ღამით უეცრად დაწყებული ცრუ კრუპი - როგორ უნდა მოიქცეთ
პირველ რიგში, განვასხვავოთ ცრუ და ჭეშმარიტ კრუპი. ჭეშმარიტი კრუპი დიფტერიისათვის დამახასიათებელი ნიშანია, რასაც დიფტერიის გამომწვევი ჩხირი იწვევს და მდგომარეობის თანდათანობითი გაუარესებით მიმდინარეობს. სხვათაშორის, ამ მდგომარეობის ზუსტი აღწერა შეგიძლიათ მიხეილ ჯავახიშვილის ცნობილ მოთხრობაში, „თეთრი კუდღელი“ იხილოთ, ოღონდ გაცილებით უფრო სახალისოდ და საინტერესოდ, ვიდრე სამედიცინო პროფესიულ ან თუნდაც პოპულარულ ლიტერატურაშია.
ცრუ კრუპი კი ხორხის ვირუსული დაზიანების დროს ვლინდება და ჭეშმარიტი კრუპისაგან განსხვავებით, მწვავედ, უსწრაფესად იწყება. მას ვირუსები იწვევს.
უხშირესად დამნაშავე პარაგრიპის ვირუსებია, კრუპის გამოწვევა შეუძლია გრიპის, ადენოვირუსებს, წითელას ვირუსსაც.
დაავადება ძირითადად 2 თვიდან 5 წლამდე ასაკის პატარებში გვხვდება. 5 წლის შემდეგ ეს დაავადება იშვიათია. მიზეზი მარტივია - ადრეულ ასაკში დაავადების სიხშირეს საფუძვლად ბავშვის სასუნთქი და იმუნური სისტემის ანატომო-ფიზიოლოგიური თავისებურებები უდევს.
როგორ გამოვიცნოთ კრუპი?
დაიმახსოვრეთ სამი მთავარი ნიშანი:
ხმის ტემბრის შეცვლა მყეფავი ხველა, სტრიდორი ანუ გაძნელებული, ხმაურიანი შესუნთქვა. გაგრძელება