როგორ დავაწებოთ აუზი - rogor.ge

როგორ დავაწებოთ აუზი

 

გასაბერ აუზებს ამზადებენ პოლივინიქლორიდისგან, რეზინისგან, რეზინიანი ნაჭრისგან. თითოეული მასალის შეკეთებისათვის არსებობს განსხვავებული ხერხი, მაგრამ პირველ რიგში საჭიროა გახვრეტილი ადგილის პოვნა. ამისათვის მსუბუქად დაბერეთ აუზი. თუ იგი მთლიანად არ ეტევა წყალში, მაშინ ჩაყავით მცირე ნაწილები სათითაოდ. გახვრეტის ადგილს აღმოაჩენთ საჰაერო ბურთულების მიხედვით. ნაპოვნი დაზიანება აღნიშნეთ მარკერით.

 

თუ აუზი ძალიან დიდი ზომისაა, მაშინ წინა მეთოდი არ გამოგადგებათ დაზიანების აღმოსაჩენად. ამიტომ სცადეთ ეს: დაასველეთ სარეცხი საპონი, საპარსი ფუნჯის საშუალებით ააქაფეთ საპონი. წაუსვით ქაფი კარგად დაბერილ აუზს. ნახვრეტს აღმოაჩენთ ქაფის ქვეშ გაჩენილ საჰაერო ბურთულების მიხედვით. დაზიანებული ადგილი აღნიშნეთ მარკერით.

 

თუ გჭირდებათ სწრაფად და დროულად დაწებება, გამოიყენეთ წებოვანი ქაღალდი. დაწებების წინ ცოტათი გახეხეთ დაზიანებული ადგილი თხელი ზუმფარის გამოყენებით. ფრთხილად გამოჭერით წებოვანი ქაღალდის საჭირო ნაჭერი. არ შეეხოთ მის წებოვან მხარეს! დააკარით გამოჭრილი მონაკვეთი დაზიანებულ ადგილს. ასეთი შეკეთების შემდეგ, აუზი დაუზიანებლად გაძლებს დაახლოებით 1 კვირას.

 

კაპიტალური შეკეთებისათვის გამოიყენეთ სპეციალური წებო "ცივი ვულკანიზაციისათვის", რომელიც გამოიყენება ავტომობილის საბურავების კამერების დასაწებებლად. დაზიანებული ადგილი გახეხეთ თხელი ზუმფარით. წებოვან ადგილს მოხსენით დამცავი ფირი. მჭიდროდ დაადეთ მომჭერი დაზიანებულ მონაკვეთს. 1 საათის შემდეგ მოხსენით მომჭერი. რეზინიანი ნაჭრისგან დამზადებული აუზის დაზიანებული ადგილი დააწებეთ ორკომპლექტიანი წებოს TRS 2002-ის დახმარებით.