როგორ აჯანყდნენ აფხაზები 1866 წელს?
ბოლშევიკურ-კომუნისტური მმართველობისას ასეთი გამოსვლების არსსა და ხასიათს გაუკუღმართებულად წარმოიდგენდნენ. ვლადიმირ ლენინის, იოსებ სტალინის, ფილიპე მახარაძის, ისტორიკოს გიორგი ხაჭაპურიძისა და სხვათა შეხედულებით, მსგავსი მასობრივი გამოსვლები ძირითადად კლასობრივი ბრძოლის გამოვლინებას წარმოადგენდნენ. თითქოსდა მთავარი გლეხობისა და თავადაზნაურობის ინტერესთა დაპირისპირება გახლდათ.
საბედნიეროდ, ქართულ ისტორიოგრაფიაში ასეთი მიდგომა კარგა ხანია გადალახულია, თუმცა ცხადია, ეს ადვილად არ მომხდარა. კერძოდ, ცნობილმა ისტორიკოსმა ალექსანდრე ბენდიანიშვილმა 1980 წელს გამოქვეყნებულ წიგნში ("ეროვნული საკითხი საქართველოში. 1801-1921 წწ.") 1804 წლის ქართლის მთიანეთის, 1812 წლის კახეთის, 1819-1820 წლების იმერეთ-გურიისა და სხვა აჯანყებათა უმთავრეს მოტივად მიიჩნია ქართველთა ბრძოლა ცარისტული რუსეთის წინააღმდეგ, ქართული სახელმწიფოებრიობის (თუნდაც ავტონომიის ფორმით) აღსადგენად. გაგრძელება