როგორ ვივარჯიშოთ სწორად, როდესაც კუნთური მასის მომატება გვსურს - rogor.ge

როგორ ვივარჯიშოთ სწორად, როდესაც კუნთური მასის მომატება გვსურს

არის თუ არა მეტი ვარჯიში წარმატების საწინდარი? სასურველი შედეგის მიღების სურვილი ადამიანებს აფიქრებინებს, რომ რაც უფრო ბევრ დროს დახარჯავენ მძიმე წონებით ვარჯიშზე, მით უფრო შთამბეჭდავი იქნება მათი გარეგნობა. მეტი ვარჯიში და ფიზიკურ დატვირთვაზე დროის ხანგრძლივი მონაკვეთის დახარჯვა წარმატების საიდუმლო რომ იყოს, ათლეტები, რომლებიც პირველობაზე ოცნებობენ, მთელ დღეს ვარჯიშში გაატარებდნენ. თქვენ რომ სიფხიზლისას ყოველი წუთი და წამი წონებით აზიდვებს დაუთმოთ, გიგანტური გარეგნობის მქონე ათლეტად ვერ ჩამოყალიბდებით. რა თქმა უნდა, ფიზიკური დატვირთვისთვის მთელი დღის გამოყოფა არ შეიძლება. ყველას გვესმის, რომ ეს მეტისმეტია. როგორი უნდა იყოს ათლეტისთვის ვარჯიშის სიხშირე და ხანგრძლივობა? ამ კითხვაზე სწორი პასუხის გასაცემად კუნთის ზრდისა და აღდგენის პროცესებს კარგად უნდა იცნობდეთ.

თანამედროვე ბოდიბილდინგის ჩამოყალიბების პროცესში ათლეტებს განსხვავებული სავარჯიშო პროგრამა ჰქონდათ. როგორც წესი, ისინი ერთი ვარჯიშის დროს მთელ სხეულს ტვირთავდნენ და ინტენსიური ფიზიკური დატვირთვისთვის კვირაში სამი დღე ჰქონდათ გამოყოფილი. როგორც წესი, მათი სავარჯიშო განრიგი ორშაბათს, ოთხშაბათს და პარასკევს მოიცავდა. ათლეტები თითოეულ ზონას სრულფასოვნად ავარჯიშებდნენ. მათი რუტინა ორ საათს გრძელდებოდა. ბოდიბილდერებს კვირაში ოთხი დღე დასვენებისა და ძალების აღდგენისთვის ჰქონდათ გამოყოფილი. გაგრძელება