8 მეთოდი, როგორ აიძულოთ ზარმაცი ქმარი, დაგეხმაროთ სახლის საქმეებში
განსაზღვრეთ რა უნდა გაკეთდეს. შეადგინეთ თქვენი ყოველდღიური და ყოველთვიური დავალების სია – როგორიცაა სადილის მომზადება, ჭურჭლის რეცხვა, ტანსაცმლის რეცხვა, წყლისა და ელექტროენერგიის გადახდა, შინაური ცხოველების კვება და ა.შ. ეს დაეხმარება თქვენს ქმარს გააცნობიეროს, თუ რა შედის "საშინაო საქმეების" კონცეფციაში.
როგორ უნდა მოიქცეთ, თუ თქვენი ცოლი გაბრაზებულია და არ სურს თქვენთან საუბარი
შეაფასეთ დავალებები სირთულის მიხედვით. ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენ ძალისხმევას დახარჯავთ ამა თუ იმ სამუშაოზე, რამდენი დრო სჭირდება, რამდენად ხშირადაა საჭირო ამის გაკეთება. ნება მიეცით თქვენს ქმარს აკეთოს თქვენთვის როგორც რთული, ისე ადვილი საქმე.
დახმარება სთხოვეთ. თუ დახმარებას არ სთხოვთ, მან შეიძლება არ იცოდეს, რომ დახმარება გჭირდებათ. მოაწყვეთ პაემანი თქვენს ქმართან და განიხილეთ, როგორ შეიძლება ის დაგეხმაროთ. მამაკაცებს უყვართ თავი საჭიროდ, ძლიერად და შეუცვლელად იგრძნონ. მთავარია მადლობა გადაუხადოთ დახმარებისთვის და შეწყვიტოთ კრიტიკა, როცა არ გეხმარებათ, ან რამეს არასწორად აკეთებს.
უთხარით თქვენს ქმარს, რამდენად აფასებთ მას, რომ გეხმარებათ სახლის საქმეებში. მიამაგრეთ ქაღალდი სამუშაოების სიით მაცივარზე. აუხსენით, რომ რაც უფრო სწრაფად ასრულებთ დავალებებს, მით მეტი დრო შეგიძლიათ დაუთმოთ ერთმანეთს და შვილებს.
შესაძლოა მას არასდროს გაუკეთებია ეს საქმეები და ამის გამო არ სურდეს, ან აშინებდეს დაწყება. ბავშვობაში ხშირად გვსაყვედურობდნენ იმის გამო, თუ რაიმე საქმეს კარგად ვერ ვაკეთებდით. შესაძლოა ასეთმა საყვედურებმა მას ხელი შეუშალოს რაიმე საქმის კეთებაში. უთხარით მას, როგორ უნდა დაიწყოს ესა თუ ის საქმე და არ ინერვიულოთ, თუ ის ამას ცოტა განსხვავებულად, თავისებურად აკეთებს. მთავარი ისაა, რომ ცდილობს.
იყავით მოქნილი და მომთმენი. ჩვევების შეცვლას დრო სჭირდება. ხანდახან მოგიწევთ ნაზად შეახსენოთ საყვარელ ადამიანს, რომ დაგეხმაროთ, სანამ ეს ნორმად არ იქცევა თქვენს ოჯახში.
გამოიმუშავეთ ჩვევა, რომ მადლობა გადაუხადოთ ერთმანეთს სახლის სისუფთავის შესანარჩუნებლად. მოერიდეთ ქმრის საყვედურს ან მის მიერ შესრულებული სამუშაოს ხელახლა შესრულებას. ეს მხოლოდ ხელს უშლის მას რაიმეს გაკეთებაში.
თუ თქვენი ქმარი მაინც არ გეხმარებათ სახლში, სთხოვეთ მას სხვა სამუშაოების შესრულება - მაგალითად, მაღაზიაში სურსათის ყიდვა, ბავშვების სკოლიდან გამოყვანა და სხვა.