ან პასპორტი და მის შესახებ სერვისების განვითარების სააგენტოს ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში არსებობს სრულყოფილი ინფორმაცია.
რა დოკუმენტები და ტექნიკური საშუალებებია საჭირო ონლაინ რეჟიმში საინფორმაციო ბარათის მისაღებად?
სულადობის ცნობის მოთხოვნისათვის განმცხადებელმა საჭიროა შეავსოს ელექტრონული განცხადების ფორმა. დაგჭირდებათ ვებკამერა, ყურსასმენი და მიკროფონი.
რამდენია ონლაინ რეჟიმში სულადობის ცნობის მომსახურების ვადა და საფასური?
ონლაინ რეჟიმში სულადობის ცნობა მზადდება 2 სამუშაო დღის ვადაში და მომსახურების საფასური შეადგენს - 20 ლარს.
როგორ შემიძლია მომსახურების საფასურის გადახდა?
მომსახურების საფასურის გადახდა შესაძლებელია ონლაინ რეჟიმში ელექტრონული განცხადების რეგისტრაციის შემდეგ პლასტიკური ბარათის მეშვეობით ან საქართველოში ნებისმიერ ბანკში, ელექტრონული განცხადების ნომრისა და კოდის საშუალებით, ნაღდი ანგარიშსწორებით.
როგორ უნდა მივხვდე განცხადება დარეგისტრირდა თუ არა?
განცხადების წარმატებით რეგისტრაციის შემთხვევაში განცხადებაში მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე მიიღებთ შეტყობინებას მოქმედების წარმატებით შესრულების შესახებ, სადაც ასევე მითითებული იქნება თქვენი განცხადების ნომერი და კოდი, რომლითაც ნებისმიერ დროს შეგიძლიათ ნახოთ თქვენი განცხადება და დაუკავშირდეთ ოპერატორს ვებკამერით.
შენიშვნა: გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ განაცხადი მიღებულად ჩაითვლება განმცხადებლის მიერ დისტანციური მომსახურების სამსახურის თანამშრომელთან ვიდეოზარით დაკავშირებისა და შესაბამისი ვიდეოჩანაწერის განხორციელების შემდეგ.
როგორ შემიძლია მივიღო დამზადებული სულადობის ცნობა?
დამზადებული სულადობის ცნობის მიღებას შეძლებთ ვებგვერდიდან, თქვენი განცხადების ნომრისა და კოდის საშუალებით.
რა შემთხვევაში შეიძლება მეთქვას უარი საინფორმაციო ბარათის მიღების თაობაზე ელექტრონული განცხადების წარდგენისას?
ელექტრონული ფორმით წარდგენილი განცხადების მიღება დასაშვებია, თუ ელექტრონული კომუნიკაცია იძლევა განმცხადებლისა და განცხადების მიღებაზე უფლებამოსილი პირის პირდაპირი ვიზუალური კონტაქტის საშუალებას, ასევე განმცხადებლის ვინაობასთან ან წარმომადგენლობის დადასტურებისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე სხვა გარემოებებთან დაკავშირებით საფუძვლიანი ეჭვის წარმოშობის შემთხვევაში, შესაბამისი თანამდებობის პირი უფლებამოსილია უარი განაცხადოს ელექტრონული ფორმით განცხადების მიღებაზე.
წყარო: https://psh.gov.ge