როგორ ვიცოცხლოთ სიმბერემდე? აიურვედას რჩევა მშვიდი და ჯანმრთელი ცხოვრებისთვის
აიურვედა: კვების ფილოსოფია
აიურვედას მიხედვით, კვება ემყარება რამდენიმე მნიშვნელოვან პრინციპს, რომლის დაცვაც საშუალებას გაძლევთ გამოჯანმრთელდეთ დაავადებებისგან და შეინარჩუნოთ სხეული ჯანსაღ მდგომარეობაში. აიურვედას კულინარიული პრინციპები ეფუძნება იმ ფაქტს, რომ საკვები, რომელსაც ადამიანი ჭამს, გავლენას ახდენს არა მხოლოდ მის ფიზიკურ სხეულზე, არამედ მის ფსიქიკაზე და გონების მდგომარეობაზე. ამიტომ, გარდა პროდუქტებისა, აიურვედას კვებაში განსაკუთრებული ადგილი ეთმობა განწყობას, რომლითაც მზადდება ეს საკვები.
კვების პირველი პრინციპის მიხედვით, მოხმარებული საკვები უნდა იყოს ახალი და ბუნებრივი. გაყინული ან დაკონსერვებული საკვები არ შეიცავს იმ ნივთიერებებს და მინერალებს, რომლებიც ორგანიზმს სჭირდება სათანადო ფუნქციონირებისთვის. გაგრძელება