როგორ მოვუაროთ კანს მენსტრუაციის დროს
როგორ მოქმედებს მენსტრუალური ციკლი კანის მდგომარეობაზე
მენსტრუალური ციკლის დაწყებისთანავე ჰორმონების – პროგესტერონისა და ესტროგენების კონცენტრაცია ქვეითდება საწყის დონეზე. ამ პერიოდის ბოლოს შეინიშნება ცხიმის წარმოქმნის დაქვეითება – კანი ხდება მშრალი და თხელი (ამას განსაკუთრებით გრძნობენ მშრალი კანის მქონე ქალები). გამონაყარი, თუ მენსტრუაციის დაწყებამდე გაჩნდა, შრება ან საერთოდ ქრება.
შემდეგ იწყება ქალის ორგანიზმში ესტრადიოლის კონცენტრაციის თანდათანობითი ზრდა. მისი გავლენით კანი კარგად მარაგდება სისხლით, ხდება უფრო ელასტიკური, მასში მიმდინარეობს უჯრედების განახლების, კოლაგენის და ყველა სტრუქტურული ელემენტის დაჩქარებული პროცესები.
ოვულაცია არის ყველა ქსოვილის განახლების პიკი.
და ამის შემდეგ იწყება პროგესტერონის დომინირების ფაზა, როდესაც მთელ სხეულში შეინიშნება სითხის დაგროვება (ეს გამოიხატება შეშუპებით). და თუ სისხლში ანდროგენების ზრდისკენაა ტენდენცია, მაშინ მენსტრუაციის სტარტის წინ სახეზე ჩნდება მცირე გამონაყარი ან ძლიერდება არსებული გამონაყარი. ცხიმის წარმოების გაზრდის გამო სახე უფრო მეტად იწყებს ბზინვარებას.
ამიტომ მენსტრუალური ციკლის თითოეულ პერიოდში კანს გარკვეული მოვლა სჭირდება.
როგორ მოვუაროთ კანს მენსტრუაციის დროს
თვიურის დაწყებამდე და მის დროს მიზანშეწონილია გამოიყენოთ გამომშრობი, ანტიბაქტერიული საშუალებები – „დასაბანი საშუალებები“, ხელსახოცები, ენზიმური სკრაბები, გომაჟები, ლაქების კორექტორები, ნიღბები, ლატექსის რბილი ჯაგრისები. გაგრძელება