როგორ მოამზადოთ შოკოლადის საოცარი დესერტები მარტივად - rogor.ge

როგორ მოამზადოთ შოკოლადის საოცარი დესერტები მარტივად

შოკოლადის ჩიზქეიქი ცხობის გარეშე

145087-original-1708338214.jpg

ჩიზქეიქის ეს ვერსია იდეალურია, თუ არ გსურთ ღუმელის ჩართვა, მაგრამ გსურთ ნამცხვარი. მორთეთ ჩიზქეიქი ახალი კენკრით, ტკბილეულით ან საკონდიტრო ნაწარმით.

მომზადების წესი:

გაადნეთ კარაქი. ორცხობილა დაფხვენით. ყველაფერი ერთმანეთში აურიეთ.აიღეთ მრგვალი ფორმა 18–20 სმ დიამეტრით, ძირში კარგად დატკეპნეთ ორცხობილას მასა. შედგით საყინულეში 15 წუთის განმავლობაში.შოკოლადი ორთქლის აბაზანაზე გაადნეთ. ჟელატინი დაალბეთ, რომ გაფუვდეს.არაჟანი ათქვიფეთ მიქსერით შაქართან ერთად.დაუმატეთ კრემყველი და ათქვიფეთ. ჟელატინი გაადნეთ და შეურიეთ ცხელ რძეს.არაჟნიან მასაში შეურიეთ დამდნარი შოკოლადი და კარგად აურიეთ.შეურიეთ ჟელატინიანი რძე და მიქსერით ათქვიფეთ.გამოიღეთ ფორმა მაცივრიდან. დაასხით მასა და შედგით მაცივარში 6-7 საათით.მორთეთ თქვენი გემოვნებით.

იხილეთ დანარჩენი რეცეპტები

shokoladis-cigni-1708338308.png