როგორ ვითამაშოთ პლაჟის ფრენბურთი
მოამზადეთ სათამაშო ადგილი პლაჟის ფრენბურთისთვის. სათამაშო მოედანს უნდა გააჩნდეს სპეციალური ზომები 16X8 მ. შემოსაზღვრეთ ის ელასტიური ლენტით. გარდა ამისა მოედნის გარშემო უნდა იყოს თავისუფალი ზონა მინიმუმ სამი მეტრით. ქვიშის საფარის სიღრმე უნდა შეადგენდეს არანაკლებ 40 სმ. გაყავით სათამაშო მოედანი შუაზე ბადით. კაცებისთვის ბადის სიმაღლე უნდა იყოს დაფიქსირებული შემდეგ სიმაღლეზე: 2,43 მ. ხოლო ქლებისათვის - 2.24 მ.
შეარჩიეთ ფრენბურთის ბურთი. ის უნდა იყოს მყარი, მაგრამ მისი ტყავის ზედაპირი უნდა იყოს რბილი. დიამეტრი 66-68 სმ. ის უნდა იწონიდეს 0.26 დან 0.28 კგ.მდე უნდა იყოს კარგად დაბერილი.
შეკრიბეთ გუნდები სათამაშოთ. ყველა გუნდი უნდა შედგებოდეს მხოლოდ 2 მოთამაშისგან. თამაშის მსვლელობისას არავითარ შემთხვევში არ შეიძლება ცვლილებების განხორციელება (ზამენები). იმ შემთხვევაში თუ გუნდის რომელიმე წევრს არ შეუძლია თამაშის გაგრძელება, გუნდს ეს ეთვლება დამარცხებად.
აირჩიეთ მსაჯი, რომელიც კარგად იცნობს წესებს. ახლა უკვე შეგიძლიათ დაიწყოთ პლაჟის ფრენბურთის თამაში.