როგორი ნივთები მიუთითებს სახლის მოწყობის უგემოვნობასა და იაფფასიანობაზე - rogor.ge

როგორი ნივთები მიუთითებს სახლის მოწყობის უგემოვნობასა და იაფფასიანობაზე

ნახატები

ზოგჯერ ადამიანები ყიდულობენ ხელოვნების ნიმუშებს არა იმიტომ, რომ მათ ნამდვილად მოსწონთ, არამედ იმისთვის, რომ შეავსონ სივრცე ცარიელ კედელზე. ასე ჩნდება მოსაწყენი ნახატები ნეიტრალური პეიზაჟებით. ჩვეულებრივ, ასეთი ნახატები მისაღებშია ჩამოკიდებული. თუ ნამდვილად გსურთ კედელზე რაიმეს ჩამოკიდება, აირჩიეთ ის, რაც თქვენს პიროვნებასთან ჰარმონიაშია.

ფანჯრის ჩარჩოები, კარი, პლინტუსი

თქვენი სახლი შეიძლება იყოს ძალიან სუფთა, მოწესრიგებული და ორგანიზებული. მაგრამ დეტალებმა შეიძლება ძალიან სწრაფად გააფუჭოს მთელი სურათი. თუ ფანჯრების ჩარჩოები საშინლად გამოიყურება, ან კარის ზედაპირი გახეხილია, თქვენი სახლის საერთო იერსახე "სევდიანი" ხდება.

როგორ დაზოგოთ სივრცე სამზარეულოში და ადვილად გაწმინდოთ ჭურჭელი

წიგნების ნაკლებობა თვალსაჩინო ადგილას

თანამედროვე სამყაროშიც კი თაროზე დადებული წიგნები მნიშვნელოვან ადგილს იკავებს და საჭირო ელემენტია. თუმცა ძველი და ნახმარი წიგნები არ უნდა დადოთ თაროზე. აირჩიეთ ის, რაც ახლოს არის თქვენს ინტერესებთან.

ქაოსი და არეულობა

ნებისმიერი დიზაინერის რემონტს ძალიან სწრაფად ანადგურებს ქაოსი. ნაგავი კუთხეებში, არასაჭირო ნივთები და ამ ყველაფერთან ერთად მტვერი, რომელსაც გამუდმებით ისუნთქავთ და ჯანმრთელობას გიფუჭებთ. მუდმივი არეულობა და ქაოსი აუარესებს ფსიქოლოგიურ განწყობასაც - ჩნდება გაღიზიანება და უკმაყოფილება.

აღჭურვილობის კაბელები

მოწყობილობების სადენები სერიოზულად აფუჭებს თქვენი სახლის იერსახეს. მაგიდის ნათურები, ტელევიზორები, სამზარეულოს ტექნიკა - ამ ყველაფერს იყენებთ და ყველგან არის კაბელები. ისინი მაქსიმალურად უნდა დამალოთ, რათა თქვენი სახლი არ დაემსგავსოს საოფისე სივრცეს.

არაპროპორციულობა

გიყვართ დიდი ტელევიზორები და დივნები - ეს შესანიშნავია. თუ თქვენი საცხოვრებელი ფართი საშუალებას გაძლევთ განათავსოთ ეს ყველაფერი და მიაღწიოთ პროპორციულობას შესანიშნავია, მაგრამ თუ თქვენ ცხოვრობთ პატარა სტუდიოს ტიპის ბინაში და თქვენი დივანი ნახევარ ადგილს იკავებს, მაშინ პროპორციის მიღწევა არც ისეთი მარტივი იქნება. ასევე, არსებობს უარყოფითი მხარე - მინიატურული ობიექტები უზარმაზარ ოთახებში. ზედმეტი სიცარიელე ქმნის დისკომფორტს.

როგორ მოაწყოთ ფანჯრის რაფა - 4 მოულოდნელი იდეა